"ტარკოვსკი","ბელა ტარი","პაზოლინი",...(ერთი კუბრიკიღა დარჩა,ბარემ მაგასაც შევადაროთ)
ეს ამას ჰგავს,ეს კადრი იმას ჰგავს...
მოგვყავს ცნობილი სახელები და ვცდილობთ ამით რაღაც მნიშვნელობა მივანიჭოთ ამა თუ იმ პროექტს.ეგ იმის არ იყოს,"შინდისის" რეკლამას აჩვენებდნენ რუსთავი 2-ზე და ტიპებმა გამოაცხადეს "ოსკარზე ნომინირებული ფილმიო",გამოვქლიავდი კინაღამ რა ოსკარი ხო არ უბერავენ მეთქი ეგენი)) ეხლა ჩაასწორეს დღეს დებილებმა,ოსკარი არა კვახი კიდე.რაღაც ნაცნობი და პრესტიჟული-იაფფასიან რეკლამად არ უნდა იჰქცეს.
ჰოდა ის მაინტერესებს,საერთოდ პარაზიტირება უცხოურზე და წარმატებულზე რატომ გვაქვს ასე გამჯდარი? თითქოს უნიკალური არაფერი შეგვიქმნია...
მსგავსი შეგრძნება მქონდა როდესაც წლების წინ მარო მაყაშვილი გაზეთებში და სტატიებში ქართველ "ჟანა დარკად" გამოაცხადეს,კინაღამ გავაფრინე,რა შუაშია-მეთქი ვაფშე,ჟანა დარკი მეომარი იყო სისხლით იცავდა ქვეყანას,მაყაშვილი კი მედდა,რამდენიმე დღე იყო ბრძოლის ველზე სანამ ტყვია შეიწირავდა და დღიური დარჩა მხოლოდ,იმ დღეების მოსაგონარი და მაგაზეც "ქართველი ანა ფრანკიო".პატარა გოგოს ტრაგიკული ამბავი აქციეს მაიმუნობად.
სადღაც მახსოვს,george best-ი ურუშაძის გოგოს ფილმს ანტონიონის რომელიღაცა ფილმს ადარებდა კიდევ.
ჰოდა,
დავიჯერო იმდენად მეორეხარისხოვან ერად ვიქეცით,რომ უნიკალურს ვეღარაფერს ვეღარ შევქმნით? არა მხოლოდ კინოში,ზოგადად კულტურაში...თუნდაც შევქმნათ,უკვე,თითქოსდა ინერციით ვადარებთ რაღაც უცხოურს,რაც უფრო წარმატებულია და რაც უფრო ცნობილია.თან ადრეც დავწერე აქ,რო კინოს თანხები არ არის,კინოინდუსტრია არ არსებობს და თავისი ძალებით იღებენ-მეთქი ჩვენთან და დავიჯერო შენი ძალებით რო გადაიღებ ფილმს,ბოლო კაპიკს გაიღებ და მთელი შენი არსებით შთაგონებული ხარ,მაინც სხვისი მსგავსი და ათასჯერ გადაღეჭილი თემა როგორ უნდა გამოგივიდეს? თუ ყველა თანამედროვე ქართველ რეჟისორს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს? თუ განდიდების მანია აქვთ და იმდენად გაუნათლებლები არიან,რომ ჰგონიათ რომ თუ რაც უცხოეთშია იმას თუ გაიმეორებენ,მაგარი რეჟისორები გამოვლენ?
თანაც ხო გვქონდა კინო,ჯანდაბა კინოინდუსტრია ბლეტ,რამდენი მაგარი ფილმი,"არაჩვეულებრივი გამოფენა","ღიმილის ბიჭები","თეთრი ბაირაღები","უძინართა მზე",ჯანდაბა თუნდაც "ბაში-აჩუკი" და "მაია წყნეთელი",დაჟე "გიორგი სააკაძეც" კი,ეხლა ჰორორი ავიღოთ,არის მინისერია "სპირალი" ჰქვია,კიდე ძაან მეშინოდა ფილმის "ბოდიში,თქვენ გელით სიკვდილი",-ეხლა კი ვღადაობ ამათზე,მაგრამ ბავშვობაში მეშინოდა

