ბევრი რამ ბუნდოვანი და ამოუხსენლია. მე ჩემს შეხედულებას გამოვთქვამ.
ფილმში რეალობასთან ერთად პარალელურად მისტიური განზამილებაა.
რეალობაა მიტოვებული და წლების წინ დამწვარი ქალაქი. (რომელშიც იმყოფებიან საძებნელად წასული ქმარი და პოლიციელი კაცი)
მისტიური განზომილებაა მონსტრები, ბინდი. (დედა შვილი, პოლიციელი ქალი, სექტის წევრები ა.შ.)
ეს ფილმი დიდი ხნის წინ ვნახე, და ზუსტად არ მახსოვს.
ქალმა რომელმაც უკანონოდ გააჩინა ბავშვი სახელად ალესა, გამოიწვია რელიგიური სექტის აღშფოთება, რის გამოც ის შერაცხეს ეშმაკისეულ და ცოდვილ ადამიანად. ამის გამო მათ ცუდი თვალით უყურებდნენ და ავიწროვებდნენ. სექტის ლიდერმა ქალმა დედა მოატყუა და უთხრა, რომ მის შვილს განწმენდდნენ ცოდვილი სულისგან, დედაც გულუბრყვილოდ დათანხმდა, მაგრამ ის ვერ წარმოიდგენდა რომ შვილის "განწმენდას" მისი ცოცხლად დაწვით აპირებდნენ. მოხდა ისე რომ ამ ბავშვმა მიიღო ძლიერი დამწვრობა თუმცა სიკვდილს გადაურჩა და სამუდამოდ მიეჯაჭვა ლოგინს. ამის გამო ბოროტდება ალესა, იკრებს ზებუნებრივ ძალას და ფილმში ჩანს როგორ გაანადგურებს ყველაფერს და ფერფლად აქცევს. ეს მისტიური განზომილება თავისი მონსტრებით ალესას შექმნილი სამყაროა სადაც ის სჯის ამ ხალხს თავიანთი ჩადენილი საქციელის გამო......
ვინ არის შერონი?აქ ცოტა გაუგებარია, რეალურად ვინ არის ის სინამდვილეში.
რამოდენიმე ბვარიანტია:
1) შესაძლებელია ის არის ალესას და სკოლის კარისკაცის შვილი, რომელიც ავიწროვებდა ალესას (და ასევე ეს კარისკაცი არის ერთერთი მონსტრი აბაზანაში როცა როუსი სკოლაში იმყოფება). მაგრამ ეს ვარიანტი ირიცხება ვინაიდან ალესა მაშინ პატარა იყო და დაორსულების შანსი თითქმის არ არის. მაგრამ რატომღაც ეს ეჭვი დამებადა ერთერთ ეპიზოდში.
2) და მეორე. შერონი არის უბრალოდ ალესას ერთერთი მხარე, მისი კეთილი მხარე. განსხეულებასავით.
თუმცა რანაირად და როგორ განსხეულდა, არვიცით არ ჩანს ფილმში.
.... გაშვილებული შერონი იშვილა როუსმა, ის ავად არის მთვარეულია ხშირად ახსენებს საილენთ ჰილს. შეწუხებულ დედას ბავშვი მიყავს საილენთ ჰილში იმის იმედით რომ იქნებ რაიმე უშველოს. შერონის ბოდვები და საშინელი სიზმრები სწორედ რომ გამოწვეულია ალესას მაშინდელი საშინელი მდგომარეობით, როდესაც სასიკვდილოდ გაიმეტეს. ის იმყოფება იმ ასაკში რადროსაც მაშინ ალესა.
ამის მერე ვხედავთ, როუსის თავგადასავლებს, სექტის ლიდერი რომელიც ეშმაკისეულად მოიხსენიებს როუსის, გადაწყვეტს მოკლას დედა შვილი, და დაწვას ცეცხლში, მაგრამ მოხდება ისე რომ ალესა აბობოქრდება და ამოხოცავს ყველას ვინც ეკლესიაშია შეკრებილი. შურს იძიებს. როუსის, შერონისა და დედამისის გარდა.
ალესას დედას გაუკვირდება და კითხავს როუსის, მე რატომ არ მომკლაო. როუსი პასუხობსშენ დედა ხარ და mother is god in the eyes of a child.
დასასრულს ვხედავთ როგორ ბრუნდებიან დედა შვილი სახლში, მაგრამ ჩანს რომ ისინი იმავე ნისლიან განზომილებაში არიან. დასასრული ალბათ ორ აზროვანია. ერთი რეალურად დაიხოცნენ ავტოკატასტროფის დროს (ან სხვა მომენტში) და მეორე ისინი ცოცხლები არიან მაგრამ ჩარჩენილები ისევ იმ განზომილებაში. ვფიქრობ ფილმის მეორე ნაწილში მაინც გაეცემა ბევრ კითხვას პასუხი.
ალესას დედა

თვითონ ალესა

არ მეძინებოდა და..
რადის დაიდება მეორე ნაწილი კარგი ხარისხით ?