#60801327 · 27 Oct 2023, 12:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მშპს_მივხედოთ მოკლედ, კარგი ფილმები აქვთ ნამდვილად. მაგრამ ჩემთან 12 ევრო ღირს ერთი თვე. თუმცა ღირს რა, ერთი წიგნი მიჯდება ამდენი, ასევე აუდიბლის მემბერშიფი. მაგრამ ნეტფლიქსებზე და ჰბო-ზე ძვირია. 7 დღიანი თრიალი აქვთ და ვცდი. მადლობა რჩევისთვის.
J.R.R.Tolkien ჯოკერი ეხლა იმდენად კარგად აღარ მახსოვს, 3-4 წლის წინ ვუყურე, მაგრამ იმიტომ არ დამევასა რომ ძალიან ხელოვნურად იყო გარემო შეთითხნილი ნიჰილიზმის ქადაგების მიზნით. ტაქსის მძღოლი კინოს ისტორიაში ერთ ერთი ყველაზე ძლიერი კვლევაა მარტოსული სოციოპატის მოტივაციის, მის ტვინში შედიხარ, მას თანაუგრძნობ და მისი თანამზრახველი ხდები როგორც მაყურებელი, და ნიუ იორკასც ისე ხედავ როგორც ტრევის ბიკლი. ჯოკერი კიდევ მსგავს ფსიქოლოგიურ გადახრას ხელოვნურად ტენის კომიკური სუპრევილენის ბექსტორიში და ცდილობს რომ სამყარო წარმოადგინოს ანარქიულ, ბნელ და სასტიკ ადგილად: უნაყოფო ნიადიაგი სადაც ცინიკური ნიჰილიზმის გარდა სხვა გრძნობის აღმოცენება შეუძლებელია. თან ეგ ბექსტორი აბსოლიტურად ალოგიკურია და დაუჯერებელი. ჯოკერი, რომელიც არის გოთემის კრიმინალური სამყაროს მასტერმაინდი, კრიმინალური გენია - მორიარტი სახეზე პუდრათი, იყო 40 წლის პათეტიკური იდიოტი რომელსაც დედის გარდა არავისთან ქონდა ადამიანური კონტაქტი. კაი, მიამიტი პათეტიკური ლუზერი როცა ხვდება რომ სამყარო სასტიკია ვიდრე თავად გონია, და თან ამის მიხვედრას კაი 40 წელი დასჭირდა, ხდება ცინიკურ მკვლელი. მერე რა? დაუჯერებლად უცებ ლუზერების, დავიწყებული ხალხის და ინცელების მეფედ იქცევა, მასობრივი სიბრაზის რუპორად. არ იუ ქიდინ?
|