"შერეკილებიც" მაგარი ფილმია,ან რა მუსიკა ადევს,მარტო მაგის გამოა უბრალო კომედიაზე მეტი)) რესტავრირება მაინც გააკეთონ ამ ფილმების,პროსტა ნახეთ ბონდარჩუკის ფილმის "ომი და მშვიდობის" ძველი და ახალი,რესტავრირებული ვერსია,სრულიად სხვა ფილმია,ხარისხიანი ფერებით და თვალები არ გებინდება ნახვისას(ეს ისე მაგალითად,რასაც თავად შევესწარი,თორე ძაან ვერაფერი ფილმია ეგ)."თეთრ ბაირაღებს" რო ვუყურებ,მაგრად მიტყდება,სპეციალისტი უნდა თორე ელემენტარული ფირის ხარვეზების მოშორებას რა უნდა.ქე გამოიყოფა ქართულ კინოცენტრში მილიონზე მეტი ყოველ წელს და რაღაც ღირებულში მაინც დახარჯონ.თუმცა ბაბადული.დე წაშალეს,რა ჭკუა უნდა მოსთხოვო ამათ.
ჰოდა დავუბრუნდები სათქმელს,ეხლა რო დავაკვირდი,10-15 წლის წინ რა თემებიც იყო ეხლაც მსგავსი თემებია ქართულ კინოში,გადაღების სტილითაც და ყველაფრითაც.ერთი "მანდარინები" იყო გამონათება,ისიც ოსკარის გამო,თორე ჩვენში დარჩეს და უბრალოდ სუსტი ფილმია და ძალიან ძალიან ძალიან მარტივი სცენარით,მაგრამ ფილმია რა,ჩამოყალიბებული ფილმი შეგიძლია უწოდო,თავისი სათქმელი და თავისი ემოციები მოაქ.ბევრი კი მაგასაც ვერ ახერხებს,მაგრამ იხტიბარს არ იტეხს და არტჰაუსიაო მეუბნება ბლეტ,ასეთი ჩანაფიქრი მქონდაო,არასტანდარტულიაო ესაო ისაო.ჯანდაბა,ფილმში კამერა რო ნორმალურადაა დადგმული და კადრიც ლამაზია,უკვე გვიხარია.(და ჰო,"მანდარინები" ესტონური ფილმია,სამწუხაროა,მაგრამ ფაქტია,ესტონეთს ეკუთვნის).
ჰოდა,საინტერესოა რატო ხდება ასე? მაგალითად,ელდარ შენგელაიას ფილმი "სკამი",ეხლა ბოლოს რაც გადაიღო,ვერსად ვერ ვნახე.მაგისი ძველი ფილმები მაგრად მევასება,ტიპმა ქართული კინოეპოქა შექმნა და რამდენი წელი გავიდა,რა იყო,ცენზურა დაადეს ფილმ "სკამს"?)) თუ გაანადგურეს,რამე ფაშისტურია?

ჯანდაბა,ეხლა ზაზა ურუშაძის ბოლო ფილმს,"ანტონსაც" ვერსად ვნახულობ,მგონი რაც დარჩენილი იყო დაასრულეს,ტრეილერიც არის და აიმდიბიზე ქულაც უწერია,მაგრამ არ აჩენენ.რავი.ასე მგონია შეგნებულად ხდება ქართული კინოს დეგრადირება,გავკარი მასონებს და მსგავს შეთქმულებებს,მაგრამ მიზეზი ხო აქ ყველაფერს?)) რათ მინდა ეს დასაწყისისია თუ კვაზიმოდო,ურუშაძე და შენგელაია დაიდოს რა.
ჰოდა,რავი,მე პირადად,ჩემი დივნიდან,ერთადერთი რაც შეიძლება გავაკეთო ისაა,რო მაქსიმალურად გავაკრიტიკო თანამედროვე ქართველი რეჟისორები,ყოველგვარი კომპრომისის გარეშე.ნაგავს უნდა დაარქვა თავისი სახელი და რეჟისორს კი უნდა ამოარტყა კარგად ტაკუნებზე.თუ ხელოვანს წინააღმდეგობა არ ხვდება კარიერის დასაწყისში და საერთოდაც რა,ცხოვრებაში,-გამოსდის სისულელე,რადგან პუბლიკა ჭამს და ეგეც ზარმაცდება და ეშვება.
თუ ადამიანს უნდა რაღაცის მიღწევა,ნებისმიერ საქმეში,ბევრი უნდა იშრომოს და ტვინიდან სისხლი უნდა გამოიდინოს რომ რაღაც ღირებული და უნიკალური შექმნას,რაღაც მაგარი,რაღაც ახალი და რაც მთავარია,უნდა ეყოს კვერცხები რო შეცდომები აღიაროს და ყურადღებით მოუსმინოს კრიტიკას.ჰგონიათ საქართველო დაქცეული ქვეყანაა,კინო არ არის და რამეს რო გადავიღებ მაინც გაუხარდებათო,თითქოს აფრიკის რომელიღაცა უდაბური ქვეყანა,უდაბნო ვიყოთ და გამოქვაბულში ვცხოვრობდეთ))) აი უგანდური ბოევიკები რო არის,ქინძობებს რო იღებენ და უხარიათ,ნახევარი მსოფლიო მაგათზე ღადაობს იუთუბზე))) თაიგერ მაფია

რეჟისორს და ზოგადად ხელოვანს იმედი არ უნდა მისცე,თავზე ხელი არ უნდა გადაუსვა,მუდმივად უნდა დაუძაბო და მხოლოდ მაშინ შექმნის რაღაც ღირებულს.ვიღაცა უნდა ადგეს და მაგ რეჟისორებს პირისპირ უნდა უთხრას,როგორი ნაგავიცაა მისი ფილმი,ღირსეულმა ადამიანმა გამოწვევა უნდა მიიღოს.
და კიდევ ერთი,საერთოდ,სტატისტიკურად ყველა ფილმი მინიმუმ ერთ ფესტივალზე მაინც არის ნომინირებული,პროსტა აიღეთ ფილმი რომელიც აი მაგრად არ გევასებათ,მერე შედით აიმდიბიზე და ჩაწერეთ ეგ ფილმი,შედით კატეგორია award-ში და ნახეთ რამდენ ფესტივალზეა წარდგენილი.ფესტივალი რეკლამაა ჩვეულებრივი,მეტი არაფერი,აი აბსოლუტურად.suicide squad-იც ოსკაროსანი ფილმია(გრიმზე აიღო) თუ მაგაზე მიდგა,მაგრამ თამამად ვიტყვი რო ეგეთი გამოქლიავებული სცენარი არც არასოდეს წამიკითხია და არც კი ვიკადრებდი ფილმი რომ ვუწოდო ვაფშე, და საკუთარი თვალებით რომ არ მენახა,არც კი დავიჯერებდი რომ სერიოზულ სტუდიას და ზრდასრულ,ჩამოყალიბებულ რეჟისორს და ზრდასრულ სცენარისტს,თითქმის 200-მილიონიანი ბიუჯეტით,ასეთი რაღაცის შექმნა შეუძლია.აი არ მინდა შეურაცხყოფის მიყენება,მაგრამ ვისაც ეგ ფილმი დაევასა,მაგარი დებილი მგონია და თავს ვერაფერს ვუხერხებ,ბოდიშით თუ ვინმეს მოგწონთ,მუსიკა ნორმალური აქვს,ერთადერთი ეგაა,მაგრამ ფილმი ნაგავია)))
ჰოდა,კაროჩე,ისევ დივნის გადმოსახედიდან,მგონი მაგრად უნდა გავაკრიტიკოთ ახალი ქართული ფილმები,თქვენზე არა მაქ მარტო ლაპარაკი,ზოგადად ქვეყანამ,მომთხოვნი უნდა იყო და მე პირადად თუ სადმე დავესწრები,დიდი სიამოვნებით შევეკამათები ავტორს,რომელსაც კინოზე აქ პრეტენზია.ერთი ქლიავობა ფილმი როა,"მძევლები",ეგ თსუ-ში მოიტანეს რა,ჩემი სტუდენტობისას და შეგვყარეს სტუდენტები,კაი ფილმიაო ნახეთო და კრიტიკა რო დავიწყე და ეს რაა მეთქი ნახევარზე მეტი სტუდენტობა ხმას არ იღებდა,ტიპებს ვეუბნები რუსების დაფინანსებულია ეს ფილმი,რამდენი დეტალი არ ჩანს,სცენარი დებილობაა-მეთქი და ტიპებმა საბოლოოდ "მოითათბირეს" და გამომიცხადეს წადი და უკეთესი შენ გადაიღეო

ბლეტ,მართლა გადავიღებ უკეთესს და მერე ვაფშე წიხლებით გავიგდებ,აი ნახავთ

პ.ს. ბოდიშით,ბევრი დავწერე და დააიგნორეთ ეს პოსტი თუ გინდათ,სიცხე მაქვს და ბევრს რომ ვწერ,ცოტა უკეთ ვხდები ხოლმე,მევასება წერა

მაგარი რამეა ფორუმი,აზრს აფიქსირებ და რამე <3