ახალი სულ ციცნხალი და რაღაცა აბსურდული ნიუსი.
"ოსკარის" ცერემონიას ჰოლი ბერი წაიყვანს
ამერიკული კინოაკადემიის პრემიის, ”ოსკარის” გადაცემის ცერემონიას, რომელიც 2012 წლის 26 თებერვალს გაიმართება, ჰოლი ბერი წაიყვანს.
მსახიობი ყველაზე პრესტიჟული კინოპრემიით 2001 წელს, სურათში "მონსტრების მეჯლისი" მთავარი როლის შესრულებისთვის დააჯილდოვეს. "ოსკარის" 84-ე ცერემონია ჰოლივუდის კინოთეატრ Kodak-ში ჩატარდება და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გადაიცემა.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ცერემონიას მსახიობი ბილი კრისტალი წაიყვანდა, რომელმაც ეს მისია უკვე რვაჯერ შეასრულა.
ოსკარის გადაცემის ცერემონიაში პეს უგიც მიიღებს მონაწილეობას, რომელმაც პოპულარობა ფილმ "არტისტში" ("The Artist") შესრულებული როლით მოიპოვა. ფრანგი რეჟისორის მიშელ ხაზანავიჩუსის ეს სურათი ათ ნომინაციაზეა წარდგენილი, მათ შორის, როგორც "საუკეთესო ფილმი".
2011 წლის ზაფხულში 84-ე ცერემონიის წამყვანად კომიკოსი ედი მერფი შეარჩიეს. ნოემბერში მან ცერემონიის წაყვანაზე უარი განაცხადა, რადგან "ოსკარის" პროდუსერის თანამდებობა ბრეტ რეტნერმა, სექსუალური უმცირესობის მიმართ არაკორექტული საჯარო განცხადებების გამო დატოვა. მსახიობმა მას სოლიდარობა გამოუცხადა.
წყარო/Source:
http://geo.ambebi.ge/kultura/47716-qoskari...l#ixzz186jkozkC