რატო აძაგებთ ამ ფილმს ჩემამდე არ დადის, ბოლოს გადაღებული ფილმებიდან ყველაზე მეტად ეს მომეწონა : ) ნამდვილი მისტიკაა რომლის მსგავსი ჯერ საქართველოში არ გადაღებულა და ფსიქოლოგიური ფილმია, მთელი ფილმის განმავლობაში დაძაბული ვუყურებდი, მოკლედ ძალიან მაგრად მომეწონა ეს ფილმი და რატომ,
ეს გინებები და ძველ ბიჭობები არაფერ შუაშია ყოველ წამს ხდება მსგავსი რამე ყოველი მეორე იგინება ასე რომ გასაკვირი არაფერია. ფილმი კიდე გადაღებულია თვითგადარჩენის პონტში (ფილმი ყოველთვის ალოგიკურია) თორემ სულაც არ გაუჭირდებოდათ, დალხენილად იცხოვრებდნენ 3–4 წლის განმავლობაში ჭკუა რო ეხმარათ

მთავარი კიდე ისაა რომ ამ სანდროს გარდა (რომლის თამაშიც დაიწუნეს) მე ძალიან მომეწონა, ყველაზე უანრუი თავიდან ეგ ბიჭი იყო მაგრამ თავი არ დაკარგა და არ შეეგუა იმას რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება მანდ მოუწევდა ცხოვრება, ამიტომ ახალს ეძებდა და მიაგნო კიდევაც

კიდე წავიკითხე ვიღაცამ იკითხა ვინ გადარჩაო, ეს ბიჭი იყო რომელმაც ბოლოს თავი მოაკვლევინა, ანუ ავარიაში მოყვა ყველა მაგრამ ეს ბიჭი გადარჩა, კომაში იყო და ეს ყველაფერი მაგის სიზმარი იყო თ რეალობა მაგაზე თქვენ იფიქრეთ : )
და კიდევ ერთის დამატება მინდა, შერცხვა ამათი ძმაკაცობა =) ეგეთი ძმაკაცობა რა ვთქვი ერთმანეთს პირველივე გასაჭირში იარაღის დამიზნებას რო დაუწყებ მარა რა ქნან, მაგათ უკვე ჭკუა აღარ მოეთხოვებოდათ...