მართლა მქონდა ერთი ძველი ქვაბი. პატარა რომ ვიყავი იმ ქვაბში გაკეთებული საჭმელი მაგრად მომწონდა. რაღაც ძალიან ლამაზი პროპორცია ქონდა, სიმაღლე და სიმრგვალე ძალიან უხდებოდა ერთმანეთს, ულამაზესი ფერი წითელი სტაფილლოსფერში გადადიოდა და ძალიან სადად ჩაწყობილი შვიდი რვა თეთრი კოპლები.
21-ე საუკუნეში სამზარეულოში ნელნელა დაიწყო აბდეითის გაკეთება. უხეში ტაფები შეიცვალა შუშის თავსახურიანი ტაფებით, ტაფებს მოყვა უაზროდ მსუბუქი ქვაბები, ბოლოსდაბოლოს როცა გშია რა აზრი აქვს რომელ ქვაბში გააკეთეს საჭმელლი..
ერთხელაც ძმაკაცებმა აიტეხეს პიკნიკზე წავიდეთო სადღაც კიკეთისკენ. წავიდეთ.. წავიდეთ.. ეს ვიყიდოთ ის ვიყიდოთ.. აუ ქვაბი, ქვაბს ხო არ ვიყიდდით და მე მეუბნებიან მიდი რა შეჩემა აქვე ხარ სახლლიდან წამოიღეო. ავედი და დედაჩემს ვეუბნები დედა ქვაბი მინდა, რათ გინდა შვილო ქვაბი??? აი კარვით მივდივართ და.. და დედაჩემა ვერ გაიმეტა თურქული ძიშოვი(ქართული ჯართისგან გაკეთებული) ქვაბი და გამატანა ჩემი საყვარელი კომუნისტური ქვაბუკა, მაინც დაკარგავო.
არ დავკარგე მაგრამ რომ მოვდიოდით კიკეთიდან ისე გულისამრევად გამოიყურებოდა

ხასხასა ფერი აღარ იყო რარაც ბლანტი მწვანე გახდა, შიგნიდან რაღაცები მიმხმარი, ჭიანჭველები ესეოდა, კარავში ხო არ შევიტანდით გარეთ დავტოვეთ.
კარავი რომ დავშალეთ, ყველაფერი ჩავალაგეთ, ნაგავი მოვაგროვეთ და დარჩა ქვაბი დებილივით მინდორზე, გავექანე წიხლი ამოვარტყი და ბუჩქებში შევაგდე.
აღარ მაქვს იკა საყვარელი ქვაბი.