
ეს რა იყო? სულ სხვა სამყაროში მოვხვდი,სიურელიზმის ზეიმი. პრიმიტულობიდან სიმბოლიზში გადასვლა და პირიქით.
და ეს ფილმი არ მიიღო კანმა??
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ თანამედროვე კინოხელწერას და ხერხებს უკან იტოვებს.
ჯერ რად ღირს მხოლოდ განსაზღვრული ერთი დისტანცია კამერასა და პერსონაჟს შორის,სადაც რეჟისორის სულ არ ცდილობს ობიექტზე კრუპნი კადრით მისი ემოცია დაგანახოს ან შენი გამოიწვიოს.
და ერთ კადრში ორი ეპიზოდის ერთდოულად მომსწრენი ვართ! პერსონაჟის უკან უამრავი რამ ხდება...
ასეთ გაყინულ დინამიკაში ასეთი თბილი და სიბრალულის გრძნობა გიჩნდება მაყურებელს.
საერთოდ სიკვდილზე რომ გაგეცინება!
იმდენად სატირულადაა ადამიანის არსი გადმოცემული,რომ კაცობრიობა მხოლოდ იმ ერთ ეპიზოდშიც შეიძლება ჩაეტიოს მეტაფორულად ზანგებს უზარმაზარ ქვაბში ხრაკავენ და ბურჟუაზია შამპანურს მიირთმევს...ანდაც ელექტროშოკზე შეერთებული ლაბორატორიის მაიმუნი და პარალელურად ტელეფონზე მოსაუბრე ლაბორანტი:"მოხარული ვარ იმის მოსმენით რომ კარგად ხართ"
და ეს ბოლო წინადადება ყველგან მეორდება,მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი იტანჯება,თვითმკვლელობის პირასაა თუ უბრალოდ ფამილიარულია.
ხოდა ყველაფერი ისედაც მეორდება ცხოვრებაში,შეცდომები,იგივე გზა,იგივე ქმედებები და ა.შ. ყველაფერი უსასრულოდ...
დროსაც არა აქვს მნიშვნელობა,რეჟისორს თავისუფლად გადაყავხარ წინა საუკუნეებში დამარცხებული შვედი მეფის სამზერად,რომლისთვისაც დიდი პატივის დაგებაა თანამედროვე ბარში ცხენით შებრძანება))
მოკლედ ეს არაა კინო ყველასთვის,გემრიელია ვინც გაიგებს და ისიამოვნებს.