ikake
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 240
წევრი No.: 122903
რეგისტრ.: 24-October 10
|
#24868100 · 8 Apr 2011, 19:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
LionDark ფილმი არის ძალიან ღრმა და ფილოსოფიური, გარდა შურისძიებისა, ჩან-ვუკ პარკი უამრავ საჭირბოროტო თემას ეხება და ამიტომ ამ ფილმის მხოლოდ ჩემთვის ყველაზე საყვარელ მომენტებს განვიხილავ.. აზრზე მოსვლის შემდეგ, ოდესუ საკუთარ თავს მისთვის უცნობ კომფორტულ ოთახში აღმოაჩენს, მალე ის ხვდება, რომ გამოკეტეს ამ ოთახში… მისთვის ყოველდღე მიჰქონდათ ერთი და იგივე საჭმელი, შემწვარი პილმენი… აჭმევდნენ, ასმევდნენ, კომფორტში აცხოვრებდნენ, მაგრამ ისე რომ ოდესუ ვერც მათ სახეებს ხედავდა და ვერც იმას იგებდა თუ ვინ და რატომ მოიტაცა
რას გააკეთებდი შენ მის ადგილას?
ფილმში უამრავი ადგილია, სადაც ისმის საოცრად ღრმა შინაარსის მომცველი რიტორიკული კითხვები. მაგალითად, როცა ოდესუს გამოკეტავენ ოთახში და ის გაიაზრებს, რომ თავს ვერაფრით აღწევს ოთახის კედლებს, მას მხოლოდ ორად ორი კითხვა აწუხებს რატომ და როდემდე?!
ის ეხვეწება, უყვირის, ეჩხუბება იმ ადამიანებს, ვინც მას საჭმელს აწვდის კარის მეორე მხრიდან, მას აინტერესებს თუ როდემდე, როდემდე გამოკეტეს ის ასე, გალიაში, ცხოველივით?!?!?!?!?!?!?!?!?!? და ამ დროს ისმის პირველი რიტორიკული შეკითხვა ფილმში: “-რომ ყოფილიყვნენ გულწრფელნი და ეპასუხათ, რომ 15 წლით გამომკეტეს, ვიგრძნობდი კი რაიმე შვებას?!”
ამ კითხვის შემდეგ კი, ჩემი უსაყვარლესი წინადადება იჟღერებს ფილმში: “გაიღიმე და მთელი სამყარო გაიღიმებს შენთან ერთად… ტირილისას კი შენ იქნები მარტო…” (smile and the world smiles with you, weep and you weep alone.)
მას შემდეგ, რაც ცოტა დაწყნარდება, ოდესუ უბრუნდება მეორე კითხვას: რატომ?! ის ძალას მოიკრებს და ცდილობს გაიხსენოს ნებისმიერი, ვიმეორებ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც კი ოდესმე რამე აწყენინა… ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი, მაგრამ ცოტა ხნით დაფიქრით თუ რა რთულია ამის გაკეთება, გაიხსენო ყველა ადამიანი, ვისაც კი რამე შეიძლება შენგან წყენოდა… ოდესუმ დაიწო თავისი დღიურის წერა, სადაც იგი მხოლოდ თავის ცოდვებს აღწერდა: “მიუხედავად იმისა, რომ მე უზრუნველად ვიცხოვრე, მაინც ხშირად ვცოდავდი…” მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, ის მაინც ვერ მივიდა საბოლოო დასკვნამდე თუ ვის შეიძლებოდა, რომ გამოემწყვდია…
ექვსი წლის შემდეგ, ოდესუმ დაიწყო დროის ათვლა და კედლის ნგრევა, რკინის ჯოხების საშუალებით… ყოველ წელზე, ის თითო ხაზს ისვირინგებდა ხელზე, თუმცა თავიდან ექვსის ერთბაშად ამოსვირინგება მოუწია: “რაც უფრო გრძელია ჩემი ტატუირება, მით უფრო მოკლეა ჯოხები… რაც უფრო მოკლეა ჯოხები, მით უფრო მსხვილია ნახვრეტი კედელში… ნებისმიერ შემთხვევაში, დროს თავისი სვლა აქვს…” აი ამ მომენტში კი კიდევ ერთხელ ავლენს თავის გენიალურობას ფილმის რეჟისორი… ეკრანი ორ ნაწილად იყოფა, საოცარი მუსიკის ფონზე და მარცხნივ ჩანს ოდესუ, რომელიც ებრძვის ოთხი კედლიდან ერთ-ერთს, ხოლო მარცხნივ დანარჩენი სამყარო, მუსიკის ფონზე კი მიდის დროის ათვლა… 15 წლის ათვლა…
9 წელი დასჭირდა იმისათვის, რომ ბოლოში გასულიყო, 9 წელი: “ერთ თვეში მე აქედან გავალ, ერთ თვეში მე თავისუფალი ვიქნები… მე გავაღწევ, მე გავაღწევ აქედან, ერთ თვეში გავაღწევ!!! ერთ თვეში, მხოლოდ და მხოლოდ ერთ თვეში… აქედან გასულს, ფული დამჭირდება, სად მოვახერხებ მის შოვნას?! მოვიპარო თუ გავძარცვო ვინმე?! რა შევჭამო პირველად?! ნებისმიერი რამ, გარდა შემწვარი პილმენისა!!! სად ვარ ნეტა?! ავტომობილების ხმაურის მიხედვით, ეს ქალაქია… საინტერესოა, ნეტა რომელ სართულზე ვარ?!?!?! იქნებ მე გავანგრიო ბოლოს და ბოლოს ეს კედელი და აღმოჩნდეს რომ 52-ე სართულზე ვიყავი?! დაე ნაწილებად დავასკდე ასვალტს, მე მაინც გავალ აქედან, მაინც გავალ!!!”
