ვუყურე ამ მეოთხე ბრაიტონს
თავიდან კარგად დაიწყო
ძაან საკაიფო გახსნის სცენა იყო
ტოტალიზატორი სხვადასხვა თაობების ჩვენება
კომფლიქტი სახასიათო პერსონაჟები და ცოტა სასაცილო სიტუაცია
აი, შემდეგ რავიცი აბა დიდი არაფერი
ძალიან ბევრი ფილმის ნაზავია
ზოგჯერ კუსტურიცას ფილმს ვუყურებდი მეგონა
ბოლოს ლამის ჯეტია 4 გაიჩითა )))
ეს, რუსული დიალოგები ქართულ ფილმში ძალიან ბევრი რომ იყო ზედმეტად გამაღიზიანებელი აღმოჩნდა ჩემთვის
ის, ტიპები რუსები იყვენ მგონი და რუსული მაფიის ჩვენება რა საჭირო იყო ))) უფრო ცნობილი რომ არის თუ ბოლოს ჭიადაობაში რუსის დამარცხება სიმბოლური მომენტი გახლდათ ?
ძაან კლიშებით გაძეძგნილი სცენარი ჰქონდა ფილმს.
გასაგებია ემიგრანტების ცხოვრება არის აღწერილი, იქეთ მამამის მიერ შვილის ცოდვების გამოსყიდვა, აზარტული თამაშები ჩვენი ახალგაზრდობის სცენი და უცხო ადამიანში ადამიანობის გაღვიძება, მაგრამ მაინც დიდი ვერაფერი კინოა
რეჟისორი პროსტა დაყვებოდა მსახიობებს )))
აი, ფილმს საერთოდ არ ეტყობა რაღაც განსაკუთრებული რეჟისორის ხელი რომელიც მაგარ კადრებს დაიჭერს და რაღაც განსხვავებულს გვაჩვენებს.
მორიგი ქართული ზედმეტად წატრაბახებული პროდუქტია
შანსი არ აქვს ამ ფილმს ოსკარებზე, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ცუდ ფილმებს მოუგია ოსკარი