2 დღეა ეს თემა ვნახე და ამდენი ხანი ვფიქრობ
ჟანრი: მსუბუქი დრამა კომედიის ელემენტებით. ოღონდ action კომედია კი არა, როგორიც ვთქვათ ჯიმ ქერის მონაწილეობით ფილმებია. უფრო დიალოგებში, როა ხოლმე მსუბუქი და არადამძაბველი იუმორი, ეგეთი...
აი, ჯიმ ჯარმუშის "Night on earth"- ის და "Coffee and Cigarettes"-ის მაგვარი იუმორი. ერთი-ორი action "კომედიისებრი" სიტუაციაც იქნებოდა, სადაც მე ხიდან ვვარდები ან მთელი დღის მანძილზე ყველაფერი უკუღმა მიმდის და მაყურებელს არ ვეცოდები და უბრალოდ ეცინება
ანუ
რეჟისორი ჯიმ ჯარმუში გამომოვიდა მგონი
ა, ხო... კიდე მთელი ფილმის მანძილზე შეგრძნება იქნებოდა, რო რაღაც გარდამტეხი და მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს, მთავარ გმირს გამბედაობა ეყოს, რო რაღაც "ისეთი" გააკეთოს, მაგრამ არ არ გააკეთებდა და მოგიშლიდათ ნერვებს
ბოლოს მაყურებელი მიხვდებოდა, რო ამ ფილმში დეტალები უნდა დაამუღამო და ამითი ისიამოვნებდა.
მუსიკა ძალიან მრავალფეროვანი... მომენტებში Beatles, Metallica, Katie Melua, Michael Kamen, Paolo Nutini, Van Morrison და მოკლედ სრული ნაზავი ყველა ჟანრის... ნუ, რეპის გარდა...
ვინ ითამაშებდა ჩემ როლს ... ვინმე ისეთი მსახიობია საჭირო, ცოტა ბავშვურ გოგოებს რო თამაშობს, ცოოოოტა ბიჭურებსაც კი ოღონდ გარეგნობით ბიჭურებს კიარა, ხასიათით... და "პახოდკით"...
ნუ რავიცი, მეგ რაიანი, ოდრი ტატუ, ნატალი პორტმანი, უაინონა რაიდერი... კიდე სანდრა ბალოკია ეგეთი, მარა არ მევასება, ჩემი ფილმი ღრმაა და სანდრას ადგილი მასში არ არის!
I think that's it...
This post has been edited by skom on 23 Jan 2011, 15:01