კიპ დიურონი„რატომაა ჯედაად ყოფნა კარგი, თუ ჩვენ უმოქმედოდ ვართ?“, - კიპ დიურონი.
კიპ დიურონი (ინგლ. Kyp Durron) - ჯედაი ოსტატი, ერთ-ერთი პირველთაგანი, ვისი მასწავლებელიც თავად ლუკ სკაიუოკერი იყო. ჰქონდა რა მიდრეკილება აგრესიული მოლაპარაკებების წარმოებისაკენ, კიპი ხელს უშლიდა სკაიუოკერებს ახალი ორდენისთვის კეთილი სახელის მინიჭებაში. მრავალი წლის განმავლობაში კიპი პლანეტა კესელზე სპაისის შახტებში მუშაობდა როგორც პოლიტიკურ პატიმართა შვილი, სანამ ი.ბ.შ. 11 წელს ჰან სოლოსა და ჩუბაკის დახმარებით არ გაიქცა კესელიდან.
ახალგაზრდობაში დიურონი, სითთა ძველი მბრძანებლის ეკზარ კუნის სულის ზეგავლენის ქვეშ, ძალის ბნელ მხარეზე გავავიდა და საკუთარი თავი სითთა ბნელ მბრძანებლად გამოაცხადა, ამასთან კარიდას მთელი სისტემა გაანადგურა. მოგვიანებით იგი ნათელ მხარეს დაუბრუნდა და თავისი დანაშაული გამოისყიდა. კიპმა განაგრძო სწავლა და ახალი ორდენის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჯედაი გახდა. მოგვიანებით კიპ დიურონი იუჟან-ვონგების ომსა და ბნელი ბუდის კრიზისში მონაწილეობდა.
კიპი, უდავოდ, ახალ რესპუბლიკაში ერთ-ერთ ყველაზე წინააღმდეგობრივ ფიგურას წარმოადგენდა: ერთნი მას მკვლელად მიიჩნევდნენ, ამასთან, არა უბრალოდ მკვლელად, არამედ უზარმაზარი მასების, ათასობით ცოცხალი არსების მკვლელად; სხვები კი მზად იყვნენ ქედი მოეხრათ მის, როგორც ჭეშმარიტი გმირის, წინაშე, რომელმაც სახელი გაითქვა არაჩვეულებრივი სამხედრო გმირობებით. იუჟან-ვონგების შემოჭრის პერიოდშიც კი სხვადასხვა რანგის ჯედაებს შორის დიურონის სახელი მუდამ იწვევდა კამათს და ჩხუბსაც კი.
მიუხედავად იმისა, რომ კიპი ყოველთვის უარყოფდა ჯედაების ორდენის პოზიციას, რომელსაც იგი ღიად და პირდაპირ პასიურს უწოდებდა, მისი ქმედებების შედეგები ნამდვილად შთამბეჭდავია - ამის უარყოფას ვერავინ ბედავს.
ბიოგრაფიაბავშვობა (ი.ბ.-მდე 5 - ი.ბ.შ. 11 წწ.)კიპ დიურონი ანოტის სისტემაში დეიერის კოლონიაში დაიბადა. მისი ოჯახი ცხოვრობდა დეიერზე მცურავ ქალაქში მანამ, სანამ კიპის პოლიტიკოსმა მშობლებმა დისიდენტების შესახებ ახალი ამბების იმპერიულ ცნობაში არ გამოთქვეს თავიანთი აზრი ალდერაანის განადგურების წინააღდეგ. ამის შემდეგ კიპი მშობლებთან ერთად პლანეტა კესელზე სპაისის შახტებში გადაასახლეს, ხოლო მისი ძმა, ზესი, კარიდაზე მდებარე იმპერიის აკადემიაში წაიყვანეს და მოახდინეს მისი მობილიზება იმპერიელ მოიერიშეთა რიგებში. იმ დროს თავად კიპი პატარა ბავშვი იყო.
სპაისის შახტებში კიპის მშობლები მათივე მეგობრებმა, ყოფილმა კონტრაბადისტებმა, მოკლეს, რომლებიც ადგილობრივი საკატორღო ციხის უფროსისთვის მორუს დუულუსთვის სხვადასხვაგვარ ბინძურ სამუშაოს ასრულებდნენ. დარჩა რა ობოლი, კიპი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში იხრწნებოდა გალაქტიკის სხვადასხვა, როგორც წესი, ყველაზე ცუდ ციხეებში. სხვებთან შედარებით მის ერთადერთ უპირატესობას ძალასთან მოპყრობის ცოდნა წარმოადგენდა; ამას გარდა, კიპს გაუმართლა: კატორღაზე მან გაიცნო მოხუცი ქალი - ყოფილი ჯედაების ორდენის წევრი სახელად ვიმა-და-ბოდა. ამ უკანასკნელმა კიპში ძალისადმი მგრძნობიარობა აღმოაჩინა და მისი პირველი მასწავლებელი გახდა. ვიმამ კიპს ბევრი ვერ ასწავლა, ვინაიდან მალევე იმპერიელებმა იგი შახტებიდან წაიყვანეს.
