რატომ დაითხოვა სპილბერგმა მეგან ფოქსი "ტრანსფორმერებიდან"?
დღემდე უცნობი იყო, რატომ დატოვა ჰოლივუდის მსახიობმა მეგან ფოქსმა "ტრანსფორმერების" გადასაღები მოედანი და ფილმის მესამე ნაწილში გადასაღებად მის ნაცვლად როუზი ჰანთინგთონ-უაიტლი რატომ მიიწვიეს.

ფილმის პრემიერამდე რეჟისორმა მაიკლ ბეიმ საიდუმლო გაამჟღავნა. საქმე ის არის, რომ ჟურნალ Wonderland-ს მეგან ფოქსმა ინტერვიუ მისცა, რომელშიც მსახიობმა განაცხადა, რომ გადასაღებ მოედანზე "ტრანსფორმერების" რეჟისორი ნამდვილი ჰიტლერია.
ფოქსი ირწმუნებოდა, რომ რეჟისორი მას წონაში საგრძნობლად მომატებასა და მეტისმეტად გარუჯვას სთხოვდა. როდესაც ფილმის პროდუსერმა სტივენ სპილბერგმა მსახიობის ინტერვიუს შესახებ შეიტყო, მისი დათხოვნა მოითხოვა. მან ჰოლივუდში საკუთარი გავლენაც გამოიყენა და ისე მოაწყო, რომ ამ შემთხვევის შემდეგ მეგან ფოქსი არცერთ შემოსავლიან ფილმში აღარ გადაუღიათ.
მსახიობის დათხოვნას დადებითად შეხვდნენ გადამღები ჯგუფის წვერებიც. როგორც მისმა ერთ-ერთმა კოლეგამ განაცხადა, "მაიკლ ბეიმ ეს მორცხვი და გამოუცდელი გოგონა აღმოაჩინა და შანსი მისცა, რაზეც მრავალი ახალგაზრდა მსახიობი ოცნებობს", მაგრამ მსახიობმა ის ვერ გამოიყენა.
სცენარისტმა ერენ კრიუგერმა აღნიშნა, რომ რეპეტიციებზე მსახიობს "ფილმი არ აინტერესებდა". კოლეგები მას ხშირად არაპროფესიონალიზმისა და "პორნოვარსკვლავისთვის დამახასიათებელი ქცევებისთვის" აკრიტიკებდნენ. მეგანს იმის გამოც დასცინოდნენ, რომ დიდი თითის წუწნის ჩვევა (პრესკონფერენიების დროსაც კი) ვერ მოიშალა.
შეია ლაბეფიც კი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მეგანთან მისი ხანმოკლე რომანის შესახებ ისაუბრა, ფოქსის დათხოვნით დიდად დამწუხრებული არ არის.
http://www.ambebi.ge/kultura/38418-ratom-d...l#ixzz1ROinaPaZ