ძალიან ლამაზი იყო და ძალიან სევდიანი, მაგრამ მომიტევეთ და გაწელილი იყო ნამეტნავად... ყველა იმ იდეის გადმოცემა რაც მასში იყო, თავის საინტერესო/სახალისო/გულისამაჩუყებელ მომენტებიანად ვფიქრობ გაცილებით კომპაქტურად შეიძლებოდა, იყო ბევრი მომენტი რაც მდოოორედ მიდიოდა, არ ჭირდებოდა რა ამის გადმოცემას საათი და 16 წუთი, მომეჩვენა, რომ რეჟისორი ზედმეტ სენტიმენტალიზმში გადავარდა... არ ვიცი შეიძლება უბრალოდ მე მაქვს რაღაც სხვანაირი მიდგომა, მაგრამ რომ ვუკვირდები მოკლემეტრაჟიანი ანიმაციები გაცილებით მეტად მომწონს, შეიძლება იმიტომ რომ რაც უფრო დიდხანს გრძელდება რაღაც სიუჟეტი, მით უფრო მინელდება შთაბეჭდილებები და ემოციები...
და სიმართლე გითხრათ ეხლა თემა რომ გადავიკითხე, ძალიან გამაკვირვა მოსაზრებამ იმის შესახებ, რომ თურმე რაღაც რომანტიულიც იყო ილუზიონისტის და იმ გოგონას ურთიერთობაში

არ ვიცი ვინმეს საერთოდ რატომ უნდა დაბადებოდა თავში მსგავსი რამ, აბსოლუტურად არცერთი მინიშნება არ ყოფილა მულტში ამაზე, და რაღაც ძალიან გაბანალურებად და არასწორად მიმაჩნია ასეთი რამის "დაბრალება" სიუჟეტზე.. აქ იყო სუფთად იმ ადამიანურ მომენტზე ყველაფერი აგებული, თუ როგორ აღარ აინტერესებდა ილუზიონისტი არავის, ჯერ მის მაყურებელს, და შემდეგ მასზე თავიდან ასე აღფრთოვანებულ გოგონას... აქ გოგო იქნებოდა, ბიჭი თუ ძაღლი - არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, იდეა იქნებოდა ერთი და დარწმუნებული ვარ, რომ რეჟისორს ამ შემთხვევაში მეტი არაფრის თქმა არ სურდა.
ხოლო სიტყვები "ჯადოქრები არ არსებობენო" მე ვფიქრობ არის იმედგაცრუებული ადამიანის თავისთავისადმი მიმართული სიტყვები, რომელიც აღმოაჩნეს, რომ ის, რასაც მთელი სიცოცხლე დაუთმო და რაც ყველაზე მეტად უყვარდა (ზუსტადაც, რომ უყვარდა და ამას არ აკეთებდა ფულისთვის ან სხვის გასართობად) სინამდვილეში სრული არარაობა აღმოჩნდა, რომელიც გროშადაც არ ჭირდებოდა არავის. ეს იყო ზუსტი ანალოგი სიყვარულში იმედგაცრუებული ადამიანის სიტყვებისა: "სიყვარული არ არსებობს".
მომიტევეთ ამოდენა პოსტი
Keep things at arm's length. If you let anything come too near, you want to hold on to it. And there is nothing a man can hold on to.