ჯედაის მოსწავლე (ი.ბ.შ. 11 წ.)„ჯედაი რაინდი მინდა გავხდე“, - კიპ დიურონი.მაღაროებში რვა ხანგრძლივი წლის განმავლობაში მონური შრომის შემდეგ შახტების ღრმა შტოლნებში კიპი შეხვდა ჰან სოლოსა და ჩუბაკას, რომლებიც კესელის მაღაროებში ბოროტი და შურისმაძიებელი დუულისა და მისი ხალხის მიერ დატყვევების შედეგად მოხვდნენ. იმპერიის ხელისუფლებებმა ეს ცნობილი წყვილიც სახელმწიფოსათვის ყველასათვის ესოდენ აუცილებელი სპაისის მოსაპოვებლად გაგზავნა. ჰანს მაშინვე მოეწონა ყმაწვილი და მასში შეამჩნია რაღაც საერთო ლუკ სკაიუოკერთან. როდესაც სოლო და ჩუბაკა კატორღიდან გაიქცნენ, მათ, ცხადია, კიპიც თან წაიყვანეს, რომელმაც თავის ახალ მეგობრებს პლანეტიდან გაქცევაში დაეხმარა. მათ მიიტაცეს ხომალდი, მაგრამ მიმდევრებმა შეიმწყვდიეს ისინი შავი ხვრელების ახლომდებარე გროვაში სახელად მაუ. იმისათვის, რომ მაუდან თავი დაეღწია და ცოცხალი დარჩენილიყო, კიპმა ძალასთან მოპყრობის თავისი თანდაყოლილი უნარი გამოიყენა. ხომალდი გამოფრინდა გროვიდან, მაგრამ აღმოჩნდა პირდაპირ იმპერიის ხელში, რომელსაც ადმირალი დაალა მეთაურობდა. ჰანი, ჩუი და კიპი იმპერიის საიდუმლო კვლევით კომპლექსში აღმოჩნდნენ, სადაც სუპერიარაღის შემუშავება მიმდინარეობდა. მალე ისინი გაიქცნენ კომპლექსიდან მეცნიერ კვალ კსუქსთან ერთად, რისთვისაც მიიტაცეს „მზეთა გამანადგურებელი“ - ხომალდი, რომელსაც მთლიანი კოსმოსური სისტემების განადგურება შეეძლო. დიურონმა და მისმა თანამგზავრებმა კვლავ საშიში მოგზაურობა განახორციელეს მაუს გროვაში და საბოლოოდ ახალი რესპუბლიკის დაცვის ქვეშ უსაფრთხოებაში აღმოჩნდნენ. მალე კიპ დიურონი იავინ IV-ზე მდებარე ჯედაების აკადემიაში გაეგმზავრა და სკაიუოკერის ერთ-ერთი პირველი მოსწავლე გახდა. ლუკმა სპეციალური მოწყობილობით თავისი ახალი მოსწავლის ძალის პოტენციალის გაზომვა სცადა. მაგრამ კიპის შესაძლებლობები იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მატესტირებელი მოწყობილობის უკუცემამ ჯედაი ოსტატი საპირისპირო კედლისკენ გადაისროლა. ლუკი კარგად გრძნობდა უზარმაზარ ენერგიას ამ ახალგაზრდა ადამიანში, მაგრამ ასევე იმასაც გრძნობდა, რომ კესელზე მძიმე განსაცდელმა მისი სული ტკივილითა და მძვინვარებით აავსო.

