ჯედაების უმაღლესი საბჭო„დაე ძალა იყოს ჩვენთან ყველასთან, და დაე ვიყოთ მშვიდობაში ჩვენს ტაძარში - ფიქრებისა და საუბრებისთვის ღია ადგილას, ურთიერთპატივისცემის სამეფოში, საერთო კეთილშობილური მიზნის სახელმწიფოში; მაშ დავიკავოთ ჩვენი ადგილები, არავინ სხვებზე უფრო მაღლა, და ერთად ვიმუშაოთ ამ კრებაში, ვიოთ თავისუფალნი ეგოიზმის, ეჭვიანობისა და სხვა ბოროტებისაგან“, - ჯედაების საბჭოს წევრები.
ჯედაების უმაღლესი საბჭო (ხშირად უწოდებდნენ უბრალოდ
ჯედაების საბჭოს) - ჯედაების ორდენის მთავარი ჯედაების საბჭო გალაქტიკური რესპუბლიკის პერიოდში. უმაღლესი საბჭო კორუსანტზე ჯედაების ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთ კოშკში იკრიბებოდა.
უმაღლეს საბჭოში შედიოდა 12 ყველაზე ძლიერი და ბრძენი ჯედაი ოსტატი, რომლებიც არჩეულნი იყვნენ ორდენის სამართავად, ასევე რესპუბლიკის უმაღლესი კანცლერისათვის რჩევების მისაცემად. საბჭოს ხუთი წევრი სამუდამოდ აირჩეოდა, ოთხი წევრი - ხანგრძლივი ვადით, ჩვეულებრივ, ნებაყოფლობით გადადგომამდე, ხოლო სამი წევრი - შეზღუდული ვადით. საბჭოს სტრუქტურა ჯედაი ოსტატების ადრეული შეკრებების საფუძველზე ჩამოყალიბდა და დიდი ჰიპერსივრცული ომის დროს საერთო კრების პრივილეგირებულ ნაწილს წარმოადგენდა. თავდაპირველად უმაღლეს საბჭოს შეკრების მუდმივი ადგილი და პერიოდულობა არ ჰქონია. სხდომები ისეთ პლანეტებზე ტარდებოდა, როგორებიც იყო ოსუსი, ალდერაანი და ჩანდრილა. ორდენის ოსუსიდან კორუსანტზე გადატანის შემდეგ უმაღლესი საბჭო რესპუბლიკის დედაქალაქში დამკვიდრდა.
უმაღლესი საბჭოს წევრები დამოუკიდებლად ირჩევდნენ ჯედაებს თავიანთ რიცხვში შესაყვანად. გარედან ვერავის შეეძლო საბჭოს წევრის დანიშვნა, სანამ კლონთა ომების დროს ეს არ გააკეთა უმაღლესმა კანცლერმა პალპატინმა, რომელმაც საბჭოში ენეკინ სკაიუოკერის შეყვანა მოითხოვა.
უმაღლესი საბჭოს ისტორიაადრეული ისტორიაუმაღლესი საბჭოს წარმოშობას შეიძლება თვალი მივადევნოთ ჯედაების კრებებამდე, რომლებიც ი.ბ.-მდე დაახლოებით 4700 წელს შეიქმნა. ეს კრებები - რამდენიმე შემოწმებული ჯედაი ოსტატის შეხვედრები - ორდენში ერთგვარი იერარქიის გამოვლინებად იქცა. ფორმალურად ჯედაების საბჭო დიდი დროიდთა რევოლუციის პერიოდისთვის ჩამოყალიბდა. დიდი სითთა ომის შემდეგ ნომი სანრაიდერი ჯედაების ორდენის თავმჯდომარედ იქნა აღიარებული და მან მიიღო კორუსანტზე მრჩეველის ტიტული, რომელიც აჩვენებდა, რომ იგი ჯედაების საბჭოში შედიოდა.

