
პირველ რიგში მინდა მადლობა მოუხადო
LionDark-ს იმისთვის რომ ამ ფილმის ლინკი ითხოვა, მეც მივეცი, მერე მე თვითონაც გადმოვწერე, მოკლედ მადლობა!
ფილმზე კარგი და ცუდის თქმა მგონი არ შეიძლება, უფრო კარგადაა გადაღებული და არც ისე. მე დიდად პოლიტიკაში ჩახედული არ ვარ (ბინძური საქმე), ნუ რაღაც რაღაცეები რომ ვიცოდი და მაინტერესებდა, მაგიტომაც ჩემთვის საინტერესო იყო ამ ფილმის ყურება. ორი სიტყვით ვიტყვი რომ ეს ფილმი არის გადაღებული ბორის ბერეზოვსკის ცხოვრებაზე და ბიზნესის წამოწყებაზე, ასევე თავის ნაპარნიკთან ბადრი პატარკაციშვილთან. თუ საერთოდ არ გაინტერესებთ - ნუ უყურებთ, არც დრამაა და არც ბოევიკი, უბრალოდ ზოგ ფაქტებზე დაფუძნებული (ვერ ვიტყვი მართალ თუ არა), კარგად გადაღებული ფილმია.
პირველ რიგში რაც მომეწონა (სანამ გავარკვევდე საერთოდ რაზეა ფილმი) - ეს იყო რათქმაუნდა ქასტი, რომელიც მხვდებოდა ნელ ნელა ფილმში, და არ მაქ უფლება არ ავღნიშნო ამ მსახიობების კარგი თამაში:
ვლადიმირ მაშკოვი (პლატონი / ბერეზოვსკის როლი)

ბევრი ფილმიდან ვიცნობ ამ მსახიობს, მხოლოდ კარგი შთაბეჭდილებით

ლევან უჩანეიშვილი (ლარრი / ბადრიას როლი)
სვანიდან გამახსენდა, და ძალზედ მომწონს ეს მსახიობი, კარგად ითამაშა თავისი როლი, ემოციები შესაბამისი ხმის ტემბრით და რეაქციებით (მაგრამ ბადრია არამგონია მასეთი ყოფილიყო, მოკლედ ფილმისთვის კარგად ითამაშა)
|ანდრეი კრასკო| (გამომძიებელის როლი)

პრინციფში როლი არაფერი ისეთი არ იყო, ანუ არ მოითხოვდა რამე სერიოზულ მსახიობობას, მაგრამ კრასკო კრასკოა და ყველა როლში ძნ მაგარი იყო!!
ალექსანდრე ბალუევი (კორეცკის /კრემლის მაღალჩინოსანის/ როლი)

ნუ პრინციფში აქ უკომენტაროდ, პროფი მსახიობი, კარგად ითამაშა თავისი მისია, მაგ პერსონისთვის უკეთეს ვერც მონახავდნენ

ასევე ავღნიშნავ ფილმში მონაწილე ქალბატონების როლებს: მარია მირონოვა (მაშას როლი, პლატონის შვილის დედას)

და ანნა ჩურინას (ჟურნალისტკას)

მეორე ქალბატონის შესახებ ორიოდე სიტყვით. მეგონა რომ ცოტა დიდი როლი ექნებოდა, რადგანაც მისი ხილვა ძალზედ მომწონს )) მაგრამ ამაოდ (((
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
საბოლოოდ ფილმის შეფასება, ყველაფრის გათვალისწინებით იქნება
7.9/10!
КиноПоиск →
http://www.kinopoisk.ru/level/1/film/38795/IMDb (საინტერესოა რო ბაზაზე ინგლისურად ფილმის სახელია - Tycoon: A New Russian, ანუ "Новый Русский") →
http://www.imdb.com/title/tt0308671/ფილმის გადმოწერა შეიძლება რუტრეკერიდან DVDRip-AVC ხარისხში (მე ვუყურე - კარგი იყო) →
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=2547516და ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ საინტერესო რეცენზია
ალექს ეკსლერისგან →
http://www.exler.ru/films/25-11-2002.htm