გასაგებია მაშინ დავიწყოთ
ავირჩიოთ პირველი ქართული ფილმი
"ჯარისკაცის მამა"
http://www.imdb.com/title/tt0169828/რეჟისორი: რეზო ჩხეიძე
ეს მისი ბიოგრაფია ბლოგ: ბურუსიდან
რევაზ დავითის ძე ჩხეიძე დაიბადა 1926 წლის 8 დეკემბერს ქუთაისში, საბჭოთა რეჟიმის მიერ 1937 წელს დახვრეტილი ცნობილი მწერლის დავით ჩხეიძის (ლიტერატურული ფსევდონიმი – დია ჩიანელი) ოჯახში.
1943-46 წლებსი სწავლობდა საქართველოს შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში. 1954 წელს დაამთვარა მოსკოვის კონემატოგრაფიის სახ. ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ს. იუტკევიჩისა და მ. რომის სახელოსნო). 1963-81 წლებში იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი, 1963-73 წლებში _ ტელეფილმების სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1974 წლიდან საქართველოს შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის პედაგოგი (პროფესორი, კინო ფაკულტეტის კათედრის გამგე), 1973 წლიდან 2006 წლამდე კინოსტუდია ”ქართული ფილმის” (ამჟამად სააქციო საზოგადოება ”ქართული ფილმი”) გენერალური დირექტორია. 1992 წლიდან არის ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი.
1953-54 წლებში რეჟისორ თ. აბულაძესთან ერთად გადაიღო კინონარკვევები: ”ჩვენი სასახლე”, ”ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი”, ხოლო 1955 წელს მხატვრული ფილმი ”მაგდანას ლურჯა”, რომელსაც 1956 წელს ედინბურგის X საერთაშორისო კინოფესტივალზე მიენიჭა I პრემია და ამავე წელს აიღო მთავარი პრიზი კანის საერთაშორისო ფესტივალზე ”ოქროს პალმის შტო”.
რეზო ჩხეიძის მიერ გადაღებული მხატვრული ფილმებია: ”ჩვენი ეზო” (1956, ოქროს მედალი, I პრემია და დიპლომი მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალზე, 1957), ”მაია წყნეთელი” (1959), ”განძი” (1961, დიდი პრიზი დელის (ინდოეთი) II საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1961), ”ზღვის ბილიკი” (1962), ”ჯარისკაცის მამა” (1964; პრემია კორკში (ირლანდია) X საერთაშორისო კინოფესტივალზე, დიპლომი სან-ფრანცისკოსა და სალონიკის (როგორც საუკეთესო საზღვარგარეთულ ფილმს) საერთაშორისო კინოფესტივალზე; პრიზი რომის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, ოთხივე 1965), ”ღიმილის ბიჭები” (1969), ”ნერგები” (1972; ჟიურის პრიზი მოსკოვსა და ტაშკენტის საერთაშორისო კინოფესტივალებზე, ორივე 1973), ”მშობლიურო ჩემო მიწავ!” (1980, ლენინური პრამია 1986). არის სხვა საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატი. არის ღირსების ორდენის კავალერი (1996). 2001 წელს მიენიჭა თბილისი საპატიო მოქალაქის წოდება.
ამის გადათარგმნა და ატვირთვა მოგვიწევს, ხვალ შეიძლება ამის გაკეთება
თვითონ რეზო ჩხეიძის სურათები კი გრაფ,ჯი ზე და სხვა მსგავს საიტებზე უხვადაა
http://1.graf.ge/1241101987/gallery_1899_8_104998.jpg – აი მაგალითი
იქნებ ვინმეს მოეძიებოდეს ჯარისკაცის მამა ფილმი კომპიუტერში? თუ შეუძლია რამოდენიმე კადრი რომ ამოჭრას რათა შევავსოთ გალერია ამ ფილმის....
This post has been edited by Gabert1k on 13 Jan 2011, 02:03