მე ვიტყვი მაშინ ბარემ რატო და რა არ მომეწონა...
უპირველეს ყოვლისა ეს იქნება წესების დაუსრულებელი ცვლა...
უი 2 გადარჩებით, უი ისევ 1, კაი ხო 2 იყოს... საბავშვო ბაღი ხო არაა
მერე მეორე, უსუსტესი არიან პერსონაჟები, მთელი ამ ჟანრის სილამაზე და ინტრიგა არის იმაში რო თუ გაქაჩე დაწერო 15 მაგარი პერსონაჟი დავუსვათ, აი ისეთი რო მაყურებელს მოეწონოს და იფიქროს რო აუ ესეც იმსახურებს გადარჩენას, ესეც... ანუ მთავარი პერსონაჟიდან უნდა იხსნებოდეს აქცენტი და უნდა ზოგადდებოდეს... აქ კიდე ისე იყო გამოყვანილი ვერცერთ პერსონაჟზე ვერ იტყოდი კეტნისის გარდა აუ ნეტა ეს გადარჩესო... ძალიან არამიმზიდველი პერსონაჟები ანუ!
ეხლა რაც შეეხება ამ პიტის თუ რაც ერქვა და კატნისის ურთიერთობას, როგორც კი 2 კაციო გამოაცხადეს მიახტა ეგრევე რომანტიკა გაუშვა... არ ჰქონდათ ეგეთი ურთიერთობა, გეილი თუ ვიღაც ხო ყავდა, არ მიყვარხარო ამბობდა, ძალიან, ზედმეტად, არანორმალურად არაბუნებრივი იყო.
მერე ფინალამდე რო მივიდნენ, კეტნისმა როგორ გადაწყვიტა ესე უცბად სიკვდილი? მე მეგონა თამაშამდე დიალოგში პიტი რო ამბობს "მოვკვდები მაგრამ ისევ ის ვიქნები ვინც ვარ"-ო და ეს რო პასუხს "ეგრე ვერ მივცემ ჩემ თავს ფიქრის უფლებას"-ო, იმას გულისხმობდა რო თავისი დის და დედის გამო ყველა ვარიანტში უნდა მოეგო, ეს სუიციდის გადაწყვეტილება ასე უცბად საიდან მოვიდა?
ან პიტს ხო არ უნდოდა სიცოცხლე, რატო არ ეყო კაცობა რო თვითონ მოეკლა საკუთარი თავი...
კაროჩე ძალიან სუსტად იყო გაკეთებული....
ბოლოსაც რო ჩადიან ის გეილი რატო უღიმის ამ კეტნისს არ მესმის, ან რატო აპატია, ან რავიცი...
მოკლედ წიგნში როგორ იყო და როგორ არ იყო არც შემისწროთ, მე ვნახე ფილმი და დასვკნები გამომაქვს ფილმიდან გამომდინარე
და ფილმი არის უსუსტესი ნამუშევარი კიდევ უფრო სუსტი ფინალით
ფილმს გაწელე გამოწელე 5.5/10 დავუწერო, ისიც ნაცნობობაში