დღეს ვუყურე ფილმს როგორც იქნა და მერე ამ თემის ხუთივე გვერდი გადავიკითხე.
თქვენი კომენტარებიდან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ უმეტესობამ ფილმის დამთავრებიდან ხუთიოდე წუთში დაპოსტა.
ხუთიოდე წუთის კი არადა, მთელი საათის განმავლობაში მეც ზუსტად ეგეთი რეაქცია მქონდა - რა საყვარელია დინი და დამპალია სინდი.
მაგრამ სანამ კომპიუტერამდე მოვაღწიე, რამდენიმე საათიც გავიდა და ფილმიც უკეთესად გავაანალიზე.
ამ ფილმის ერთერთი გენიალურობა მე მგონი ისაა, რომ დინი თავისი უამრავი მინუსით უსაყვარლესად არის გამოსახული და სინდი, საკმაოდ კარგი ადამიანი - უსაზიზღრესად.
არადა, დინის უარყოფითობაც და სინდის სიმართლეც ფილმშია, ჰაერიდან არ მომიგონებია.
უბრალოდ დამალულია ისე, რომ მხოლოდ დაფიქრების შემდეგ შეიძლება დაინახო.
მაშ ასე:
1. დავიწყოთ შედარებით ნეიტრალურით, მაგრამ ცოლისთვის ძალიან მძიმედ ასატანით: არის არაამბიციური და იმ დროს, როდესაც სენდი სწავლობს და მუშაობს, რომ ექიმი გახდეს და წარმატებას მიაღწიოს, დინი მღებავის სამუშაოთი კმაყოფილდება
2. ეწევა ბავშვის ახლოს და სვამს საკმაოდ ხშირად (დილის 8 საათზე სმის გამო უფრო ვერ ელევა მგონი სამსახურს)
3. აღვიძებს სინდის, რომ ბავშვს საჭმელი გაუკეთოს, მიუხედავად იმისა, რომ სინდი თხოვს ადრეა და დამაცადეო. არადა, თურმე მშვენივრად ცოდნია თვითონაც საჭმლის გაკეთება (სინდის გაკეთებულს აკრიტიკებს).
4. ბავშვთან თამაშობს და სიგიჟემდე უყვარს, მაგრამ ეხმარება სინდის მოვლაში? არა. სახლის დალაგებაში ეხმარება? არა. საერთოდ რაში ეხმარება?
5. მიუხედავად იმისა, რომ სინდიმ თხოვა გამოძახებაზე ვარო, მაინც აიძულა და სასტუმროში წაიყვანა, სადაც ფაქტიურად ასევე აიძულა (დაანამუსა) სექსი ქონოდა.
6. სასტუმროში სიგარეტის მოწევა რომ აიძულა სინდის, ისე გავბრაზდი, მაგრად ჩარტყმა მომინდა.
7. თითქოს რბილია, მაგრამ ყველაფერზე წავა თავისი მიზნების მისაღწევად. თუ ვერ აღწევს კი აგრესიული ხდება რაც ან უდანაშაულო ექიმის ჩარტყმაში გამოიხატება და ხან კედლებზე მუშტების ბრაგუნში.
დინმა სიკეთე გაუკეთაო
სიკეთე კი არ გაუკეთა და უყვარდა სიგიჟემდე და იმიტომ შეირთო.
რითი იყო მისთვის ძნელი ამ გადაწყვეტილების მიღება?
სინდი ლამაზი იყო (ნუ, შეიძლება აქ ვინმეს არ მოსწონდეს, მაგრამ ამ ფილმში ლამაზის როლი ქონდა)
დინს უყვარდა
იყო ჭკვიანი
იყო მომავალი ექიმი და დიდი შანსებით დინზე ბევრად უფრო წარმატებული
გასაგებია, რომ ფეხმძიმედ იყო და შვილი დიდი ალბათობით მისი არ იყო (რაც სინდიმ პატიოსნად უთხრა, თუმცა ალბათ მოტყუებაც შეეძლო, დინი ასი წელი ვერ გაიგებდა)
მაგრამ ვინც თვლის, რომ ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ სინდის მთელი ცხოვრება ყვარებოდა.. სიყვარული რა არის არ ცოდნია

მოკლედ, ფილმი მომეწონა ძალიან