ფიცკარალდოს ვუყურეე და მმმმ.. ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ.. ღამე ჩემი ოცნებები მესიზმრებოდა ))))))
კინსკის რომ ვუყურებდი აშკარად შევატყე სრულ წესრიგში რომ ვერ უნდა ყოფილიყო, გამოვიკვლიე და გავიგე რა კაციც ყოფილა

ფაქტიურად არ თამაშობს,, რეალურია კინსკი, რეალურია ბუნება, ინდიელები... ულამაზესი კადრები იყო..
ორი უდიდესი "საოცრების" ბრძოლა ან სინთეზი.. კლასიკური მუსიკა და ველური ბუნება,.. კინსკის დიდი,გიჟი და მეტყველი,მეოცნებე თვალები!

10/10
შეუძლებლისადმი შეუძლებლად ლტოლვა...
მთელი ფილმი პერიპერტიებით იყო გაჯერებული..მომენტებში გეგონა რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა და უცებ ბრახ და რაღაც უბედურებას აწყდებოდი.. ფიცკარალდოს გზა თავისი მიზნისკენ მოულოდნელობებით და ბედნიერება-უბედურების მონაცვლეობით მიდიოდა..ესეა ცოხვრებაში როც გვგონია რომ ყველაფერი კარგადაა.. ისე ახლოს ვართ მიზანთან თითქოს ვეხებით კიდეც უკვე მას,, და ამ დროს წინსვლა უკუსვლად ტრიალდება, გვაგდებს მიწაზე და ხვდები რომ უტოპიებში დაცურავ...
საოცარი კადრი იყო უზარმაზარი გემის აღმართზე თრევა დილის ნისლში კლასიკის ფონზე და იქვე ფიცკარალდოს პატარა, თეთრებში გამოწყობილი ,თვალებდაჭყეტილი ფიგურა ))


როგორც ღმერთმა ვერ მოასწრო იმ ქალაქის ბოლომდე აშენება ისევე ფიცკარალდომ ვერ დაასრულა თავისი ოცნება)))
This post has been edited by Le fou on 29 Jan 2011, 21:01