Only God Forgives ვნახე. თავს ვარიდებდი imdb 5.7-ის და კრიტიკოსების დაბალი შეფასების გამო. ალბათ იმის გამოა დაბალი რეიტინგი რომ რაიან გოსლინგისგან დადებითი რომანტიული პერსონაჟის განსახიერებას მოელოდნენ (მოლოდინი არ გაუმართლდათ). როდის იყო ასეთი რანგის მსახიობები ანტიპათიის გამომწვევ როლებზე თანხმდებოდნენ? ავიღოთ სკორსეზეს ან ნებისმიერი სხვის კრიმინალური ფილმები, მთავარი პერსონაჟები შეიძლება დამნაშავეები არიან, მაგრამ ფილმებში ყოველთვის დადებითად გვიხატავენ, სიმპათიებით განგვაწყობენ, რომანტიულად წარმოაჩენენ. რეფნმა კი გოსლინგის მთავარი გმირი დასირებულ ნაბოზრად (პირდაპირი მნიშვნელობით) დაგვიხატა, მთელი თავისი ოჯახიანად. ანუ ის წარმოაჩინა რაც კრიმინალები სინამდვილეში არიან. ვინაიდან Valhalla Rising და რეფნის სხვა ნამუშევრები ნანახი მაქვს, ვიცი როგორ ჩუმ და ნელ, განსხვავებული ესთეტიკის კაცურ სცენებს დგამს ხოლმე და ფილმის დასაწყისშივე მივხვდი რომ ამჯერადაც რაღაც ნაბიჭვრობას ქონდა ადგილი და რომ რაიანი (სხვებთან ერთად) დედა#####ული არაკაცის როლს ანსახიერებდა. შესაბამისად, მთელი ფილმი სიმპატიების სტანდარტული მისამართით გაჩენას არ ველოდე, რაც თავიდანვე გამიჩნდა ტაილანდელი პოლიციელის მიმართ. სპოილერებით ვაგრძელებ. წითელი ილუზიური კედლები, თითქოს სიბნელეში ცალხელგაწვდილი შედის და გვერდიდან ვიღაცის აწვდილ ხმალს ხედავს. დანაშაულის ადგილისკენ სხვა ქუჩიდან მომავალი გამართული ტაილანდელი და ჯერ ერთისთვის, მერე მეორისთვის პასუხისგება. მერე სახლში ხმლით ნელნელა წინსვლის და ვარჯიშის სცენა, თითქოს ხო არაფერი, მაგრამ რა მაგრად მიმიზიდა, martial arts ჟანრის ფილმებიდანაც კი არ მახსოვს ეგეთი ეფექტური კადრები. ჯულიანი (რაიანის გმირი) მკვლელს რომ დაადგება, მოუსმენს და გაუშვებს. მერე ტაილანდელი ვიღაცებს რომ მოკლავს და საღამოს პოლიციელების პატარა კონცერტი, თვალები სინათლეს ირეკლავენ, სავარაუდოდ აცრემლიანებულია (მოკვლა მოუწია) და მღერის, იმას აკეთებს რასაც მისგან მოელიან, კაცმა არ უნდა შეიმჩნიოს როცა რაღაცაზე წუხს. ჯულიანის და პარტნიორი გოგოს დედამისთან შეხვედრა, ამ გოგოსგან დრაივისებური უტყვი პასუხები. ტაილანდელის სახლის სცენა და ჯულიანი ხმალს რომ წამოიღებს, დედამისთან მივა (რომელიც არ იცოდა უკვე თუ მოკლეს) და საშოს გაუჭრის - ჯობდა არცერთი ძმა არ დაბადებულიყო და არც დედამისს ეცოცხლა. ბოლოს პოლიციელს ორივე ხელს გაუწვდის, მაგრამ ფილმის საწყისი ილუზიური წარმოსახვიდან გვახსოვს რომ მხოლოდ ერთ ხელს კარგავს. და მერე ისევ პოლიციელების პატარა კონცერტი და სიმღერა, მაგრამ მანდ თვალები შუქს უკვე აღარ ირეკლავენ, ალბათ ძიძის მკვლელობა კიდევ მეტად ტკივა და შესაბამისად უფრო მეტად ცდილობს რომ გამაგრდეს.

საბოლოო ჯამში ყოველ კადრს და მომენტს ძალიან დიდი ინტერესით ვუყურებდი და ფილმი მომეწონა.
ალბათ ბრონსონი ამას ათჯერ მირჩევნია (და ეს გუშინ რომ ვნახე, ჯერ კიდევ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ), მაგრამ დამთავრებისთანავე გამიჩნდა სურვილი რომ ახლიდან მენახა, რაც ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე.
* * *
"Originally, the elevator scene was more conventional. They were going to meet in an elevator, a hitman was going to step out, they were going to meet Irene [Carey Mulligan's character], go down to the parking lot. And the hitman was going to come in and shoot at her, and then Driver was going to push her away to safety. We tried it out on location, and it was so boring. My editor, Matt Newman, suggested that we change locations.
I asked, "Well, what can we do?"
He said, "Well, remember there's that [Takeshi Kitano] movie with the shoot-out in the elevator. What about finding a space for that? Then in a way, he can kiss her before smashing the guy's head in." And I shot that slow motion while the light in the elevator dims. Is the kiss that they had real, or just a fantasy in his head? It was also for him to separate himself from her. So it's ultimate love, in a way. The American producers just didn't understand the light-cue thing."Why would the lights dim?!" "Well, it's poetic, and the camera moves in..."
But anyway. The line producer came down and saw what we were doing. He thought there was something wrong with the electricity. I had to explain what poetry meant in Europe."
-------------------------
ეს იცით? Sólstafir ისლანდიური მეტალია, ძალიან მაგარი ჯგუფი. ვიდეოსთან ერთად კიდევ უფრო მაგრად მიდის.