კონკრეტულად ამაზე პირველი რაც მახსენდენა, ლაშა ცქვიტინიძეა , რა თქმა უნდა
"თემო" და "მე ვარ ბესო" საუკეთესო რამეა ყოველგვარი ხელოვნურობების და ზედაპირულობის გარეშე.
ბოლო მთლად ვერ გამოუვიდა, რაღაც ვერ შეკრა, მარა რაც არის, ისიც კარგია. "ველი"
გიგა ლიკლიკაძის "ღორი" უდავოდ.
ნავერიანმა ბოლოში აურია, ზუსტად ის გამოვიდა, რაზეც წერ.
თუმცა 2017 წლის საკმაოდ კარგი კინო აქვს ქუჩის მეძავებზე.
კოტეტიშვილიზ " წმინდა ელექტროენერგია" საუკეთესო რამე იქნებოდა, ბოლოში ელგებეტე თემატიკა უაზროდ რომ არ გამოეკვეხებინა.
პირველი 40 წუთი პაზოლინი მახსენდებოდა თავისი ჯვრებით და ყველაფრით.
კოღუაშვილის "გოგიტას ახალ ცხოვრებასაც" ასეთ კინოში გავიყვანდი.
სოსო ბლიაძეს, თინა ყაჯრიშვილს აქვთ ასევე, ნუ მთლად ლუმპენპროლეტარიატი არ არის, მარა მაინც ეგ სივრცეა.
ბევრი არ არის და ალბათ არც უნდა იყოს, მსოფლიო კინოში აღარ არის უკვე, არა თუ ქართულში.
პატარა-პატარა გამონათებები კი მაინც გვაქვს.
* * *
https://cinexpress.ge/2023/01/28/temotemo/ესეც ცქვიტინიძეზე
რამენაირად კარგ ფორმაში უნდა დაბრუნდეს
This post has been edited by Lyssa on 5 Jul 2026, 12:09