unknown ladyდარბაზი იცინოდა და რა ვიცი დაუმთავრებელიაო ჩურჩულებდნენ. რომ დამთავრდა ბედნიერი ტაში შემოსცხეს
შვებით ამოისუნთქვეს, ზეთიან პოპკორნიანი ტუჩები მოიწმინდეს და არ დავიღუპოთ მეორე სერია არ დაიწყოსო შიშით გასასვლელისკენ მოკურცხლეს
ისე ბევრს გიწერიათ ბევრს ველოდი და ვერ გაამართლაო...ბოდიშის მოხდით შეიძლება ვიკითხო და რას ელოდით? რომ ეს ჩვენნაირად ცოდვილი და მოკვდავი ტიპი პასუხს გაცემდა მარადიულ კითხვებს ვინ ვართ, რანი ვართ, საიდან მოვდივართ და საით?
ტიპი უბრალოდ ამბობს, რომ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, როგორც ისეთ უზარმაზარ რაღაცას, როგორიც არის დედამიწა, ისევე ისეთ მცირე რაღაცას, როგორიც არის ადამიანის სიცოცხლე....და ამ ადამიანის სიცოცხლეშიც უამრავი "დასასრულია" - ბავშვობის დასასრული, იმ სახლში ცხოვრების დასასრული, რომელიც გიყვარს, ღმერთთან ქიშპობის დასასრული....მეტი რა ქნას პატარა მალიკმა?
სიმარტივეს რაც შეეხება....აი ეგეთი გლეხურად მარტივი და ნეიშენალ ჯიოგრაფიკ კინო თუ არ მერჩივნოს სალოს და ანტიქრისტეს მე ვიყო ჯეი ჯეი აბრამსი