პირველად რომ ვნახე პირველი ფილმი, 6 დავუწერე იმდბ-ზე,ძაან დამაძინა,მაგრამ ცოტა რომ მოვიზარდე,ისტორიაში ჩავეფლე,გამოცდილება დავაგროვე,-ახლა უფრო მომეწონა და 8 ქულამდე ამოვწიე,კარგი ფილმია,კარგი ატმოსფერო აქვს.
აი ვილნევის ნაგავს კი რაც შეეხება,მაგ ფილმის ყურებისას აი უბრალოთ ისეთი რამ გავაკეთე,რაც ცხოვრებაში არ გამიკეთებია - ავიღე ფურცელი და დავიწყე ფილმის კრიტიკული მინუსების ჩამოწერა(15 დამიგროვდა),-უბრალოდ ისეთ დონეზე გამაოგნა ეკრანზე ნაჩვენებმა სიდებილის ზეიმმა რომ დღემდე ვერ გამოვდივარ.მერე კიდე მეორე შოკი ის აღმოჩნდა,რო ამ კვერცხობას თურმე ფანებიც ჰყოლია
ფილმი არის უბრალოთ მეორეხარისხოვანი პაროდია და აი უნაგლესი პლაგიატი რამდენიმე ცნობილი ფილმიდან.პირველი ფილმი შეიძლება ერთ ნახვაზე ძაან არ მოგეწონოს,ჩემ თავზე მაქ გამოცდილი,მაგრამ ერთ რამეს ვერ წაართმევ და ობიექტურად ყველა აღიარებს: პირველი ფილმი იყო ორიგინალური,ორიგინალური იდეებით და ორიგინალური ატმოსფეროთი,ამის მერე გახდა კიბერპანკი პოპულარული და დღემდეც კი ბაძავენ იმ პირველი ფილმის ატმოსფეროს და იდეებს.ხოლო ვილნევის ფილმში პლაგიატის ხილვა უბრალოდ უპატივცემულობაა აი იმენა მინიმუმ რაღაც ახალი იდეები ხო უნდა იყოს არა,რომ ორიგინალი ფილმის დონეზე იყოს მინიმუმ,უბრალოთ უყურეთ პირველ და მეორე ტერმინატორს,მეორე ტერმინატორი იმიტომ გადაიღო კემერონმა,რომ რაღაც ახალი ჰქონდა სათქმელი და თქვა კიდეც,ორივე ფილმი კლაისკაა(მერე კი დაიწყო ფრანშიზის გაუპატიურება,მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა)
გრაფიკაზე ხმა არ ამოიღოთ,არაფერი უნიკალური არ არის ვაფშე ამ ფილმში,კიი ხარისხიანია,ბაზარი არაა,მაგრამ არაა დასამახსოვრებელი,აი ვაფშე,2004-ში გამოსული "მე,რობოტი" უფრო დამამახსოვრდა ვიზუალურად,ვიდრე "ეს".
კიდევ ბევრი შემიძლია დავწერო მართლა,მარტო ორ სერიოზულ პრეტენზიას დავწერ,უბრალოდ ჯერ ლიგაზე ვწერ რეცენზიას,არ დაეტია,შევამოკლე მაინც არ დაეტია პოსტში და ჩავამთავრო მინდა
პირველი:
ნებისმიერი,აი ყველაზე უინტერესო ფილმის პირველი ნახევარიც კი შეიძლება სრულიად შეიცვალოს ბოლოსკენ და შედევრადაც კი იქცეს,თუ მაგარი დასასრული ექნა.ანუ იმის თქმა მინდა,რომ თუ ფილმი საჭირო ადგილას მთავრდება და თავის სათქმელს ამბობს დასასრულში და მთელი ფილმი აქეთკენ მიდის,მაშინ ყველაზე ცუდ ფილმსაც კი შემიძლია ტაში დავუკრა.ასეთი ადამიანი ვარ.აი ფილმის დასასრული ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის და ამიტომ არის ჩემთვის ფილმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი(ამ მიზეზით ვერ ვიტან სერიალების 95 პროცენტს)
ეს ფილმი იცით სად უნდა დამთავრებულიყოო? აი როდესაც გოსლინგის გმირი ჰარისონის გმირს მიიყვანს და ჰარისონი შევა და გოსლინგი კიდე კიბეზე რომ გაწვება.აი მანამდე ხო იმენა ორთქლმავალივით ვდუღდი და ვაგინებდი ფილმს რა,მაგრამ აი ამ მომენტში გავჩუმდი.თან რამდენიმე კადრი რომ იყო გოსლინგის,ზემოდან რაკურსი გვერდიდან და მუსიკა,ფერები აი უბრალოთ ძალიან ჩამთრევი მომენტი იყო რა,ახლაც მახსოვს ემოციები და აი აქ ტიტრები რომ წასულიყო,აი უყოყმანოდ 6-7 ქულას დავწერდიდ ა ვიტყოდი,ნუ ნორმალურია რა,ერთხელ სანახავად წავა,დასასრული იყო კარგი-მეთქი.უბრალოდ სცენარული კუთხითაც ძაან გენიალური მომენტი გამოვიდოდა,უბრალოდ დაფიქრდით- ჰარისონის გმირი როდესაც გამოჩნდა კადრში,ნუ,პირველი ფილმის მთავარი გმირი იყო და გგონია,რომ მთელი პარადი უკვე ამ მომენტიდან მაგას მიყავს და მაგისი ისტორია იქნება დარჩენილი ფილმი,მაგრამ კიბეზე რომ გოსლინგი გაწვება და აქ რომ დამთავრებულიყო ფილმი,აი უბრალოდ მაგარი აზრიანი გამოვიდოდა-თურმე გოსლინგის გმირზე ყოფილა ეს ფილმი,მან თავისი მისია შეასრულა,ჰარისონსაც კი არ გაუფუჭა განწყობა,არ შეაწუხა თავისი ჭრილობით(მგონი დაუმალა ჭრილობა,აღარ მახსოვს,შეიძლება ვცდები,თუმცა არაუშავს) და ასე მშვიდად,თოვლის და ნაზი მუსიკის ფონზე უშფოთველად "დაიძინებს"....აი უბრალოდ ძაან ატმოსფერული მომენტია და აქ უნდა გაშვებულიყო ტიტრები,მაგრამ რეჟისორს კვერცხები არ ეყო ამისთვის...(თან პირველი ფილმიც,ორიგინალი მონტაჟი,მსგავსი ატმოსფეროთი მთავრდება,ანუ ჰეფი ენდი არაა რა,ბანალური) და აი ძაან უკვერცხო და უნიჭო უნდა იყო რომ ეს მომენტი ვერ იგრძნო და თან გააფუჭო....
