ვარსკვლავური ომების ფანებო, რამდენიმე დღის გაუჩინარების შემდეგ კვლავ დავბრუნდი.

გაუჩინარებას, ცხადია, გარკვეული და მნიშვნელოვანი მიზეზები ჰქონდა და ამიერიდან დღის განმავლობაში, სამწუხაროდ, თითქმის ვეღარ შემოვალ ხოლმე თემაში.

საღამოობით უფრო აქტიური ვიქნები, თუმცა მაინც ისე ვეღარ, როგორც ადრე.

ახლა რაც შეეხება ჩვენს "პახოდს". მარშრუტთან დაკავშირებით კიდევ ველოდები პასუხს, თუმცა ეს უკვე ნაკლებად სანერვიულოა, რადგან თვის ბოლომდე მაინც არ ვაპირებთ წასვლას და ოდნავ მოგვიანებითაც რომ გავიგო ზუსტი პასუხი, არაფერს გვაწყენს ეს.

ამას გარდა, ვეთანხმები
lycan-ს იმაში, რომ საჭიროა შეხვედრა, რათა მენიუსთან დაკავშირებული და სხვა დეტალები დავაზუსტოთ.

ამოვარჩიოთ რომელიმე შაბათი ან კვირა, შევხვდეთ, ყველაფერი ჩამოვწეროთ, ჩამოვყალიბდეთ და მთლად მშვიდად ვიქნებით.

კიდევ ერთი. "სპალნიკებზე" და "პარალონებზე" წავიკითხე თქვენი პოსტები. მათი შეძენა შესაძლებელია წერეთელზე, დინამოდან რომ აუყვებით, მარჯვენა მხარეს არის ბევრი "ძონძების" მაღაზია, და მანდ იყიდება "სპალნიკებიც" და "პარალონებიც" იაფად. სწორედ მანდ შევიძინე თავის დროზე "სპალნიკი". ასე რომ, ვისაც საყიდელი გაქვთ, იქ მიდით და იყიდეთ. თვის ბოლოს ქლუნჩხის უნდა წავყვე მანდ, რადგან საყიდელი აქვს, და თუ კიდევ ვინმეს ენდომება, შეუძლია შემოგვიერთდეს.

ისე, მე პირადად "პარალონი" არა მაქვს, არ მიყიდია მაშინ და, მართალი რომ გითხრათ, რამდენ "პახოდშიც" არ ვყოფილვარ, არც ერთხელ არ დამჭირვებია და არც მიგრძვნია მისი უქონლობა.

მაგრამ ვისაც სჭირდება, ცხადია, შეიძინოს.
კიდევ თუ რაიმე შეკითხვებია, ჩამოწერეთ შეხვედრამდე და, შეძლებისდაგვარად, მოვაგვაროთ.
tamuna_mpt

მეც არ გამიკვირდა, ვარსკვლავური ომების ბოროტი არსებები რაში დააინტერესა-თქო.

This post has been edited by Drakula on 10 Apr 2011, 21:13
Fear is the path to the Dark Side. Fear leads to anger, anger leads to hate, hate leads to suffering.