პლანეტებზე, სადაც ჯედაები წვრთნებს გადიოდნენ, მათ შორის ჯედაების ანკლავაში, არსებობდა საკუთარი საბჭოები. როდესაც დურონ კელ-დრომა და მისი თანამებრძოლენი ჯედაების საბჭოს მიერ დიდ ნადირობაზე გაიწვიეს, თავად დანტუინის საბჭო უკვე ემორჩილებოდა კორუსანტზე განლაგებულ უმაღლეს საბჭოს. ამ მომენტისათვის უმაღლესი საბჭო თორმეტი წევრისაგან შემდგარი მუდმივი სახით არსებობდა და კორუსანტზე მდებარე ჯედაების ტაძარში უმაღლესი საბჭოს ოთახს იკავებდა.
რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, მანდალორთა ომების დროს, უმაღლეს საბჭოში ყველაზე ცნობილი ჯედაები შედიოდნენ, მათ შორის:
• ატრისი
• ზეზ-კაი ელი
• კავარი
• ვრუკ ლამარი
• ვანდარ ტოკარე
• ლონა ვაში.
ისინი ქადაგებდნენ მოთმინებასა და თავშეკავებულობას მანდალორებთან ურთიერთობაში და დანარჩენი ჯედაებისაგან მოითხოვდნენ, არ მიედევნათ რევანისა და მალაკის მაგალითისთვის, რომლებმაც აგრესორებთან ბრძოლის დაწყება იჩქარეს. მოგვიანებით საბჭო წყვეტდა ერთადერთი ჯედაის ბედს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ომში და დაბრუნდა, რათა სასამართლოს წინაშე წარდგენილიყო. ეს განდეგილი ჯედაი გახლდათ. თითქმის ერთხმად იგი გაძევებულ იქნა ორდენიდან, ატრისი კი კიდევ უფრო მკაცრ სასჯელს მოითხოვდა.
ჯედაის სამოქალაქო ომის პერიოდში უმაღლესი საბჭო გალაქტიკაში მიმოიფანტა. როდესაც ძველი საბჭოს უმრავლესი წევრის დაღუპვაზე პასუხისმგებელი სითთა ლორდი დარტ ტრაია მალაჩორ V-ზე განდეგილი ჯედაის მიერ დამარცხდა, ჯედაების უმაღლესი საბჭო აღდგა. სწორედ ამ დროს განდეგილი ჯედაის ზოგიერთმა თანამგზავრმა მიიღო თავდაპირველი ჯედაური წვრთნა და ცოდნა ძალის შესახებ. ისინი ჯედაი ოსტატები გახდნენ და საბჭო აღადგინეს.
რესპუბლიკის დასასრულიშემდგომი რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში უმაღლეს საბჭოს კვლავ ჯედაები მართავდნენ. მასში მრავალი გამოჩენილი პიროვნება შედიოდა: ჯოკასტა ნიუ, მიკახ გიეტი, ტეომ ცერულიანი, ტორ დიფიუზალი, ტაივოკა, იდუმალი საიფო-დიასი და, შესაძლოა, ტ’უნი.

ი.ბ.-მდე 32 წლისთვის, ნაბუზე კონფლიქტის დროს, როდესაც კვლავ გამოჩნდნენ სითები, პლო კუნმა საბჭოში თავისი მასწავლებლის ტაივოკას ადგილი დაიკავა, ხოლო კი-ადი-მუნდიმ მიკახ გიეტა შეცვალა. ახლა უკვე უმაღლეს საბჭოში შედიოდნენ:
• პლო კუნი (სამუდამოდ)
• მეის ვინდუ (სამუდამოდ)
• იოდა (სამუდამოდ)
• კი-ადი-მუნდი (დროებით)
• სესი ტიინი (ხანგრძლივი ვადით)
• იადლი (დროებით)
• ევენ პიელი (ხანგრძლივი ვადით)
• ოპო რანციზისი (სამუდამოდ)
• ადი გალია (დროებით)
• იარაელ პუფი (სამუდამოდ)
• იიტ კოტი (ხანგრძლივი ვადით)
• დეპა ბილაბა (ხანგრძლივი ვადით).

ათ წელიწადში უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა რამდენადმე შეიცვალა. მოუსვენარ წლებში იადლი და იარაელ პუფი დაიღუპნენ და ისინი შააკ ტიმ და კოულმან ტრებორომ შეცვალეს. საბჭოს შემადგენლობა ასეთი გახდა:
• პლო კუნი (სამუდამოდ)
• მეის ვინდუ (სამუდამოდ)
• იოდა (სამუდამოდ)
• კი-ადი-მუნდი
• სესი ტიინი
• შააკ ტი
• ევენ პიელი
• ოპო რანციზისი (სამუდამოდ)
• ადი გალია
• კოულმან ტრებორი
• იიტ კოტი
• დეპა ბილაბა.
