
რა არის კინო პირადად ჩემთვის?! კინომატოგრაფს ჩემს ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უჭირავს. წარმოუდგენელია სრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბდე, რომ არა ხელოვნება, მუსიკა,კინო,თეატრი...
ზაფხული იყო. ერთი ჩვეულებრივი დილა გათენდა. შეიძლებოდა მართლაც ჩვეულებრივი ყოფილიყო, რომ არა ერთი კინოსეანსი,რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.. კინოთეატრში შევკრებულიყავით და ტერენს მალიკის ფილმის –‘სიცოცხლის ხის’ დაწყებას ველოდებოდით. აქამდე არაფერი მქონდა გაგონილი მალიკის რეჟისურის შესახებ. ერთი ჩვეულებრივი ფილმის მოლოდინში ვიყავი, მაგრამ ვნახე თანამედროვე კინომატოგრაფის ერთ–ერთი შედევრი.
ფილმი ერთი ამერიკული ოჯახის ისტორიას აღწერს. სიუჟეტის მთავარ პლანზე გვევლინება პატარა ბიჭუნა,სახელად ჯეკი. დედა(ჯესიკა ჩასტეინი) მას ასწავლის ადამიანების სიყვარულს და ლმობიერებას, მამა(ბრედ პიტი) კი შვილს მკაცრად ზრდის, ასწავლის რომ ცხოვრებაში მან საკუთარ თავზე წინ არავინ უნდა დააყენოს. ისინი განსხვავებული ტიპაჟები არიან და ცდილობენ შვილები იდეალურად აღზარდონ. თუმცა ჯეკს სულ სხვა მისწრაფება აქვს,განსხვავებულად უყურებს სამყაროს. ბევრ რამეზე აფიქრებს მამის ბრძანებები. მის სიკვდილსაც კი ნატრობს, უხარია როდესაც ის მივლინებაშია. თუმცა გულის სიღრმეში მაინც უყვარს. მათ ცხოვრებაში ტრაგედია დატრიალდება,როცა მათი შვილს მოკლავენ. ფილმი ძალიან რელიგიური ხასიათისაა.მოყვანილია ‘იობის წიგნიდან’ ციტატა :’’ სად იყავი, როდესაც დედამიწას ვაფუძნებდი?’’. რეჟისორი ცდილობს მიუახლოვდეს ღმერთს,მასთან შედის დიალოგში და ყველაფრისთვის პასუხს სთხოვს. ფილმის დასასრულს კი ოჯახის წევრები სამოთხეში ხვდებიან ერთმანეთს...
ფილმი ძალიან ემოციურია. რეჟისორი ცდილობს დაგვანახოს,რომ სამყაროს ყველა წვრილმანში დევს სიცოცხლის ძაფი. ამიტომ არის ყურადღება გამახვილებული ცხოველებზე და ბუნებაზე. არის ერთი ეპიზოდი როცა დინოზავრები გამოჩნდებიან ეკრანზე, შემდეგ კი ვულკანი,კოსმოსი. ჩემი აზრით ეს კოსმოსი არ იყო. ეს იყო პატარა ბავშვის ევოლუცია,რომელიც მან დაბადებამდე გაიარა. ეს ყველაფერი კი ულამაზესი კადრებით არის გადმოცემული,რაც გენიალური მექსიკელი ოპერატორის, ემანუელ ლუბეზკის დამსახურებაა. კომპოზიტორი კი ალექსანდრე დესპლატი გახლავთ. კლასიკური მუსიკა კიდევ უფრო ღრმას და სასიამოვნოდ საყურებელს ხდის ფილმს. დიალოგების ნაკლებობით და ვიზუალურობით ამ ფილმმა შეიძლება სტენლი კუბრიკის უკვდავი ქმნილება,A Space Odyssey (1968) გაგვახსენოს.
მაყურებლის დიდმა ნაწილმა ოცი წუტის შემდეგ დატოვა კინოთეატრი,რადგან მათ ტრანსფორმერები და ექშენი არ დახვდათ. ეს კი მხოლოდ გემოვნების საკითხია. ეს ფილმი ან ძალიან მოგეწონება,ან ყველაზე ცუდ ფილმად ჩათვლი. ჩემი აზრით, ეს ფილმი ძალიან სიღრმისეულია და მე პირადად ბევრ რამეზე დამაფიქრა. დამაფიქრა ცხოვრებაზე, სიყვარულზე,სიკვდილზე.. სიცოცხლის ხეზე....
ფილმში ვიგებთ, რომ ცხოვრებაში არსებობს ორი გზა. გზა მომხიბვლელობის, მადლის , სილამაზის და გზა ბოროტების. კინომატოგრაფში კი არსებობს ორი გზა, ფულის მოგების და ხელოვნების. მე ვიცი რომელი გზა აირჩია ტერენს მალიკმა...
ალექსანდრე გაბელია
ახლოდან დანახული ცხოვრება ტრაგედიაა, შორიდან კი კომედიას უფრო ჰგავს. (c) ჩარლი ჩაპლინი