აკადემიაში კიპის სწავლება ძალიან სწრაფად მიმდინარეობდა. მალე დიურონს გაუჩნდა ფიქრები, რომ ლუკ სკაიუოკერი მას ძალზედ ნელა ასწავლიდა, თითქოს მოსწავლის უკან დატოვებას ცდილობდა. შემდეგ კიპ დიურონს ძველი სითთა მბრძანებლის ეკზარ კუნის სული ეწვია, რომელმაც მას ძალაუფლებისადმი სწრაფი და ადვილი გზა შესთავაზა. კიპი აყვა ძალის ბნელი მხარის ცდუნებებს, დაარწმუნა რა საკუთარი თავი იმაში, რომ შესაძლებელი იყო კუნის ენერგიის დაცხრობა და გამოყენება კეთილშობილური მიზნებისათვის. მაგრამ, სამწუხაროდ, მომავალმა აჩვენა, თუ როგორი საშიშია ბნელ ძალებთან ხუმრობაც კი: მისი იმედები უმოწყალოდ იქნა გათელილი. დიურონი თავს დაესხა ლუკს და, გამოიყენა რა ეკზარ კუნის სულის მხარდაჭერა და სითთა ძველი ცოდნა, განაცალკევა სკაიუოკერის სული მისი სხეულისაგან. ამის შემდეგ დიურონმა მოიტაცა „მზეთა გამანადგურებელი“ და უცნობი მიმართულებით გაფრინდა. კიპი ენდორს ეწვია, სადაც დარტ ვეიდერის ნეშტი იმყოფებოდა. იქ დიურონმა საკუთარი თავი სითთა ბნელ მბრძანებლად გამოაცხადა. მალე „მზეთა გამანადგურებელი“, რომელიც დიურონს იმპერიისათვის გამანადგურებელი დარტყმის მისაყენებლად სჭირდებოდა, კარიდას სისტემაში ჩავიდა. კარიდის აკადემიის თანამდებობრივმა პირებმა მოატყუეს კიპი, შეატყობინეს რა, რომ მისი ძმა ზესი, რომელიც კიპს რვა წელი არ ენახა, დიდი ხნის წინ დაიღუპა; ძმის დაღუპვის სავარაუდო დამნაშავეთათვის სამაგიეროს გადასახდელად კიპმა პირდაპირ კარიდის სისტემის ვარსკვლავს ტორპედა ჩასცა. როდესაც ხსენებული ოფიციალური პირები გონს მოვიდნენ და დაარწმუნეს კიპი, რომ ზესი ცოცხალი და ჯანმრთელი იყო და კარიდაზე იმყოფებოდა, ზეახალი ვარსკვლავის დაბადებას უკვე ვეღარაფერი შეუშლიდა ხელს. კარიდის მზე აფეთქდა, რამაც გამოიწვია მთელი სისტემის, მათ შორის კარიდის, სრული განადგურება. ამის შედეგად მილიარდობით ცოცხალი არსება დაიღუპა, მათ შორის კიპის ძმაც. საკუთარი ძმის მოკვლის გამო დიურონის დანაშაულის გრძნობა, მძვინვარება და უძლურება ბნელი მხარის პირბადეში ჩაიძირა. საბოლოოდ ჰან სოლომ იპოვა დიურონი და დაეხმარა მას, სამუდამოდ დაეღწია თავი ეკზარ კუნის ბოროტი ზეგავლენისაგან, რის შედეგადაც კიპი სინათლის მხარეზე დააბრუნა. ახალი რესპუბლიკის ოფიციალურმა პირებმა მისი ბედი გამოჯანმრთელების გზაზე მყოფი ლუკ სკაიუოკერის ხელში გადასცეს. როდესაც დიურონმა თავისი ბედი ლუკს მიანდო, რომელსაც უნდა გაესამართლა იგი კარიდის განადგურებისა და სხვა ბოროტმოქმედებებისათვის, ოსტატმა სკაიუოკერმა კიპს სიცოცხლე შეუნარჩუნა და უთხრა, რომ სწორედ სიცოცხლე იქნებოდა მისი სასჯელი. ეს გადაწყვეტილება ცოტამ მოიწონა და იგი გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ კორან ხორნმა აკადემია მიატოვა. კიპ დიურონმა კი, თავისი მონანიების დასამტკიცებლად, მაუს ერთ-ერთ შავ ხვრელში „მზეთა გამანადგურებლის“ განადგურება გადაწყვიტა. თუმცა როდესაც კიპი და ლუკი დანიშნულებას ადგილას მიფრიდნენ, ისინი დაალას ფლოტის იარაღისა და „სიკვდილის ვარსკვლავის“ პროტოტიპის ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდნენ. სკაიუოკერმა დატოვა ხომალდი, რათა ვეჯ ანტილესისათვის დახმარება გაეწია, რომლის რაზმიც მიტოვებულ იმპერიულ სამეცნიერო კომპლექსს იცავდა, სანამ სხვა რესპუბლიკელები მასში სასარგებლო ცნობებს ეძებდნენ. კიპი კი „მზეთა გამანადგურებელში“ დარჩა და თავს დაესხა „სიკვდილის ვარსკვლავის“ პროტოტიპს. მან სადგური შავ ხვრელთან ძალზედ ახლოს შეიტყუა, რომელშიც საბოლოოდ ორივე სუპერიარაღი იქნა ჩათრეული. საბედნიეროდ, კიპმა მოახერხა გადარჩენა, ვინაიდან ფოსტის მიწოდებისათვის განკუთვნილი პატარა კაფსულით კატაპულტირება განახორციელა.