და რეჟისორმა იცით რა ქნა? უბრალოდ კი არ გააფუჭა,აი უბრალოთ სამარცხვინოდ გააფუჭა.ყველაფერში კი მარველია დამნშავე.
დიახ,მარველი!მარველი სუკა მარველი!
ხო იცით,რომ მარველის ფილმები ყველა ასე მთავრდება-რაღაც "ქლიფჰენგერის" პონტის სცენაა,ტიტრების მერე,სადაც შემდეგი ფილმის დატიზერება ხდება რა,მაგრამ ჯანდაბა! მარველს თავიდანვე უნდოდა თავისი უნივერსის შექმნა,ყველა დანარჩენმა კომპანიამ დაიწყო ამის კოპირება,ყველას მოუნდა თავისი "უნივერსი" და არ მეგონა რომ ვილნევი იკადრებდა ასეთ "მარველშიკობას". აი უბრალოდ ატმოსფერული,ძლიერი მომენტი გააფუჭეს უნიჭო სანტა ბარბარით,სერიალივით-იი ჩემი შვილი ხარო ჰარისონი ეუბნება იმ გოგოს და ბაც აქ მთავრდება ფილმი! დაელოდეთ შემდეგ ფილმს! ბლეიდ რანერისგანაც შევქმნათ "უნივერსი" ! ბლააააად!
ეს ხომ ხელოვნების ნიმუშია არა? მაღალბიუჯეტიან არტჰაუსი? ვილნევი ხომ ხელოვანია? ხელოვანი არ ბაძავს ტრენდებს,კომერციული კინო ჰკიდია და ა.შ. და უბრალოდ პირველი ფილმი ხო არის ორიგინალური ყველანაირად,და მე ის მაინტერესებს,ვაფშე რატო მოუნდათ ამის გაგრძელება,ფულის გამო? ხო ფულის გამო,ახალი იდეები ნოლია და უბრალოთ ვილნევი რატო გაერია ამაში ვერ ვხვდები,სხვა რეჟისორს რო გადაეღო დიდად არ შეიცვლებოდა არაფერი,ვილნევის ერთიორი ფილმი მომეწონა და ასე მგონია ორიგინალური რეჟისორია,ხელოვანია და რამე და ტიპმა რა სამარცხვინო რამე დადო,მარველის მიბაძვის შემდეგ როგორ უნდა გქონდეს პრეტენზია რო მაღალინტელექტუალურ კინოს იღებ
და მეორე ყველაზე დიდი პრეტენზია არის,აი ის მომენტი,ის ვირტუალური გოგო მეძავს რო დაიქირავებს და რაიან გოსლინგს ეჩალიჩება.უბრალოთ არის ერთი ფილმი,სპაიკ ჯონზის "her",ხოაკინა თამაშობს და ძალიან მიყვარს ეგ ფილმი,მანდაც არის ასეთი სცენა და უბრალოთ როცა ამ ფილმში ვნახე,ჯერ საკუთარ თვალებს არ დავუჯერე,ასეთი ნაგლი,უპრინციპო და ახვრული პლაგიატი ჯერ არ მინახავს კინემატოგრაფიაში,უბრალოდ ოლდბოივით ჩაქუჩის აღება და კბილების ამოცლა მომინდა რეჟისორისთვის.იმდენად გამაცოფა ამ თემამ.
ვსიო მეტს აღარ დავწერ(არც deus ex machina მომენტებზე და არც არადამაჯერებელ ექშენზე,ბე კატეგორიის ფილმებში რო იყო) ,ლიგისთვის ვინახავ ძალებს,-შეიძლება სტუდიას უნდოდა გადაღება და გადაიღებდა კიდეც,შეიძლება ზოგის აზრით ვილნევმა გადაარჩინა ფილმი უხარისხობისგან,მაგრამ ჩემი აზრით უარესი გააკეთა,-რადგან სტუდიაზე ცუდი არაფერი უთქვამს,პირიქით,სტუდიამ ყველანაირად შეუწყო ხელი და ესე იგი ფილმში ყველაფერზე ვილნევია პასუხისმგებელი,ასეთი სიდებილის ზეიმი.
* * *
ოთხი წელი გავიდა ლამისაა და ისევ ისე მიშლის ნერვებს