თამო ვნახე ფილმი.
რათქმაუნდა მომეწონ მაგრამ ყველაფერი შედარებითია და ეგრევე ბარაკა და კოიანის კაცი გამახსენდა.
ფილმი რასაც ამბობს ზუსტად ეგ შემთხვევაა. ტექნიკური პროგრესი არ ნიშნავს ადამიანის აზროვნების პროგრესს და არც გადაღების პროგრესს. ბარაკა ბევრად მაგრად არის გადაღებული. ბარაკას კადრები მართლა შოკია ჰოუმთან შედარებით.
თავიდან მაგრად მომეწონა მაგრამ ნახევარ საათში დამღალა სტატისტიკამ და კალკულატორმა, მიუხედავათ იმისა რომ ძალიან საინტერესო სტატისტიკა არის დათვლილი. ბარაკაში სტატისტიკა და სიტყვები არ არის მარტო კადრებია, მარტო კინო არის. კიდევ ერთი პლიუსი ბარაკას.
აღარაფერს ვიტყვი იმაზე თუ რამდენად ფართოდ იშლება სათქმელი ბარაკაში და რა ვიწროა სახლში. ყველაფერი სიტყვების ბრალია.
რა კონკრეტულადაც არ უნდა ილაპარაკო არ მესმის როგორ არ უნდა შეეხო რელიგიას როცა დედამიწას გამყინვარდებიდან გლობალურ დათფობამდე განიხილავ. მერე რა რომ ოფსკურანტი ვარ, ჩემნაირი ოფსკურანტია მინიმუმ 2 მილიარდი, ორჯერ მეტი ვიდრე ყოველ დღე შიმშილობს

)))
ფენქეიქმეიკერის დონის პროპაგანდაა.
და მე რა უნდა ვქნა? ვნახე ფილმი და წყალი ეკონომიურად ვიხმარო? ტრანსპორტში აღარ ჩავჯდე? გავიადინა აღარ ვჭამო????
ძმაკაცი მეუბნებოდა რომელიღაც ფესტივალზე პრიზები აუღია. ეგ ფესტივალის იმპოტენტობაზე მეტყველებს როცა ესეთ არაკინემატოგრაფიულ ფილმს ამჯობინებ სხვა ფილმებს.
არადა თავიდან დავწერე რომ ფილმი მომეწონა და რასაც ეხლა ვწერ ამას მოწონება ქვია?

))) ზუსტად ესე ვიყავი ფილმის დროსაც დასაწყისი მომეწონა და მერედამერე რაც დრო გადის უფრო აღარ მომწონს.
კიდევ ბევრის თქმა შეიძლება მაგრამ ამ ეტაპზე გავჩერდები.
ბარაკა ამ სტილში შეუცვლელია.
ბარაკა ყველაფერზეა იმიტომ რომ კონკრეტულად არაფერზეა.
ბარაკა ბევრად მაგარი რეჟისორის და ოპერატორის გადაღებულია.
ბარაკაში ჰამლეტ გონაშვილის სიმღერაა.
ბარაკაში ადამიანები ახლოდან ჩანს.
ბარაკა აკვირდება და ჰოუმი ითვლის.
პესიმიზმის დრო აღარ არის და რა ვქნა მე ერთმა რიგითმა ადამიანმა??????????????
რა ვქნა??????????????????????
ბიბისის რიგითი ფილმი ბევრად საინტერესოა ვიდრე ეს