პიერ რიშარი ქართულ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს
გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმის ”სიმინდის კუნძულის” გადაღებები მაისში დაიწყება. როგორც თავად რეჟისორმა რადიო ”ფორტუნასთან” განაცხადა, გადაღებები დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთ მდინარეზე იქნება და სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
ფილმი 4 ქვეყნის ქართული, ფრანგული, გერმანული და შვეიცარიული წარმოებაა.
სცენარის ავტორი თავად გიორგი ოვაშვილი, ნუგზარ შატაიძე და პოლონელი რულოვ იან მინები არიან.
ამჟამად ფილმისთვის მსახიობების შესარჩევი კასტინგი მიმდინარეობს. როგორც რეჟისორმა რადიო ”ფორტუნასთან” საუბრისას აღნიშნა ერთ–ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ფილმში შესაძლოა პიერ რიშარი იყოს. მისივე თქმით ამჟამად მსახიობის ჩამოყვანაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ფილმში ასევე ცნობილი თურქი მსახიობების მონაწილეობაც იგეგმება..
ფსიქოლოგიურ დრამაში სულ მონაწილეობას 12-13 მსახიობი მიიღებს.
”სიმინდის კუნძულზე” მოვლენები მდინარე ენგურზე ვითარდება. ქრონომეტრაჟი 90 წუთია. ბიუჯეტს რაც შეეხება, როგორც რეჟისორმა განაცხადა, ის საშუალო ბიუჯეტიანი ფილმი იქნება.
გიორგი ოვაშვილმა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა,ხოლო 2006 წელს ნიუ-იორკის კინოაქკადემიის რეჟისურის კურსი გაიარა.
მისი სარეჟისორო ნამუშევარია მხატრვრული ფილმი ”გაღმა ნაპირი”.რომელიც კინოეკრანებზე 2009 წელს გამოვიდა.
ასევე ”კავშირი” (2005) ”მზერის დონეზე” (2004) ვაგონეტი(1996)
მან ფილმისთვის ”ზღვის დონიდან” ნიუ იორკის კინოაკადემიის პრიზი და ოდენსეს საერთაშორისო კინოფესტივალზე ”ბერლინარე 2005 ” ჟიურის სპეციალური პრიზი მოიპოვა.ასევე ფილმისთვის ”ვაგონეტი” საერთაშორისო კინოფესტივალზე ”მოლოდოსტი” ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა.