
"სამოთხის ტბა" - ეს ისეთი ფილმების კატეგორიიდან არის, რომელიც უნდა უყუროს ადამიანმა.
ფილმის დასასრულს რჩება გაორებული გრძნობა - ელოდები თემიდას მახვილს და ღებულობ შოკს, რომელიც სისხლ-ძარღვებს გივიწროვებს.
სიმართლეც უნდა ითქვას - ფილმი იქნებოდა ერთ-ერთი რიგითი უჟასტიკი, რომ არა ასეთი ფინალი!
გულწრფელი რომ ვიყო, არ მინდოდა ამ ფილმის წამოღება/ყურება, ვფიქრობდი, რომ კიდევ ერთ-ერთი რიგითი, "დიშოვკა", დროის ფლანგველობითი
კრეტინიზმი იქნებოდა, მაგრამ სადღაც 30-ე წუთზე მივხვდი, რომ სასტიკად ვცდებოდი.
კავალერისმსგავსს მიჰყავს თავისი შეყვარებული წყნარ, როგორც თვითონ ფიქრობდა, განმარტოვებულ ადგილას ბუნების წიაღში, რათა ქალბატონს...
- მარო, მიყვარხარ, მარო!
- იიიიიი, მეხი კი დაგაყარე მაი მელოტ თავზედა!
- მეხიც დაგაყარე და ჩაგიკაკუნე კიდევაცა. ცოლადა გამამყვებიიიიი?
ნუ, მიახლოებით ასე.
მთელი გზის განმავლობაში გოგონას რაღაც, მისთვის აუხსნელი, ცუდი წინათგრძნობა ეუფლება, მაგრამ ადგილზე მისვლისთანავე მას ბუნების სილამაზე აწყნარებს, რომანტიული ელემენტებითურთ. მოკლედ ჭკუაზე არ არიან, მაგრამ როცა ისინი სრულიად შემთხვევით წააწყდებიან თინეიჯერების ჯგუფს, მათ წარმოდგენაც კი არ აქვთ, თუ რა მოელით.
ჯერ კიდევ გზაში მყოფთ ისინი ისმენენ ტონი ბლეერის მიერ წამოწყებულ ახალი კომპანიის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მოზარდ-ახალგაზრდების აღზრდის ახალ მეთოდს.
და ეს არ არის შემთხვევით, რადგან ეს არის ზუსტად ფილმის ლაიტმოტივი და ჰორორი მხოლოდ კარგად გამოსული დანამატია.
აგრესიულობით, რომელიც ბევრს გვშოკავს,უკვე ვერავის გააკვირვებ, როდესაც თითქმის ყოველდღე ტელევიზორში თუ გარეთ ვაწყდებით მსგავს მომენტებს. ეს უკვე ჩვეული, ყოველდღიური რეალობაა. ადამიანები განიცდიან უწყვეტ დეგრადაციას და ვერ აცნობიერებენ ამას, მაგრამ როცა ეს აგრესია ასე მატულობს თინეიჯერებში და ცუნამის სახეს ღებულობს - უკვე საშიშად სავალალოა.
სიმართლე ისაა, რომ ეს აგრესია არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს მხოლოდ ფილმისთვის საჭირო გამონაგონ ფანტასმაგორიას, რადგან ასეთი რამ შესაძლოა შეემთხვეს რეალურად ადამიანს და რა თქმა უნდა შემთხვევია კიდეც: ერთი დაუფიქრებელი სიტყვა, ერთი არასწორი ნაბიჯი, მიზეზი ათასნაირია და პრობლემაც იწყება.
და ამ პრობლემის მიზეზი არა რაღაც ტყეში მოჯადოვებული და გაშმაგებული 37თავა აღლიყარჭია, ან კანიბალების თბილად და კეთიმეგობრულად მცხოვრები ოჯახი, ან ვინმე შემოფეთებული მოიდიოტოსათვალება "აზაბოჩენი" მანიაკი, არამედ თინეიჯერების ჯგუფი გარდატეხის ასაკში, რომელთაც ხელმძღვანელობს მართლაც ნაგავი, სისხლისმოყვარული პატარა ბიჭი. დანარჩენები მხოლოდ მორჯულებული, შიშის ქვეშ მყოფი ცხვრები არიან, რომლებიც მის ბრძანებებს უსიტყვოდ ემორჩილებიან, თუმცა ყველაში და განსაკუთრებით ზანგში არის მეტად კარგად განვითარებული აგრესია და თვითდამკვიდრების მანია ჯგუფის იერარქიაში.
ბავშვები, რომლებიც ირეკლავენ და ხორცს ასხავენ მათივე მშობლების შინაგან სამყაროს.
ეს ბავშვები მათი შეფარული, ავადმყოფური, ცხოვრებისა და ადამიანების მიმართ გაბოროტებული გრძნობების მანიფესტაციაა და მსხვერპლი ისევ ბავშვები და ეს წყვილია.
მშობლები - წყარო აგრესიისა. (ფილმი)
ბავშვები - გამტარი აგრესიისა.
წყვილი -
ნაწილობრივი მსხვერპლი."ესენი ხომ მხოლოდ ბავშვები არიან" - ისმის ფილმში, მაგრამ როგორი ბავშვები? - ისეთები, რომლებიც მხოლოდ ცხოვრების უკუღმართ მხარეს იცნობენ, იზიარებენ და ასრულებენ. დამნაშავეები და ამავდროულად დანაშაულის მსხვერპლიც.
საიდან მათში ასეთი ზიზღი, ბოღმა, ცინიზმი?! ნუთუ მათში ყოველივე ადამიანურმა დალია ჩაილურის წყალი და გავიდა მარილზე? და სად იყვნენ ამ დროს მათი მშობლები?! ეს საშინელებაა, რადგან ეს ბავშვები ხომ საერთო მომავალია!
რამდენჯერ ხდება დღეში, როცა გვერდით ჩავუვლი ბავშვებს, რომლებიც "ჩემი დედას" და არა მარტო გინებით აყროლებენ ჰაერს!
ყოველთვის ვარჩევ იმას, რომ თვალი დავხუჭო, თუ როგორ რწყავენ ფურთხით იმ ადგილს, სადაც ისევ თვითონ სხედან!
რამდენჯერ მინახავს, რომ ხელში ატრიალებენ თავისზე დიდ დანებს და არა მარტო ბავშვები!
ურტყავენ ვიღაცას გამეტებით წიხლს, დანას, ქვას და თან ისე მწარედ აგინებენ, რომ ფერი დაგეკარგება ადამიანს!
და ყოველთვის მითქვია ჩემთვის - არაა ეს ჩემი საქმე. ჩემი სახლი შორსაა ამათგან, ბავშვებიც არ იცნობენ ჩემებს.
მაგრამ ვაი იმას, თუ ეს უკვე მე შემეხო, არა? სხვებს კისერიც უმტვრევიათ!
ბოროტება სადღაც ბუჩქში კი არ იმალება, სადღაც ბნელ ტუნელში კი არ თვლემს, ის არ არის გარშემო. ის ჩემშია და მანიფესტაციას განიცდის ჩემი ნებით და სხვისი სხეულის დახმარებით.
ასე რომ ტონი ბლეერი სასტიკად მეზღაპრეობდა!!! ამას ჯობდა ისევ სიმღერა გაეშვათ რადიოში!!!
იდიოტი, რომელსაც მოთმინება არ ჰყოფნის, რომ შეინარჩუნოს თავისი წრიპინა ნერვები და არ აჰყვეს ბავშვების ლაზღანდარობას. ბლატაობს ვაჟკაცი პატარებში და შედეგადაც ღებულობს, რასაც ქვეცნობიერად ეთაყვანებოდა!!!
ეს პერსონაჟი აშკარა მაგალითია თანამედროვე, ძალიან ბევრი მამაკაცისა. (ვინმეს თუ პრობლემა ექმნება წინა წინადადების გამო, ე.ი თვითონაც მასეთივეა
სტივი - ეს არის სიტყვა, რომლის უკანაც მშიშარა და საკუთარი შეყვარებულის კალთის უკან ამოფარებული იმპოტენტია ატუზული! ელაპარაკება და ექცევა სხვებს (ბავშვებს)დაუფიქრებლად, ებლატავება, რადგან "ისინი ხომ მხოლოდ ბავშვები არიან!" და საბოლოოდ, ნებით თუ უნებლიეთ მთელს საშინელებას და ტანჯვას სტენის გოგონას - მის შეყვარებულს სახელად ჯენის!
ნამდვილი მსხვერპლი კი არის ჯენი. არა მარტო ზემოთქმულიდან გამომდინარე, არამედ იმიტომაც, რომ შეპყრობილი შურისძიების გრძნობით თვითონვე აღმოჩნდება ხაფანგში...
ეს ფილმი მართლაც ძლიერი ტრილერია, ჰორორისა და რეალობის სისხლიანი აბლაბუდით და გამოუვალი მდგომარეობის აღქმის ცრემლებით...
This post has been edited by passko on 12 Aug 2011, 01:16