ამ წელს ისე ვერ გადავაგორებდი რომ ამ თემაში ჩემი ერთი პოსტი მაინც რომ არ დამეწერა . ხოდა დავწერ
ყოველთვის როცა ბრანდოზე ჩამოვარდებოდა საუბარი ხალხს მხოლოდ ის ეკერა პირზე რომ ნათლიაში თურმე რა მაგარი ყოფილა . ნანახი მაქვს მეც ეს ფილმი მაგრამ ვერასოდეს ვერ ვიმსჯელებ მსახიობზე როცა მისი მხოლოდ ერთი ნამუშევარი მაქვს ნანი მიუხედავად იმისა რომ ეს მსახიობი არც მეტი არც ნაკლები კინემატოგრაფიის ლეგენდა მარლონ ბრანდოა.
დავიწყე ,,ტრამვაი სურვილით” -- ამ ფილმის რაღაც ნაწყვეტები ადრე მქონდა ნანხი და მარტო ვივენ ლი მქონდა დაფიქსირებული . ახლა ვხვდები რატომ იყო პოპულარული ეს ფილმი თავის დროს . ბრანდოს გმირი რაღაც ურთიერთ საწინააღრმდეგო გრძნობებს იწვევს , მაგრმა ბოლოში მაინც ჩამოვყალიბდი რომ გაუთლელი ხეპრე და ცხოველი იყო . მეტი რა მეთქმის მართლაც შესანიშნავი ხორცშესხმა იყო .
შემდეგ ვნახე ,,მამაკაცები''__ ერთ-ერთი პირველი ფილმი მისი მონაწილეობით და ერთ-ერთი უსუსტესი ნამუშევარი . ნუ იმიას ვერ ვიტყვი რომ ამ როლისთვის კიდევ რამის გაკეთება შეეძლო ან სათანადოდ არ იშრომაო, უბრალოდ არ იყო ფილმი საინტერესო ასე მეგონა სახელმწიფომს დაკვეთით გადაღებულ ფილმს ვუყურებდი და ეგრეც იქნებოდა ....
,,ველური'' _ ამ ფილმმა და თვითონ ბრანდოს გმირმა ჯეიმს დინი მომაგონა, სადღაც წავიკითხე რომ დინის სიკვდილის შემდეგ ბრანოდმ ჩაანაცვლა იგი როგორც ახალგაზრდობის და მემბოხე სულის მქონე გმირის კოლორიტმა . ფილმიც მომწონა საკამოდ დიანმიური რამ იყო .
,,პორტში''- ვისიამოვნე ამ ფილმში ამ ადამიანით საკმაოდ კარგი და დამაჯერებელი სახე შექმნა, და მანქანის სცენა უძლიერესი იყო , ძალიან მომეწონა. თუმცა ფიანლი ცოტა სხვაგვარი რომ ჰქონოდა უფრო დავაფასებდი ამ სურათს .
The Fugitive Kind- ეს ფილმი რომ მომეწონა და თვითონ ბრანდოს და ანა მანიანის ტანდემზე მე სიამოვნება მივიღე ..... იდილურები იყვნენ ყველა კადრში ყველა სცენაში ყველა დიალოგში . აღმოჩენა იყო ჩემთვის ეს ფილმი
იმდენად დიანამიური სცენა რომ გავგიჟდი. რამდენჯერაც არ უნდა ვნახო მაინც აღტაცებაში მოვდივარ слишком идеально!!! ასეც არ შეიძლება
გადმოწერილი მაქვ კიდევ რამდენიმე ფილმი და იმათაც აუცილებლად ვნახავ მაგრამ არა მგონია კიდევ რამე იყოს იმაზე ძლიერი რაც უკვე ვნახე : ))
This post has been edited by samiii on 28 Dec 2011, 16:21
«… Медвежонок все говорил и говорил, а Ежик молчал и думал о Лошади: как она там, в тумане…»
mesmerizing..☂
How could this happen to me But even worse, how could this happen to you .
You've bewitched me body and soul.
-Mr. Darcy(: