MAKIAVELI_სცენარსაც გააჩნია,-ეხლა ისტორიულ ფილმს ნაღდად ვერ გაქაჩავ-მოკლემეტრაჟიანები უფრო ვარიანტია - მაგრამ იმენა სრულმეტრაჟიანი თუ გინდა,კამერული დრამაც შეგიძლია მოხოდო,ერთ ოთახში ან ისეთ დეკორაციებში(ქუჩა,კორპუსები,სადმე ბაღში,შენს სკოლა-უნიში - მასშტაბს გააჩნია) - თუ შენი ახლობლები ითამაშებენ,მაშინ მარტო საკვებზე დაგეხარჯება,შესვენებებზე რო მიირთვათ)) რავი,გააჩნია სცენარს რა,ისევ და ისევ,ტიპიური "ქართული რეალობის" დრამა თუ გინდა მოხოდო,მაგაზე ადვილი რაა - კამერაც არაა ძვირი საჭირო,ციფრულს იჩალიჩებ და ეგაა)) ის კი არა ტელეფონზეც გადაიღო ერთმა ჩემიანმა მოკლემეტრაჟიანი,სპეციალური დამაბალანსებლები არის ტელეფონისთვის

კაროჩე: სცენარს გააჩნია))
რატომაც არამ კი სწორად დაწერა,კინოთეატრში ფულის გადახდის რო არ შეგრცხვება-ეგეთი ფილმები საშუალოდ ეგრე ჯდება ჩვენთან,ნახევარი ლიმონი))
* * *
ისე კი,ცოტა კი მოგაწყენ თავს,მაგრამ კიდე დავწერ:
საერთოდ ადრე ბიუჯეტების შედგენაზე რო ვჩალიჩობდი,დეტალებს არ ვუფიქრდებოდი,ასე ნახევარი ლიმონი,ლიმონი,ეგრე ვადგენდი ხოლმე,მერე ნულიდან დავიწყე: ანუ,მარტო კამერა,განათება,რელსები და სხვ. ტექნიკური ატრიბუტები არ ადგენს ბიუჯეტს,საკმაოდ დიდი ნაწილი ბიუჯეტის მიაქვს "ადამიანურ ფაქტორს"-ანუ მსახიობებს ხო უნდა გადაუხადო,პლუს ამას დღეში 10-12 საათი რო გადაიღებ,შიმშილით ხო არ მოკლავ,მერე ადგილების დაქირავება/მინიმუმ ნებართვის აღება მაინც (სანამ გადაღებას დაიწყებ,ყველა ლოკაცია შერჩეული უნდა გქონდეს,ყველაფერი უნდა გქონდეს დაგეგმილი,თორე,საშუალოსტატისტიკურად 2-3 თვის მერე მსახიობებს მუღამი ეკარგებათ და იფანტებიან,თავიანთ საქმეებზე-კუდში დევნა მოგიწევს),პლუს ამას კოსტუმების შეძენა(საკუთარი ტანსაცმლითაც შეიძლება),დეკორაციები(თუ ქალაქში არ იღებ) ასევე უნდა გაითვალისწინო ტექნიკური ხარჯები - დენი(კამერებს ხო დატენვა ჭირდებათ,პლუს ამას მყარი დისკები დაგჭირდება ბევრი,ტერაბაიტობით,კომპიუტერიც ძლიერი,უდარდელად რო დაარენდერო) ჰოდა კიდევ ერთი მთავარი ბიუჯეტის ფაქტორი არის ის რო რაც უფრო დიდხანს იღებ,უშუალოდ გადაღების პროცესი-რაც უფრო დიდია,მით მეტი იხარჯება,საშუალოთვიური ხელფასის მიხედვით რო გათვალო თითო ადამიანზე)) აი გადაღების შემდეგ შეიძლება ამოისუნთქო,ბევრ ხალხთან არ გექნება კონტაქტი ჰოდა რამე ვალდებულების პონტი თუ არა გაქ,შეგიძლია მშვიდად დაჯდე და 4-5 წელი დაამონტაჟო შენ გემოზე როგორც გინდა(adobe premiere.da vinci resolve,sony vegas - ამ პროგრამებს ინტერნეტშიც აითვისებ თავისუფლად,თუ დრო გაქ) - მთავარი პრობლემა ის იქნება,რომელიღაცა სცენის ახლიდან გადაღება და დამატებ ამოგინდება,ამიტომაც გადაღების პროცესში დოხუია დუბლები უნდა გადაიღო,იმიტო რო სამონტაჟო მაგიდასთან ჯახირი ჯობია მსახიობების ახლიდან შეკრებვას.ჰო,კიდე კამერებს რაც შეეხება,ერთი კამერითაც შეიძლება კინოს გადაღება,უბრალოდ საჯახირო იქნება - მთავარია ხმა ჩაწერო კარგად,თუ ხმა კარგადაა ჩაწერილი,ვიზუალური მონტაჟი ჰარმონიულად ეწყობა და ფილმი პრინციპში მუშაობს.
და კიდევ ერთი მთავარი რჩევა - ნურავისგან,ნურც მსახიობებისაგან და ნურც გადამღები ჯგუფებისაგან ნუ მოითხოვ რო ისევე "შედევრად" აღიაროს და მოიწონოს შენი კინო,როგორც შენ გგონია რო "შედევრს" და მაგარ რაღაცას იღებ.ზუსტად უნდა იცოდე ეკრანზე რისი ნახვა გინდა და მაგის გაკეთება უნდა უბრძანო მსახიობს-სტაფფს.ყველა პირადი ემოცია დაიკიდე,ზუსტად განუსაზღვრე რისი გაკეთება გინდა ეკრანზე და რაც მთავარია ზუსტად უნდა იცოდე რა გინდა,რომც არ იცოდე,მაინც თავდაჯერებულად უნდა მოიქცე,სისუსტე არავინ არ უნდა შეგამჩნიოს - პროფესიონალს და საქმის მცოდნეს,ყველა მიაქცევს ყურადღებას,-ასე გაგიადვილდება მსახიობთან მუშაობა,-იმიტო რო დიდი შანსია მარტო ფული აიღოს,რეპლიკები გაიზეპიროს და უხალისოდ ითამაშოს,თან ეხლა ფინჩერივით 50 დუბლს ვერ მოთხოვ - არ გაქ საკმარისი თანხა.უცხოურ ფილმებში,კრისტიან ბეილი და სხვები,მილიონობით იღებენ ჰონორარს და მაგათთვის პრობლემას არ წარმოადგენს როლისთვის თავის შეწუხება,აქ კიდე არ უნდა შეაწუხო,-კარგად დაგეგმე ყველაფერი და რო დაგეგმავ,ფილმის საჭირო ბიუჯეტიც თავისით ამოგიტივტივდება,პლიუს ამას დაუმატე სადღაც მეხუთედი ან ასი ათასი ლარი - გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის - და ფილმიც მზადაა))