ჯედაური მისიები (ი.ბ.შ. 12 წ.)„თუ კიპ დიურონს ჩვენი დახმარება დასჭირდება, ვეჭვობ, რომ იგი მოგვთხოვს მას“, - კირანა ტი.მართალია ლუკ სკაიუოკერმა აპატია კიპი, მაგრამ ეს უკანასკნელი ხანგრძლივი დროის განმავლობაში საკუთარ თავს ვერ პატიობდა. იმის შიშებმა, რომ იგი კვლავ შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ბნელ მხარეზე, ასევე საკუთარი სიკვდილის სურვილმა გაართულეს კიპის რეაბილიტაციის პროცესი. დანაშაულის ღრმა გრძნობა, აუწერელი სირცხვილი კიპ დიურონის გულს მაშინაც კი ტანჯავდა, როდესაც იგი სრულფასოვანი ჯედაი რაინდი გახდა. ბევრი მეგობარი მის დამშვიდებასა და გამხნევებას ცდილობდა. ისინი არწმუნებდნენ კიპს, რომ კარიდას მებრძოლები, მათთან ომის გაჩაღების შემთხვევაში, ურიცხვ ნგრევასა და მისი მილიონობით თანამოქალაქისათვის სიკვდილს მოუტანდნენ. სხვები, პირიქით, კიცხავდნენ მას, ამტკიცებდნენ რა, რომ დიურონის ქმედებები დიდად არ განსხვავდებოდა იმ გენოციდისაგან, რომელიც იმპერიის ძალებს დამორჩილებული ხალხისათვის მოჰქონდათ. კიპმა თავისი ცხოვრება და საკუთარი თავი მთლიანად ჯედაების ორდენს მიუძღვნა და თითოეულ თავის საქციელში მონანიებას ეძებდა. ჯედაის სახით კიპის პირველ დავალებად იქცა პლანეტა პრიშარდიაზე უცნობი ჯედაი რაინდის საქმიანობის გამოძიება. საბოლოოდ, ხმები არ დადასტურდა: ჯედაად თავს აჩვენებდა ვინმე ჰიტსა დოდჟერსი, სამაგიეროდ პლანეტაზე კიპმა კონტრაბანდისტი ფენიგ ნებონი გაიცნო, რომლის კეთილმა და ბრძნულმა რჩევებმა დაეხმარა კიპს შიდა იარების განკურნებასა და თავის წარსულთან შეგუებაში, იმ უბედურებებზე ხსოვნით, რომელთა პირდაპირი თუ ირიბი მიზეზი თავად გახდა. საბოლოოდ, კიპმა შეძლო თავის წარსულთან შეგუება. შემდგომში იგი ჯედაი ოსტატი და ახალი ორდენის ერთ-ერთი მოწინავე წევრი გახდა. ი.ბ.შ. 12 წელს, როდესაც ადმირალმა დაალამ შემოიერთა იმპერიის ნარჩენები, კიპი და მისი მეგობარი დორსკ 81 გალაქტიკის ღრმა ბირთვში გაემგზავრნენ, რათა იმპერიის გეგმები გაეგოთ, მაგრამ ისინი გამოაშკარავეს და გაქცევა აიძულეს. სწორედ კიპმა და დორსკ 81-მა შეატყობინეს გალაქტიკას იმაზე, რომ ადმირალი გაალა თავდასხმისთვის ემზადებოდა. როდესაც დაალა და მისი ფლოტი იავინ IV-ზე განლაგებულ ჯედაების აკადემიას თავს დაესხნენ, კიპი ერთ-ერთი რაინდი გახლდათ, რომელიც დაალას მოიერიშე სახმელეთო იმპერიული ჯარების წინააღმდეგ გამოვიდა. დორსკ 81-ის გმირული თავგანწირვის წყალობით ჯედაებმა გაიმარჯვეს.
მოგვიანებით, როდესაც კიპი იავინ IV-ზე დაბრუნდა, იგი გაკვირვებული დარჩა აკადემიაში ახალი პადავანის - დორსკ 82-ის მოსვლით, რომელიც დორსკ 81-ის ზუსტ ასლს წარმოადგენდა. კიპმა იგი თავის მოსწავლედ გახადა და წაიყვანა ჯუნგლებში დორსკ 81-ის საფლავთან. იქვე კიპმა დორსკ 82-ს მისი წინამორბედის სინათლის ხმალი გადასცა. კიპმა გადაწყვიტა მხარი დაეჭირა ახალი მეგობრისთვის მის ლტოლვაში, ჯედაი რაინდი გამხდარიყო.