ჯეონოზისის ბრძოლა ჯედაებისათვის სისხლის მღვრელი აღმოჩნდა. 179 დაღუპულს შორის იყო იიტ კოტი, რომელიც თავის ხომალდთან ერთად აფეთქდა. საბჭოში იგი აგენ კოლარმა შეცვალა. კოულმან ტრებორი მოკლა ჯანგო ფეტმა, როდესაც კოულმანმა გრაფ დუკუზე თავდასხმა სცადა. ტრებორის შემცვლელი გახდა კიტ ფისტო. ჯეონოზისის ბრძოლის შემდეგ საბჭოს შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:
• პლო კუნი (სამუდამოდ)
• მეის ვინდუ (სამუდამოდ)
• იოდა (სამუდამოდ)
• კი-ადი-მუნდი
• სესი ტიინი
• შააკ ტი
• ევენ პიელი
• ოპო რანციზისი (სამუდამოდ)
• ადი გალია
• კიტ ფისტო
• აგენ კოლარი
• დეპა ბილაბა.

უმაღლესმა საბჭომ დანაკარგები განიცადა კლონთა ომების დროს. დეპა ბილაბა ძალის ბნელ მხარეზე გადავიდა და საბჭოში მისი ადგილი ობი-ვან კენობიმ დაიკავა. ადი გალია გენერალმა გრივუსმა მოკლა და მისი შემცვლელი თავისი ბიძაშვილი სტას ალიე გახდა. ოპო რანციზისი პლანეტა სალუკემაიზე ბნელ ჯედაისთან სორა ბალკთან შეტაკებისას დაიღუპა და მის მაგივრად საბჭოში კოულმან კსაჟი აირჩიეს. საჭიროა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში შეხვედრებმა ნაკლებად ფორმალიზებული ხასიათი მიიღო.
ომის დროს საბჭოს მრავალი წევრი დროებით აირჩეოდა. ი.ბ.-მდე 20 წელს გამოჩნდნენ ჯედაი გრანი და ჯედაი მეწამული ფერის კანით. მალევე მათ დატოვეს საბჭო, რათა ადგილი სხვებისათვის დაეთმოთ.
კლონთა ომების უკანასკნელ დღეებში უმაღლეს საბჭოში ევენ პიელის ნაცვლად ენეკინ სკაიუოკერი მოვიდა: იგი პირველი და უკანასკნელი ჯედაი იყო, რომელმაც ეს ადგილი უმაღლესი კანცლერის ნებით მიიღო. ახლა უკვე უმაღლესი საბჭო შედგებოდა შემდეგი წევრებისაგან:
• პლო კუნი
• მეის ვინდუ
• იოდა
• კი-ადი-მუნდი
• ობი-ვან კენობი
• აგენ კოლარი
• ენეკინ სკაიუოკერი
• კოულმან კსაჟი
• სესი ტიინი
• კიტ ფისტო
• შააკ ტი
• სტას ალიე.

