ჩემი საყვარელი ფილმი არ არის, მაგრამ რომ დაფიქრდე, უცნაური ფილმია, და საერთოდ, გამორჩეული სხვა ქართული ფილმებისგან. მაშინ ბორხესს ვკითხუულობდი, კასარესს, რამდენია კიდე დაწერილი თუ გადაღებული სიზმრის ფენომენზე, საინტერესოა მართლა. არადა ამ მღვდელის ტრაგედია, რასაც გაუჩალიჩებენ, დააჯერებენ რომ სიზმარშია, მაგრად მოქმედებდა ბავშვობაში. გული მეწვოდა ხოლმე ბოლოში, ეროსი რომ მისდევს ჯარს, სერიოზულად განვიცდიდი

ის ისტორიაც კარგია, ლონდრე რომ შეაბავს იმ ქალს. კადრიც მახსოვს ბოლო გზაზე რომ დგანან. ეს ქალი უკვე თმას აღარ ივარცხნის დაძაბული, და "კრ უჟავოიანი" ხალათის მაგივრად შავი ღია მაისურა აცვია. პრიჩოსკაც ჩამოშვეული აქვს. თავისუფლად დგანან, და ორივე - თვით გივი ბერიკაშვილიც

უფრო თანამედროვე, ლაღ ტიპაჟებად გამოიყურებიან.
ისე მელიავა კარგი კაცი ყოფილა. ჯერ სტუდენტობის დროს ვგიკში, მოსკოვში დაბადების დღე აღნიშნეს თურმე ბუფეტში. 3-ნი იყვნე თურმე და 3 კატლეტი შეუკვეთეს და ერთი .75-იანი არაყი ჰქონდათ, მეტი ვერ გაქაჩეს

მელიავას პატარა ბოთლით ჭაჭა გაუჩითია, ეგ არაყი სამივეს მაინც არ გვეყოფა და მე ამას დავლევო. ბოლოს გასულა რაღაც მომენტში, და ამ ორიდან ერთ-ერთს ჭიქა აუღია, ნეტა რა ჭაჭას სვამსო. აღმოჩნდა რომ წყალს სვამდა

ეს იმას არ ნიშნავს რომ ლონდრე უნდო მოგვწონდეს

მაგრამ, მაინც, ჯიგარი ყოფილა.