კარგი რამეა ნამდვილად

შინაარსის რა გითხრათ.. მე მეტს არც მოველოდი.
სპეცეფექტები ძალიან მაგარი, თუმცა 3D თითქმის არ იგრძნობოდა. იუმორის დოზები მომეწონა.. აი ძალიან მაგრად მოუხდა, თან ყველა სცენა დროული იყო

რობერტ უმცროსი გენიალურია ამ ჟანრშიც, კაპიტან ამერიკას მაგრად ეღადავება. ნუ ჰალკი დასაწყისიდანვე მივხვდი, რომ კულმინაციისას გადამწყვეტ სიტყვას იტყოდა. შთამბეჭდავი მწვანე ცხოველია

. ლოკის მიჩოხანების სცენა ხო საერთოდ. მასე მგონი დიქტატორზე არ მიცინია

. ბატალური სცენები ჰალკის მონაწილეობით ნამდვილად დიდებული იყო, ასევე რკინის კაცი და ტორი. საუკეთესო მებრძოლი ტრიო

თუმცა ტორისთვის ცოტა მეტის დავალებაც შეიძლებოდა.
მოკლედ წადით და ნახეთ ვისაც არ გინახავთ. სიამოვნება გარდაუვალია.
P.S: თუ იცით ამირანში აპირებენ გაშვებას? იქაც წავალ

რაღაც ამირანის 3D უფრო მესიმპატიურება