წეღან გადავიმეორე ძველი.

თან ვსვამდით,თან ბლეიდ რანერს ვუყურებდით
ღმერთის სადიდებელი ვთქვით,ტაირელის სახით.
ყველა იმ ანდროიდისა დავლიეთ,რომელსაც უბრალოდ სიცოცხლე უნდოდა,
როის მოსაგონარი დავლიეთ,აქაც კაი კაცი იყო,იქ ნათელი დაადგება.
ჩვენი ადამიანობის დავლიეთ.
დეკარტის სახით,გაჭირვებულებისა დავლიეთ.
რეიჩელისა დ დეკარტის სიყვარულის თამადობით,ყველანაირი სიყვარულის დავლიეთ
მეგობრებისა დავლიეთ,ლეონის თამადობით
და ბოლოში გოსლინგისა დავლიეთ,როგორც დაშლა-არ მოშლის
მაგრამ სერიოზულად რომ ვთქვათ,სრულყოფილებაა,აი ვერ შეედრება ეს ახალი.
პირველ რიგში საუნდის გამო,ვაბშე ყველანაირ ხმას ვგულისხმობ,მსახიობების ხმას,გარემოს,მუსიკას.ყველაფერი ისეა ერთმანეთში შერწმყული,რომ უკეთესი არ შეიძლება
უბრალოდ დიალოგებს დააკვირდით,ყველა ხმას როგორი ექო გასდევს.ამას დამატებული ვანგელსის მუსიკა და რაღაც რანდომ ხმები.ტექნიკის,წვიმის ან ქალაქის.ისეთ ჰარმონიას ქმნის,რომ ვაბშე ცალკე მუსიკა იქმნება კიდე მაგედან.
მაგალთად გაფი რო ყვირის ბოლოში, "its too bad,she wont live" რა მაგარია,პროსტა უყურეთ კიდევ ერთხელ.
მაგის მერე ვიზუალი მოდის,ასეთი დეტალური,ასეთი რეალური,ასეთი ნაფიქრიი.მეორე არ ვიცი,ისევ ელიენი ალბათ.
და მესამე ქალაქი.ქალაქი იმენა ცალკე პერსონაჟია.შეიძლება,რომ დაჯდე და უბრალოდ ქალაქის პეიზაჟებს და სცენებს უყურო.როგორ მოძრაობენ კრიშნისტები შუქნიშანზე.როგორ ჭამს ხალხი.როგორ მოძრაობს ათასნაირი მანქანა და ველოსიპედი ერთმანეთშიი.
სიუჟეტი და ფაბულა იმენა მეასეხარისხოვანია ამ ფილმში და დაჟე ზემოთჩამოთვლილებთან შედარებით,მაგრად იჩრდილება
მაგრამ,მაგრამ.ყველა დიალოგი არის ძალიან მაგარი.