lasha_mrisxaneარა მეგობარო ეგ ნახატი ჩემთვის მშვენიერი არ არის...
მკვეთრი კონტურები და ფერები არ ნიშნავს კარგ გრაფიკას...
აი უყურე მაგ. 5 cm per second-ს და ნახავ რა არის კარგი ნახატი და გრაფიკა...
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბექგრაუნდი...
გასაგებია რომ ე.წ. "რომანტიკული" ჟანრის ანიმეები არ არის გათვლილი მაღალი მოთხოვნილების მქონე ხალხზე, მარა მაინც.. ეს არ არის იუმორისტული ანიმე სადაც ჩარ დიზაინი, ბექგრაუნდი და სხვა დეკორაციების დამუშავების მაღალი დონე არ არის საჭირო და მარტივი ნახატიც მშვენივრად ჯდება...
იგივე რაც სქრინი დადე, დააკვირდი სად არის ნაგისას თმის ჩრდილები?
რაც შეეხება პერსონაჟების დიზაინს, პირველ რიგში დააკვირდი თმებს, ეს არის პირველი ინდიკატორი თუ რამდენად კეთილსინდისიერად და რა დონეზეა შესრულებული ნამუშევარი... კლანადში ეს არის კოშმარი... არაბუნებრივი თმები, რომელშიც ასევე არაბუნებრივად ჩანს წარბები
პირი, ცხვირი, თვალები... არ მომწონს მე ასეთი სტილი და მომკალი თუ გინდა...
რაც შეეხება იდენტური გარეგნობების პრობლემას, შეიძლება ვინე არც თვლის ტრაგედიად, მაგრამ ჩემთვის ამით ანიმეს ათიდან მინიმუმ 3 ბალი აკლდება..
და ბოლოს, შეგიძლია მითხრა რა არის სიუჟეტის მიზანი თუნდაც პირველ ნაწილში?
ნუთუ რაიმე ღრმა აზრი დევს და მე გამომრჩა?
This post has been edited by nick_el_son on 3 Jan 2012, 22:38