
ეხლა მოვრჩი ყურებას და აცრემლიანებული ვცდილობ რამის დაწერას
პირველ რიგში მადლობას მოვუხდი იმას ვისგანაც შევიტყვე ამ მშვენიერი ფილმის შესახებ (აქედან)
ფილმი იყო უჩვეულოდ ძალიან კარგი და ამავდროულად ძალიან რთული, თავიდან ბოლომდე დაფუძნებული ადამიანურ გრძნობებზე, სიყვარულზე, ცხოვრების რადიკალურად 180 გრადუსზე შეცვლაზე შეუღლებაზე, ცხოვრებაზე უჩვეულო გარემოში, ამ ცხოვრების ასე თუ ისე ათვისებაზე და ბოლოს დაშორებაზე...
ძალიან ლამაზი ფილმი იყო, კადრებითა, თვითონ ხალხით და მუსიკალური оформлением (ამოვარდა თავიდან ეს სიტყვა)
ვითომც და რარაცა აკლდაო ეხლა ვფიქრობ, მაგრამ იმას თუ გავითვალისწინებთ რომ სცენარი არაა და ავტობიოგრაფიაა მაშინ ცოტა კი არა არაფერიც არ აკლდა და ნამეტანიც კი იყო, იმიტომ რომ ყველა ფილმზე ცრემლი არ მომდის თვალებზე

ულამაზესი კადრი და მომენტი იყო, რომლის ნამდვილ ცხოვრებაში "თამაში" ძალიან რთულია და ერთეულ არაადამიანებს თუ გამოსდით მარტო

ესეც ძალიან ლამაზი კადრი იყო, რომელიც არ ესაჭიროება არავითარ კომენტარს

ეს კი ფილმის დასასრულისკენ (ბოდიშით მთელი სპოილერიი ჩამოვწერე, მარა ვერ შევიკავე თავი) როცა ეტყვის მე ვიცი რომ შენ აღარასოდეს დაბრუნდებიო და ამ სიტყვების მერე (ეხლაც ცრემლი მადგება რომ ვწერ) უბრალოდ ის გავითვალისწინე რომ სძინავთ სახლში თორე ვიღრიალებდი ტირილით...
ნამდვილად კარგი ხანია ასე ფილმისთვის არ მიყურებია
10/10 * * *
თქვენ იკაიფეთ ისე გავერთე რომ სიგარეტის მოწევაც კი დამავიწყდა
თუ გახსოვთ ჩემი სიტყვები იმაზე თუ რა არის კარგი ფილმი, გაგახსენდებათ ფილმის და სიგარეტის ჩემი დამოკიდებულება და რა შემთხვევაში ვერ ვეწევი სიგარეტს