-LesTaT-პოსტერი არ ვიცი და ვიღაცამ იუთუბიდან პატარა ამონარიდი დადო. აი ის მომენტი - ვიეტნამის ამბებს რო იხსენებს (მგონი შენ იყავი) ხოდა მაგაზე ჩავიხოცე

და მერე მე და ჩემი ძმა ვისხედით უსაქმურად, რა გვეკეთებინა არ ვიცოდით და გამახსენდა უცებ

და გადმოვწერეთ და ვნახეთ

)))
მაგარია!
arnold schwarzeneggerმოგეწონა გრან ტორინოო????
აი, ყოჩაღ! კარგი ბიჭი ხარ!

ამ ფალფ ფიქშენმა რა დაგიშავა ვერ მივხვდი
ბიჯო, ეგ როგორი ფილმია იცი? აი, არ უნდა ელოდო რაღაც განსაკუთრებულს, საინტერესოს და აღმაფრთოვანებელს. დიალოგებს უნდა უსმინო, მსახიობების მიმიკებს და ქცევებს დააკვირდე და იკაიფო. მარტო ეს დიალოგი რად ღირს:
- ეს ვისი მოტოციკლია?
- ეს მოტოციკლი არაა, პატარავ, ეს ჩოპერია!
- ვისი ჩოპერია?
- ზედის.
- ზედი ვინაა?
- ზედი მკვდარია, პატარავ...
აი, ვგიჟდები ამ მომენტზე რამდენჯერმე ვნახულობ ხოლმე!
განსაკუთრებით მაგარია სამუელ ელ ჯექსონის რეჩი. სანამ ვიღაცას მოკლავს, მანამდე რომ ბაზრობს.
ნუ... ხელოვნებაა რა! არ ვიცი, რა სიტყვებით აღვწერო.
აი რა ქენი, იცი?
დაჯექი, მარტო. რაც შეიძლება კომფორტულად ერთ საღამოს. ისე, რომ არავინ შეგაწუხოს.
ცივი ყავა (ან რაც გიყვარს ცივი სასმელი) საფერფლე და სიგარეტი მოიმარაგე (ნუ თუ ეწევი), ჩართე ეგ ფილმი, რაც შეიძება მაღალი ხარისხის გახმოვანებით და ეცადე, რომ დაისვენო და თან მშვიდად და მთელი მუღამით დატკბე ტარანტინოს ამ შედევრით.
დამიჯერე, მიხვდები, რამ დამაწერინა ეს უშველებელი პოსტი
This post has been edited by Raycher on 16 Jun 2011, 22:39
Change will come to those who have no fear..
* * *
ბებია მყავდა პოვარი...