Downloadმიშელ უელბეკის გენიალური წიგნის გასაზიზღრება!!!
ჩემი ერთ ერთი ყველაზე საყვარელი წიგნია და რაც Oskar Roehler - მა ამ ნაწარმოებს დამართა პირად წყენათ მივიღე, ასე რომ ვიქნები ძალიან კრიტიკული და უმოწყალო

რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია რომ რომანის ეკრანიზაცია ხშირად თითონ რომანს კონკურენციას ვერ უწევს, მაგრამ ფილმმა წიგნი არ უნდა გააფუჭოს,
ჩემი აზრით ვინც ამ ფილმს ნახავს (წიგნის წაუკითხავად) წიგნზე არასწორი შთაბეჭდილება შეექმნება და შესაძლოა აღარც წაიკითხოს, ან თუ წაიკითხავს ისე, ინტერესის ამბავში.
უელბეკი არის ექსცენტრიული, ამაზრზენი, რასისტი, კომპლექსარიკი და აქედან გამომდინარე ძალიან მაგარი.
Oskar Roehler - ი არის ჩოგანი, კონსერვატორი გერმანელი, აიღო ეს გენიალური ნაწარმოები და რაღაც გერმანული ძღრენი დატოვა მისგან, პლიუს ამას საერთოდ რატო გადაწყვიტა გერმანელმა ამ წიგნის ეკრანიზაცია?
ჯერზინსკის (მთავარ გმირს წიგნის მიხედვით)

- აი ეს თამაშობს (Christian Ulmen) ყველა როლი შეიძლება ამ ტიპს მოარგო მარა არა ჯერზინსკი, იმიტო რო ჯერზინსკი თითონ უელბეკია, ბრუნოს (რომელიც ფილმში რატომღაც მთავარი პერსონაჟია) Moritz Bleibtreu

თამაშობს, ძალიან მაგარი მსახიობია პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ბრუნოს ტიპაჟიც არ არის...
ბევრი რო არ გავაგრძელო და მარტივად გავანადგურო ფილმი ეგრე დავამთავრებ - წიგნის მთავარი სათქმელი, მთავარი იდეა და ის რის ამოც ეს წიგნი მიყვარს ფილმის ბოლოს ტიტრებში იყო ნათქვამი.
ვსიო მოვრჩი
This post has been edited by jean luc godard on 27 Aug 2011, 14:54