ბონდი ჩემი ადრეული ახალგაზრდობის გატაცებაა
ცოტა ხნის წინ იუთუბიზე "სეირნობისას" მისი ერთ-ერთი ფილმის რომელიღაც ნაწყვეტი მომხვდა თვალში...
მოკლედ, ნოსტალგია გამეღვიძა და ბონდიანას ჩავუჯექი მრაააავალი წლის მერე.
მაშ, ასე, აღმოჩნდა, რომ...
შონ კონერის მომზიდველობას არაფერი დაკლებია, ისევ ძველებურად მომწონს. ეგაა, მისი ფილმები უიმედოდ დაძველდა. ვერც ერთს ვეღარ ვუყურე თავიდან ბოლომდე, მხოლოდ ალაგ-ალაგ.
როჯერ მური თავიდანვე არ ყოფილა "ჩემი" ბონდი. ირონია ირონიად, მაგრამ მისი ფილმების "სიმსუბუქე" უბრალოდ პაროდიად აღიქმება. ეს ჟანრი კი არც ლიტერატურაში მიყვარს და არც კინოში.
პირს ბროსნანი მეტისმეტად გალაქული და картонный-ა, ლამაზი სურათი, რომლის მიღმაც ადამიანს უბრალოდ ვერ ვხედავ.
მოკლედ, აღმოვაჩინე, რომ ყველაზე მეტად ტიმოტი დალტონის ბონდი და ფილმები მომწონს
ისინი არც თითქმის მთლიანად კომიქსების სტილშია (როგორც მისი წინამორბედები) და არც ლამის სრულიად "სერიოზული" ბოევიკებია (როგორც ბოლოდროინდელი სურათები).
გარდა ამისა, დალტონი ცდილობს წარმოაჩინოს ადამიანი და არა ბულვარული ლიტერატურული გმირი, აბსოლუტურად დარწმუნებული თავის თავსა და თავის "მისიაში". საიდუმლო აგენტის სამუშაო მისთვის დიდი ხანია აღარ არის გასართობი და სახალისო. მისი თვალების გამომეტყველება ხანდახან უბრალოდ შიშის მომგვრელია - ერთდროულად დაქანცული და სასტიკი.
მომწონს ის ცვლილებებიც, რაც ამ ორ ფილმში ბონდის გოგონების ტიპაჟმა და ხასიათმა განიცადა. ისინი აღარც აგრესიული ფურიებია, რომლებიც მუშტი-კრივში თავად ბონდს არ ჩამოუვარდებიან და არც მიბნედილი კატუნები, რომლებიც ეკრანზე მხოლოდ იმიტომ არიან, რომ ბოლოს და ბოლოს ბონდის საწოლში აღმოჩნდნენ (თან რა "მრავლისმეტყველი" სახელები ჰქვიათ? პუსი, გუდნაითი...

).
დალტონის გოგონები თითქმის ჩვეულებრივი, ლამაზი ახალგაზრდა ქალებია ნორმალური სახელებით. ერთი მათგანი კი, სანახევროდ ქართველი მარიამ დ'აბო პირდაპირ გულისამაჩუყებელია თავისი მუქი, გაოცებული თვალებითა და უზარმაზარი ჩელოთი

რევიუებში დალტონი მიიჩნევა:
1. ლიტერატურულ, ანუ ფლემინგისეულ ბონდთან ყველაზე ახლო მდგომად (ინგლისური თეატრალური სკოლა თავისას შვრება

);
2. ბონდად, რომელმაც თავის დროზე დიდი აღიარება ვერ ჰპოვა, მაგრამ როგორც მერე გაირკვა, სწორედ მან განსაზღვრა ბონდიანას განვითარების შემდგომი გზა - ამჯერად უკვე დანიელ კრეიგის შესრულებით (ახლა ის, რომ კრეიგი თავისი "ნაკაჩავები" მუსკულატურითა და ნაჯახისებური სახით ბონდის კი, არა ჩვეულებრივი ბოევიკისთვის ტიპიური "გრამილას" ტიპაჟია, უკვე სხვა ოპერაა

)