პროცენტულად ბევრ ფილმს ვუყურე, ანუ კრიტიკოსების მიერ ფავორიტებად დასახელებულებეს ვგულისხმობ.
ასევე არ ვთვლი უცხოურ ფილმებს. (არა ამერკიულს)
bridesmaids- ვერ გავიგე ამ ფილმის ჰაიპი. ერთი ორი გავიცინე და მორჩა ფილმი. საერთოდ თავიდან გამიხარდა რომ ძლივს კომედიური ჟანრის ფილმს ბედმა გაუღიმათქო, მაგრამ ნახვის შემდეგ ჩემი აღფრთოვანებამ დაღმასვლა განიცადა.

Drive- ერთხელ სადღაც უკვე დავწერე და განვმეორდები joke, განსაკუთრებით რაიანის წარდგენა როგორც საუკეთესო მსახიობი.
Tree of Life- ლამაზი სურათების კოლაჟის იქეთ ვერაფერი ვერ მივიღე, წლის ერთ-ერთი ე.წ overrated ფილმია. თუმცა ბოლოს რასაც გადავხედე უმეტესი ჩამონათვალებიდან ამოაგდეს და ჩაანაცვლეს GWTDT-თი, რაც თავისთავად კიდევ უფრო გაუგებარია. დრო ცოტა გავა და ვგონებ ეს ფილმიც ამოვარდება ზემოთ ხსენებული სიებიდან. ეხლა რაღაც პოსტ დეკემბრის რელიზის ეიფორიას აქვს ამბავი.
Rango-ომ Tintins რომ აჯობოს რწმენას დავკარგავ,მაგრამ ამ შემთხვევაში ვაღიარებ რომ სუბიექტური ვარ. ორივე კარგი ფილმია, უბრალოდ ტინტინი უფრო ახლოა გულთან. ჩემთან და 70 წლის ბაბუებთან ალბათ, tintin in the land of the soviets პირველემბა ვინც წაიკითხა იმათ

ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი სამწუხაროდ დიდად ამ სიებში არ ბრწყინავს, მაგრამ აქა-იქ მაინც გამოანათებს ხოლმე, და ზოგადი სიყვარული კრიტიკოსების მხრიდანაც არის. Beginners-ზე ვსაუბრობ.
The Help- მეზარება ამ ფილმზე საუბარიც კი, თუმცა მესმის რატომ შეიძლება იზეიმოს გამარჯვებით. + კარგი სამსახიობი შემადგენლობა ფილმს აძლიერებს.
The Artist- ჯერ არ მინახია, მაგრამ რაც ვნახე ტრეილერებიდან და ა.შ საინტერესო ჩანს. თან როგორც ვიცი გაზაფხულს გამოვიდა ხო? და სტაბილურად ფილმი დადებით შეფასებებს იღებს არა მარტო კრიტიკოსებისგან (რომელთა აზრიც იდეაში ძალიან მარტივად შეიძლება დააიგნორირო) ასევე მაყურებლისგან.
HP pt2 -ძალიან მომეწონა, ეხლა არ მომაჭამოთ თავი რა საოსკარეაო, არაფერზე არ მაქვს პრეტენზია, მაგრამ მთელი 10 წლიანი მაგიური კინოსთვის რაღაცას მაინც იმსახურებს ჩემი ღრმა რწმენით!
მოკლედ ესე რომ წავიდე იმდენს დავწერ თქვენ კი არა მეც დამეზარება საკუთარი პოსტის გადაკითხვა

Midnight in Paris, Descendants , 50/50 Project Nim,Win win ეს რაც ვნახე ყველა მომეწონა და Hugo მაქვს წინ კიდევ საყურებელი. მე გამოვდივარ "ჩისტა" კარგად გატარებული 2 საათისა და სასიამოვნო კინო გამოცდილებაზე დაყრდნობით. სიღრმეები , პეროები და ა.შ ჩემი ამბიცია არ არის და არც არასოდეს ყოფილა. თუმცა ეგ ხალხიც მევასება, ოღონ კინოზე როცა არ მესაუბრებიან მაშინ