ეს უმაღლესი საბჭოს უკანასკნელი შემადგენლობა გახლდათ, მაგრამ მას დიდხანს არსებობა არ ეწერა. მეის ვინდო, კიტ ფისტო, აგენ კოლარი და სესი ტიინი მოკლულ იქნენ დარტ სიდიუსთან შეტაკებისას. ენეკინ სკაიუოკერი ძალის ბნელ მხარეზე გადავიდა და დარტ ვეიდერად იქცა. კი-ადი-მუნდი, პლო კუნი და სტას ალიე 66-ე ბრძანების შესრულებაში მოყვანის შემდეგ დაიღუპნენ. შააკ ტი ოპერაცია „რაინდების დაცემის“ დროს სიკვდილს გადაურჩა და პლანეტა ფელუციაზე ნებაყოფლობით განდევნილობაში წავიდა, სადაც სითებთან საბრძოლველად ძალისადმი მგრძნობიარებს ამზადებდა. იგი ი.ბ.-მდე 3 წელს სტარქილერის მიერ იქნა მოკლული. უმაღლესი საბჭოს დაშლიდან 19 წელიწადში „სიკვდილის ვარსკვლავის“ ბორტზე დაიღუპა ობი-ვან კენობი, რომელიც დარტ ვეიდერმა მოკლა. 4 წლის შემდეგ პლანეტა დაგობაზე სიბერის გამო გარდაიცვალა იოდა. მეორე „სიკვდილის ვარსკვლავის“ ბორტზე ენეკინ სკაიუოკერის სიკვდილმა დაასრულა უკანასკნელი უმაღლესი საბჭოს გარდაცვლილ წევრთა სია. ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ კოულმან კსაჟი ოპერაცია „რაინდთა დაცემის“ მსვლელობაში დაიღუპა, რამდენადაც ცნობილია, რომ იგი იმყოფებოდა კორუსანტზე, როდესაც ენეკინი საბჭოს შემადგენლობაში იქნა შეყვანილი.
ოსტატთა საბჭოჯედაების ორდენის აღდგენის შემდეგ ლუკ სკაიუოკერმა კვლავ შეკრიბა საბჭო, რათა ახალი რესპუბლიკის ჯედაი რაინდებისათვის ხელმძღვანელობა გაეწია. ამ საბჭომ ოსტატთა საბჭოს სახელი მიიღო.
ოსტატთა საბჭო - ჯედაების ორდენის მთავარი საბჭო ახალი გალაქტიკური რესპუბლიკისა და მემკვიდრეობის ეპოქის დროს.
ხელახლა ჩამოაყალიბა რა ჯედაების ორდენი, ლუკ სკაიუოკერს თავდაპირველად არ სურდა ასეთი საბჭოს შექმნა, ვინაიდან წინა საბჭოს ისტორია ახსოვდა. მიუხედავად ამისა, ბნელი ბუდის კრიზისის დროს არა ერთმა რაინდმა ჯედაებისათვის მრავალ უმსგავსო საქციელს მიჰყო ხელი. ამიტომ ი.ბ.შ. 35 წელს ლუკ სკაიუოკერმა საკუთარი თავი გრანდ ოსტატად გამოაცხადა და შექმნა საბჭო. წინა საბჭოს მსგავსად, ახალ საბჭოშიც 12 ჯედაი ოსტატი შედიოდა. შეკრებები წარმოებდა როგორც კორუსანტზე, ისე ოსუსის ანკლავაში.
ოსტატთა საბჭოს წევრებიახალი ჯედაების ორდენის ეპოქა/ადრეული მემკვიდრეობის ეპოქა (ი.ბ.შ. 35 - ი.ბ.შ. 44+)• ლუკ სკაიუოკერი, გრანდ ოსტატი (ი.ბ.შ. 35 - )
• მარა ჯეიდ სკაიუოკერი (ი.ბ.შ. 35 - ი.ბ.შ. 40)
• კიპ დიურონი (ი.ბ.შ. 35 - )
• კაილ კატარნი (ი.ბ.შ. 35 - )
• კორა ჰორნი (ი.ბ.შ. 35 - )
• კენტ ჰამნერი (ი.ბ.შ. 35 - ი.ბ.შ. 44)
• საბა სებატინი (ი.ბ.შ. 35 - )
• კემ სოლუსარი (ი.ბ.შ. 35 - )
• ტიონე სოლუსარი (ი.ბ.შ. 35 - )
• კლიგხალი (ი.ბ.შ. 35 - )
• ტრესინა ლობი (ი.ბ.შ. 35 - ი.ბ.შ. 40)
• ოკტა რამისი (ი.ბ.შ. 35 - )
• ბარატკ’ლი (ი.ბ.შ. 44 - ).
გვიანი მემკვიდრეობის ეპოქა (ი.ბ.შ. 130 - ი.ბ.შ. 137+)• კოლ სკაიუოკერი ( - ი.ბ.შ. 130)
• ტ’რა საა ( - ი.ბ.შ. 137 - )
• ტილი კვა (- ი.ბ.შ. 137 -)
• კ’კრუჰკი (- ი.ბ.შ. 137 -).
მიმაგრებული სურათი