ემიზე მინდა დავპოსტო, ამიტომ თან ჩემს ფოტოსაც დავდებ. ჩემს ფოტოს მის ფოტოსაც დავურთავ.
არც ფოტოები წაშალოთ და არც ჩემი კომენტარი.
მასზე ამ ერთსღა დავპოსტავ და მოვასვენებ სადაც არის. სულ რამდენიმე სიმღერა მქონდა მოსმენილი, მაგრამ ისე მოხდა,
გარეგნობით არ ვიცნობდი. ფოტო რომ მენახა გამოვიცნობდი ეს ემი უაინჰაუსია-მეთქი, მაგრამ მისი სახე მეხსიერებაში არ მქონდა.
სულ მესმოდა, ''ეგ მახინჯი'', ''ფუ''. სიმახინჯის ეტალონადაც კი მოიხსენიებდნენ. ეს ესაა შევისწავლე ემის ფიზიონომია
და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენი გონებაა მახინჯი. ჰო, ამ შემთხვევაში საკუთარ თავზეც ვბრაზდები,
რადგან ამ გოგოთი მხოლოდ დღეს დავინტერსდი. გარკვეულწილად ბუნებრივიცაა _ გაქრა, აორთქლდა, აღარ არსებობს და მენანება.
როცა სცენაზე იდგა ჩემი აღიარების გარეშეც კარგად იყო.
მოკლედ ამ ტექსტით მინდოდა მეთქვა, რომ ემიზე მაგარი გარეგნობა არავის ქონდა.
ესეიგი, ეს არის მახინჯი?
გულწრფელად მეღიმება. არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ მე მისი გარეგნობა ძალიან მომწონს. ეს სახე ემის რომ არ
ეკუთვნოდეს, ვთქვათ ქვემოთ ჩემ მიერ დაპოსტილ ფოტოზე ლამზირა კაპანაძეა გამოსახული და არა უაინჰაუსი. წმინდად გარეგნულად ლამზირა
კაპანაძე ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქალად მიმაჩნია. ასეთი ნაკვთები: გროტესკის და სინაზის ნაზავი იშვიათია.
პირველ რიგში მე ვარ ბანძი, რომ ამ ყველაფერს დღეს ვწერ და არა მანამდე.
სხვა საქმეა როგორი ტიპაჟი იყო. ჩაშვებული ნარკომანის და ექსცენტრიული ტიპშას image რა თქმა უნდა დიდად არც ახლა მომწონს.
დავამატებ, ზოგიერთ ფოტოზე საშინლად გამოიყურება, რადგან ქალი ავადმყოფი იყო. თურმე სიკვდილს ებრძოდა, იმდენად ყოფილა
ნარკოტიკებზე დამოკიდებული.
ისე, კაცთა მოდგმა ღირსია, რომ დაარსდეს პლასტიკური ქირურგიის კლინიკა, სადაც ყველა ქალს სტანდარტების მიხედვით ერთმანეთს
დაამსგავსებენ: ქერა თმა. კოპწია ცხვირი, ბანტიკივით ტუჩები, მომრგვალო სახე, თოჯინური თვალის ჭრილი და ასე შემდეგ. მეტის ღირსები არ ვართ.
რთული და საინტერესო სახე ვის რა სლედ უნდა. არა ...

Uploaded with
ImageShack.us 
Uploaded with
ImageShack.usმგონი მე წამაგავს. დავიჯერო საკუთარი გარეგნობა უნდა მედიდებინა და ემი ვადიდე? ძალიან მეძინება
Uploaded with
ImageShack.us This post has been edited by io-io on 24 Jul 2011, 05:39