მალე კიპ დიურონი და დორსკ 82 ახალი დავალების შესასრულებლად გაემართნენ. მათ კორბოსზე სამთო-მომპოვებელ კოლონიასთან დაკავშირება დაავალეს. თუმცა ჯედაებს კოლონია სრულიად ცარიელი დახვდათ. როდესაც მათ მკვდარი კოლონისტები აღმოაჩინეს, დიურონმა ძალაში გარდაცვლილთა ყვირილი გაიგო. ღამით, სანამ დორსკ 82-ს ეძინა, კიპმა კოლონისტთა მკვლელის დამოუკიდებლად პოვნა გადაწყვიტა. დიურონი მთა-კრატერის მწვერვალზე ავიდა, სადაც შეხვდა ლევიაფანს - საშინელ ქმნილებას, რომელიც ასწლიანი სიბნელის დროს სითთა ბიოინჟინერული გამოკვლევების შედეგს წარმოადგენდა.
„ჩვენ ერთმანეთში დაუმთავრებელი საქმე გვაქვს. მოდი აქ, ურჩხულო!“, - კიპ დიურონი.ამ დროს გაღვიძებული დორსკი 82, ვერ იპოვა რა კიპი, გაემართა ხომალდისკენ, რათა აკადემიიდან დახმარება გამოეძახა. დასახმარებლად მოვიდნენ ჯედაები სტრინი და კირანა ტი. დორსკთან ერთად მათ კიპის ძებნას შეუდგნენ. კიპ დიურონი კი ურჩხულს ებრძოდა, სანამ არ აღმოაჩინა, რომ ლევიაფნს თავის თავში დაღუპულ მეშახტეთა სულები გამოემწყვდია. დიურონმა შეძლო ლევიაფანის მოკვლა და მის მიერ დატყვევებული სულების გათავისუფლება, მაგრამ ბრძოლის დროს თავისი სინათლის ხმალი დაკარგა. მოგვიანებით კიპმა და სხვა ჯედაებმა იპოვეს და გაანადგურეს ლევიაფანის მატლები, რითაც ბოლო მოუღეს ამ არსებებისაგან გამომავალ საფრთხეს.
იუჟან-ვონგების ომი (ი.ბ.შ. 25-30 წწ.)„მე ძალაში იუჟან-ვონგების დანახვა ლუკ სკაიუოკერზე უკეთ არ შემიძლია, მაგრამ ეს სულაც არ მჭირდება იმისათვის, რომ ვიცოდე, რომ ისინი ბოროტებაა; იმისათვის, რომ ვიცოდე, რომ ისინი უნდა შევაჩეროთ“,, - კიპ დიურონი ჯეინა და ენეკინ სოლოებთან საუბრისას.სხვა ყველაფრის გარდა, კიპი, რომელიც სწრაფად გახდა მარჯვე ჯედაი ოსტატი, იყო ასევე მრავალი ახალგაზრდა ჯედაის მასწავლებელი და დამრიგებელი გახლდათ, რომლებიც ყოველთვის მოხიბლულნი რჩებოდნენ კიპის პრაქტიკული მიდგომითა და სწავლების თვალსაჩინოებით. ბოლოსკენ მან ერთადერთი მოსწავლე, მიკო რეგლია დაიტოვა. დროდადრო კიპი არც სხვადასხვაგვარი განსაკუთრებული დავალებების შესრულებაზე ამბობდა უარს, რომლებსაც მას აკადემიის ხელმძღვანელობა ავალებდა. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი დავალება გახლდათ ანობისზე ორი მტრული დაჯგუფების განიარაღება. დროთა განმავლობაში კიპ დიურონი და მიკო რეგლია მრისხანე საბრძოლო ჯგუფად იქცნენ. როდესაც მიკომ ჯედაი რაინდის სტატუსს მიაღწია, ლუკ სკაიუოკერმა კიპს ახალ ჯედაების ორდენში რამდენიმე ოსტატს შორის ერთ-ერთის ადგილი დაკავება შესთავაზა.

ოსტატმა დიურონმა და მიკო რეგლიამ ჩამოაყალიბეს X-ფრთიანი საბრძოლო მანქანების ესკადრილია სახელწოდებით „თორმეტეული და ორი შურისმაძიებელი“ - თორმეტი საბრძოლო პილოტისაგან შემდგარი ესკადრილია, რომლებიც ორდენს არ ეკუთვნოდნენ. ესკადრილიის ამოცანა გარე ტერიტორიებში კონტრაბანდის სრული აღმოფხვრა გახლდათ. დიურონი ვერ ივიწყებდა იმ კონტრაბანდისტთა სახეებს, რომლებმაც მისი მშობლები აწამეს.