მთელს ამ ციტატაში, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ბოლო წინადადებაა!!! ლტოლვა თავისუფლებისადმი, რომელიც ყველა ადამიანში დევს და რომელიც ასე ძვირფასია ჩვენთვის… ამ თემაზე მრავალი დაწერილა და თქმულა, თუმცა ოლდბოიში ეს თემა მაინც ძალიან ორიგინალურადაა წამოჭრილი…
როგორც უკვე აღვნიშნე, მე ვერ გავყვები მთელ ფილმს, რადგან ზღვა მასალაა, მაგრამ არის ფილმში კიდევ ორი მომენტი, რომელსაც ნამდვილად ვერ ავუვლი გვერდს!!!
პირველი მათგანში ვგულისხმობ მომენტს, როცა ოდესუ შეხვდება მას ვინც 15 წლით გამოკეტა… საოცარი სცენაა!!! მიუხედავად იმისა, რომ მის გამტაცებელს საოცრად დახელოვნებული მცველი ჰყავს, ის აუკრძალავს მას ჩარევას როცა ოდესუ მის მოსაკლავად გაიწევს… ზოგჯერ მართლაც, რომ ხერხი SJOBS ღონეს… როდესაც ოდესუ ჩაქუჩით მიიწევს მისკენ, გამტაცებელი მას რამოდენიმე წინადადებას ეუბნება: “შენ მე ვერ მაწამებ, რადგან მე სუსტი გული მაქვს (აჩვენებს ნაკერებს), იცი რა ვთხოვე ექიმს?! დოქტორ ჰოპკინს, მომეცით მე პულტი, რომლითაც მის შეჩერებას შევძლებ… რატოოომ?! იმიტომ, რომ ნებისმიერ დროს შემეძლოს თავის მოკვლა… მე შენ კიდევ მოგცემ ასი ათას დოლარს… (იცინის…) და რა გინდა შენ?! გინდა, რომ ახლავე მომკლა?!მაშინ ხომ ვერასდროს გაიგებ თუ რისთვის გამოგკეტე?! გინდა რომ მაწამო დესუ?! მე ხომ გითხარი, რომ მანამდე მოვიკლავ თავს და ამის საშუალებას არ მოგცემ!!! შენ გწადია შურისძიება თუ გინდა გაიგო მიზეზი?! მე ყურადღებით გაკვირდებოდი მთელი ამ დროის განმავლობაში… 15 წელი, 15 წელი მე არ მომიწყენია შენი დამსახურებით… კარგი შურისძიებაზე უკეთესი წამალი არ არსებობს ჭრილობებისთვის!!! თუ არ გჯერა, თვითონ სცადე… 15 დაკარგული წელიწადი… ოჯახის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი… ნუთუ შესაძლებელია ამის დავიწყება?! განვმეორდები: შურისძიება სასიკეთოა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ რა მერე?! როცა შენ განახორციელებ საკუთარ ოცნებას?! და ტკივილი…. ტკივილი კი კვლავ დაბრუნდება…”
შეძლებდით კი თქვენ მის მოკვლას, ოდესუს ადგილზე?!
და ბოლოს, ჩემთვის ყველაზე საყვარელი მომენტი… რატომ გამოკეტეს ოდესუ 15 წლით და როგორ იძია შური მისმა გამტაცებელმა?!
ოდესუს გამტაცებელს და მის დას უყვარდათ ერთმანეთი და ეს სიყვარული მეტი იყო, ვიდრე და-ძმური ურთიერთობა… ისინი მალავდნენ ამას, მაგრამ ერთად იყვნენ… ერთ დღესაც, ოდესუმ შემთხვევით მოკრა თვალი მათ ცელქობას და გაავრცელა ხმა, რომ მისი კლასელი გოგო, თავის ძმისგან იყო ორსულად… გამტაცებელი ეუბნება ოდესუს: “ამ ჭორებმა იმდენად იმოქმედა ჩემს დაზე, რომ ის მართლა დაფეხმძიმდა, მაგრამ ამაში მხოლოდ შენი გრძელი ენის წვლილი იყო და არა ჩემი …. ბედის ირონიაა არა?! რას იტყვი?
ძალიან არაორდინალური სიტუაცია და მაგალითია, მაგრამ რა შეიძლება დავასკვნათ აქედან?! ჩემი აზრით, ჩან-ვუკ პარკი, ამ დიალოგში რწმენის უზენაესობაზე მიგვითითებს… ანუ იმაზე, რომ თუ ადამიანმა ირწმუნა, თუნდაც შეუძლებელი, ის ახდება… გამტაცებლის დამ ირწმუნა რომ ის ფეხმძიმედ იყო და სწორედ, მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ დაორსულდა… ამაზე ფილმში მკაფიოდაა ყურადღება გამახვილებული და არ ღირს ამ დეტალის უბრალოდ “გატარება”…
|