დღეს ვნახე ფილმი "ჩემი იასამნისფერი ღამეები" (My Blueberry Nights). ამაზე მეტად ჯერ ფილმს არ ავუღელვებივარ (რა ვიცი, შეიძლება, დღეს ვიყავი განსაკუთრებით გულჩვილი, არ ვიცი). მეც მინდა, ასეთი იასამნისფერი ღამეები განვიცადო... სრულიად ვიგრძენი პერსონაჟების განცდები. მომენტებში თავი ვერ შევიკავე, ვიტირე...
მომეწონა ფილმის გმირების უბრალოება, ჩვეულებრივი საქმიანობა და დიდი გული...
პატარა მარტივი რაღაცით, რომელიც სხვისთვის არაფერია, ძალიან დიდ ცოდნას რომ იღებ და იმას რომ იგებ, რაც სხვისთვის აბსურდია.
"ვოცნებობდი, გავეშვი.. და როცა გამიშვა, გული საშინლად მტკივა, ამაზე მეტად გულს ვერავინ მატკენდა..."
მართლაც იასამნისფერი გარემო, ღამე, სიმშვიდე, ხან დიდი ხმაურიც, მოცვის ნამცხვარი, გულისტკენა, დაგვიანება, სინანული, სიკეთე, გზის პოვნა, თავისუფლება, თავისუფლება ნეგატიური ემოციებისაგან...
ამ მუსიკის თანხლებით:
რა ვიცი, მე განვიცადე ეს ყველაფერი და კარგი იყო.... Melt me down....
რა ვიცი, ახლა მივხვდი, რომ ხელოვნებაა ყველაფერი და ხელოვნებისათვის ღირს ცხოვრება..
This post has been edited by Champagne_Supernova on 1 Oct 2011, 22:43