ფლობდა რა ჭეშმარიტი ჯედაის რეაქციის სისწრაფეს, დიურონი შეუპოვარ პილოტად იქცა და ე. წ. „თავისმკვლელთა შეჯიბრებებზე“ - თამაშებზე, რომლებსაც ლენდო კალრისიანი დუბრილიონზე აწყობდა, იგი უცვლელად მოიპოვებდა ქულების უდიდეს რაოდენობას და საუკეთესო დროით შედეგს აჩვენებდა მანამ, სანამ ჯეინა სოლომ არსებითად უკეთეს შედეგს არ მიაღწია. მაგრამ მანევრირების ვერანაირმა გაწაფულობამ და ოსტატობამ ვერ დაიცვა კიპის ესკადრილია იუჟან-ვონგების გამანადგურებელი დარტყმისაგან. „თორმეტეული და ორი შურისმაძიებელი“ მათ შორის იყო, ვისაც პირველად ხვდა წილად მტრის მოწინავე დამრტყმელი რაზმების იერიში. ყველა დაიღუპა... ძლივძლივობით გადარჩენა მხოლოდ კიპმა შეძლო.

მომხდარით დიდად შეძრწუნებულმა კიპმა გარშემო სხვა ჯედაი რაინდების თავმოყრა სცადა; ამჯერად იგი მათ მოუწოდებდა, მტრის მიმართ მორიდება არ გამოეჩინათ, არამედ მხოლოდ აგრესიული და მკაცრი პოლიტიკა ეწარმოებინათ. თუმცა ლუკ სკაიუოკერმა ჩათვალა, რომ ასეთი გზა პირდაპირი ბილიკი იყო ბნელი ძალებისკენ და ყველაფერი გააკეთა, რაც კი შეეძლო, იმისათვის, რომ ჯედაების ორდენი იდეოლოგიის მიხედვით ორ საწინააღმდეგო ბანაკად არ გაყოფილიყო. კიპ დიურონის მიდრეკილება ომის წარმოების აგრესიული ტაქტიკისადმი სწორედ ის იყო, რასაც ვონგებთან კონფლიქტში საჭიროებდნენ. მას მერე, რაც ცავონგ ლამ ახალ რესპუბლიკასთან ყველა ჯედაის თავების სანაცვლოდ ზავი დადო, კიპმა ვონგების წინააღმდეგ საომარი ქმედებების დასრულებაზე უარი თქვა და მაინც შეძლო გარშემო მრავალი რაინდის შემოკრება, რათა დამპყრობლებთან ეომა, ამასთან დანარჩენ ორდენთან და ლუკ სკაიუოკერთან თავისი ქმედებები არ შეუთანხმებია. კიპი იუჟან-ვონგეთან პლანეტა იტორთან იბრძოდა და ყველა აუცილებელი ზომა მიიღო, რათა თავისი ესკადრილია აღედგინა. ამისათვის დააფუძნა საბრძოლო ჯგუფი სახელად „კიპის თორმეტეული“. ერთხელ კიპის თორმეტეულმა“ ფონდორის რაიონში მისია შეასრულა: მათ ჯედაი ვურტ სკიდერი უნდა გადაერჩინათ, რომელიც შეუპოვრად ცდილობდა თავის დახსნას მტრისაგან - სამწუხაროდ, მისია წარუმატებლობით დასრულდა. შემდეგ კიპმა მტრის ფლანგს მიაყენა დარტყმა და, იკავებდა რა მარტო მოწინააღმდეგის მრავალჯერადად აღმატებულ ძალებს, პლანეტა კაბინდის მოსახლეობას წარმატებული ევაკუაციის შესაძლებლობა მისცა.
ამას გარდა, კიპმა და მისმა „თორმეტეულმა“ მონაწილეობა მიიღეს ბოტავუის თავდაცვაში. დიურონი დანტუინზეც ჩავიდა, რომლის მოსახლეობაც ულმობელმა ვონგებმა მსხვერპლად შესწირეს თავიანთ ღმერთებს. მოგვიანებით აღდგენილი და ბრძოლებში ნაწრთობი დიურონის ესკადრილია სერნპიდალის მიდამოებში დაბრუნდა: მტერმა მთლიანად ააოხრა პლანეტა და ძირფესვიანად გაანადგურა ყველაფერი, რისი განადგურებაც შეიძლებოდა. სწორედ მანდ დიურონმა და მისმა ესკადრილიამ აღმოაჩინეს, რომ პლანეტის ნანგრევებზე იუჟან-ვონგებმა შექმნეს რაღაც შემზარავი; დიურონმა დაარწმუნა ვეჯ ანტილესი და ჯეინა სოლო, დახმარებოდნენ მას, კიპის თქმით, საშინელი სუპერიარაღის განადგურებაში.
„მოსწავლემ მასწავლებლისაგან უნდა ისწავლოს, და არა მისი შეცდომები იმეოროს“, - კიპ დიურონი.გარკვეული დროის განმავლობაში კიპ დიურონი ჯეინა სოლოს მასწავლებელი იყო. მათი ურთიერთობა შეიძლებოდა უფრო სერიოზული გამხდარიყო, კიპს მის თვალებში პატივისცემა რომ არ დაეკარგა მას მერე, რაც ჯეინა იუჟან-ვონგების მფრინავ სამყაროზე თავდასხმაში ჩაითრია, რომელიც კიპმა ახალი რესპუბლიკის ფლოტის მოტყუებით გაანადგურა. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქციელს მომხრეებს შორის მის რეპუტაციაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია, კიპში ზრდა დაიწყო უთანხმოებებმა, რომელთა შეკავებაც აღარ შეეძლო. როდესაც რესპუბლიკასა და იუჟან-ვონგებს შორის ზავი დასრულდა, ლუკ სკაიუოკერმა დაარწმუნა დიურონი და მისი მოკავშირეები, კვლავ შემოერთებულიყვნენ ორდენთან.

კორუსანტის დაცემის შემდეგ კიპ დიურონმა მონაწილეობა მიიღო ხეიფსის დაცვაში ვონგებისაგან.
მალე მისი მოსწავლე, ჯეინა სოლო, კინაღამ ძალის ბნელ მხარეზე გადავიდა, მაგრამ კიპმა დაეხმარა მას ბნელი მხარისაგან არიდებულიყო. დიურონმა ჩათვალა, რომ ჯეინას გამძვინვარების მიზეზი კიპის აგრესიული ტაქტიკა იყო. ლეია ორგანა სოლომ კი გააფრთხილა კიპი, რომ თუ იგი კვლავ მიაყენებდა მის შვილს ტკივილს, ვონგები მისი ყველაზე პატარა პრობლემა იქნებოდა. ამის შემდეგ კიპ დიურონი ბევრად უფრო თავშეკავებული და წინდახედული გახდა, რითაც ჯედაებს შორის დიდი სახელი მოიხვეჭა. მას შემდეგ, რაც ახალი რესპუბლიკა რეორგანიზებულ იქნა გალაქტიკურ ალიანსში, ლუკ სკაიუოკერმა ჯედაების საბჭოს აღდგენა გადაწყვიტა, რომელშიც კიპ დიურონიც შევიდა. მან საბოლოოდ ისწავლა სხვა ჯედაებთან თანამშრომლობა, მიუხედავად პირადი უთანხმოებებისა. იუჟან’ტართან (ასე იწოდებოდა ვონგების მიერ დაპყრობილი კორუსანტი) უკანასკნელ ბრძოლაში, სადაც ვონგები საბოლოოდ დამარცხდნენ, კიპი ერთ-ერთი პილოტი გახლდათ, რომელიც ცოცხალ პლანეტა ზონამა სეკოტს იცავდა.
ორდენის დაშლა (ი.ბ.შ. 30-40 წწ.)ომის დასრულების შემდეგ ჯედაების ორდენში ცვლილებებმა მოიკიდა ფეხი. შიდა ბრძოლა და გალაქტიკური ალიანსი ორდენში უკმაყოფილების წყაროებად იქცა. განსაკუთრებით ნათლად განხეთქილება გამოვლინდა ოსტატთა საბჭოში, სადაც ჩამოყალიბდა ორი მხარე, რომლებსაც ორდენის დანიშნულებაზე სრულიად საწინააღმდეგო შეხედულებები ჰქონდათ. ერთ-ერთ მხარეს სათავეში ჩაუდგა კიპ დიურონი მარა ჯეიდ სკაიუოკერთან ერთად. ისინი და მათი მოკავშირეები მიიჩნევდნენ, რომ ჯედაებს არ უნდა აეღოთ საკუთარ თავზე გალაქტიკური ალიანსის დაცვა - მათ უნდა დაეცვათ მთელი გალაქტიკა, და არ ჩარეულიყვნენ ცალკეული სახელმწიფოს პოლიტიკურ ინტრიგებში, ძველი ორდენი ხომ სწორედ პოლიტიკამ დაღუპა. კიპისა და მარას ოპონენტები იყვნენ კორან ხორნი, კენტ ჰამნერი და მათ მიმდევრები, რომლებსაც სჯეროდათ, რომ ჯედაების ორდენი გალაქტიკურ ალიანსს ეკუთვნოდა და ჯედაების ყურადღება კონცენტრირებული უნდა ყოფილიყო ალიანსის დაცვასა და განვითარებაზე, თუნდაც იმიტომ, რომ გალაქტიკური ალიანსი აფინანსებდა ორდენს, ასევე მისთვის ახალი ტაძარი ააშენა. როდესაც ორდენის ყოფილი გრანდ ოსტატი ლუკ სკაიუოკერი ჯედაებისა და ალიანსისაგან პლანეტა ვოტებზე იქნა მოწყვეტილი, გალაქტიკური ალიანსის მეთაური კელ ომასი შეეცადა საბოლოოდ დაეშალა ჯედაების ორდენი, დანიშნა რა ჯედაების ლიდერად კორან ხორნი. კიპმა უარი განაცხადა ორდენის ახალი მეთაურის აღიარებაზე და განაცხადა, რომ ჯედაებს ლუკ სკაიუოკერი მიუძღვოდა და რომ მშვიდობა მანამდე არ დაისადგურებდა, სანამ ხელისუფლება ომასის ხელში იყო.
მეორე სამოქალაქო ომი (ი.ბ.შ.40 წწ.)„შესაძლოა დადგა დრო, მას ოსტატობა მივანიჭოთ; ჩვენ ყველამ ვიცით, რისი მაქნისია იგი“, - კიპ დიურონი ჯეისენ სოლოს შესახებ.
მეორე კორელიანური აჯანყების დროს კიპი ჯედაების ორდენის გავლენიანი წევრების რიცხვში არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ თანხმობა მისცა ლეიასა და ხანის შვილისათვის - ჯეისენ სოლოსათვის მისი ძალასთან დაკავშირებული ცოდნის გამო ოსტატის რანგის მინიჭებაზე. ჰეიპსთან აჯანყებულ კორელიანელებთან გალაქტიკური ალისნსის შებრძოლების შემდეგ კიპმა მონაწილეობა მიიღო ინციდენტის გამოძიებაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ლუკის ვაჟმა ბენმა და ჯედაიმ ზეკმა. კიპს მოუწია გამოძიების შეწყვეტა სკაიუოკერებთან საუბრის შემდეგ, რომლის დროსაც მან ასევე მათ შეატყობინა იმაზე, რომ თავად კელ ომასს სურდა ჯეისენის ჯედაი ოსტატად გახდომა. მალე კიპი ომასს შეხვდა და, მიუხედავად პირადი მოსაზრებისა, მხარი დაუჭირა ლუკ სკაიუოკერს, რომელიც ალიანსის მეთაურს უმტკიცებდა, რომ ჯედაებს თავიანთი პრობლემები დამოუკიდებლად უნდა გადაეჭრათ. მოგვიანებით დიურონმა დახმარება შესთავაზა მარა ჯეიდს ბნელ მბრძანებელ ლუმიაზე ნადირობაში, თუმცა უარი მიიღო. მარას ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ კიპმა ლუკს თავისი მხარდაჭერა შესთავაზა. როდესაც ჯედაებმა ბნელ მხარეზე გადასულ ჯეისენ სოლოსთან, ანუ დარტ კეიდუსთან ბრძოლა დაიწყეს, კიპი გვერდზე არ დარჩენილა. კუატისთვის ბრძოლის დროს იგი მეთაურობდა „ბნელი ხმლების“ ესკადრილიას.
კაშიიკთან ბრძოლის შემდეგ ლუკ სკაიუოკერმა დიურონს ჯეისენის მოშორების გეგმის ორგანიზაცია დაავალა. კიპ დიურონმა მონაწილეობა მიიღო ბალანსირის სადგურის განადგურებაშიც, ასევე დარტ კეიდუსთან პლანეტა შედუ მაადთან ფინალურ ბრძოლაში, რომელშიც სითი დამარცხდა.
სინათლის ხმლებიკიპ დიურონს, სულ ცოტა, სამი სინათლის ხმალი ჰქონდა. პირველი ხმალი წითელი ფერისა გახლდათ, მეორე - ლურჯი, ხოლო მესამე - ყვითელი.
ქალებიჯეინა: „თუ კოკპიტში ბზარის გამო ხასხასა ცეცხლით ავგიზგიზდები, ეს შენს სინდისზე იქნება.“
კიპი: „არ ინერვიულო. მე ვამჯობინებ ჩემი მეგობრები არ შევწვა, არამედ უმად მივირთვა. განსაკუთრებით, თუ ისინი ასეთი სიმპატურები არიან.“
ჯეინა: „ნეტავ, დიდხანს გადიოდი პრაქტიკას მლიქვნელობაში?“
, - ჯეინა და კიპი.იუჟან-ვონგებთან ომის დროს ჰან და ლეია სოლოების ქალიშვილი ჯეინა სოლო რაღაც დროით კიპ დიურონის მოსწავლე გახდა. თუმცა მათი ურთიერთობა სიყვარულში არ გადაზრდილა, ვინაიდან კიპმა თავისი საქციელით ჯეინას იმედები გაუცრუა. ხოლო როდესაც ჯეინა კინაღამ არ გადავიდა ძალის ბნელ მხარეს, ლეია სოლომ ურჩია კიპს, რომელიც ისედაც ამ ყველაფრის დამნაშავედ გრძნობდა თავს, ქალიშვილისაგან შორს დაეჭირა თავი.
Fear is the path to the Dark Side. Fear leads to anger, anger leads to hate, hate leads to suffering.