George Best 
შარშან იყო აქ მახსოვს რომელიღაც თემაში წივილ-კივილი, ან ოსკარების თემაში, ან სხვაში,
რო უტატატა რა არის ეს ფილმები აღარ ვარგა, რა კინოებს იღებენ და ბლა ბლა. მაშინაც გავატრაკე და ახლაც ვამბობ, რომ
იღებენ არადა კაი კინოსაც, არც ეგრე ცუდადაა საქმე. ცოტაა, მაგრამ არის. იშვიათი როა ის კაი კინო და ყველაზე ხშირად
გამოყენებადი ქართული საიტების პირველსავე გვერდებზე რო არ ჩითავს ამ ფილმების ბმულები, მაგას
გულისხმობენ ალბათ კაი კინო აღარააო. კაკ მინიმუმ მანამ არ ვიწუწუნებ კაი კინო აღარაა-მეთქი, სანამ ძველები
ჯერ კიდევ მილიონ ტრისტა ფილმი მაქვს დარჩენილი სანახავი. მოკლედ, მე ვიპოვე ჩემი და ჩემი ეგოს თვითკმაყოფილების
ზღვრული წერტილი - ძველი ფილმების უნახავი ბაგაჟი. და გავსხივოსნდი

ცხოვრების ბოლომდე ხო გამოვიზოგავ, იქამდე კიდე ხო ბევრ კაი ფილმს გადაიღებენ, პლუს საყვარელ ფილმებს ხო კიდევ ბევრჯერ ვნახავ
და ვიკაიფებ და მოკლედ ვგულაობ. და რატომ უნდა მინდოდეს სულ ახალ-ახალი და მეტი, და რატომ ვიყო უკმაყოფილო, ვერ ვხვდები.
მერე ეგ წუწუნი პოზაში და სნობობაში გადამეზრდება და ჩემ ეგოს კიდე ეგ უნდა? :დ
მორალი: მართლები იყვნენ უფროსები, ბავშვობაში რო გვეუბნებოდნენ ტკბილეულზე, ნუ დახსნით და შეჭამთ ერთიანად,
ვერც გემოს გაიგებთ, ვერ მოინელებთ წესიერად და სტუმრებიც რო მოვლენ, აღარაფერი გექნებათო
პ.ს. მაგაზე გამახსენდა, სადღაც 7-8 კლასში ვიყავით დოჩანაშვილი რომ მოიწვიეს ჩვენს სკოლაში.
მე "იგი"-ს მეტი არაფერი მქონდა მაშინ წაკითხული დოჩანასი. ჩემი ძმაკაცი მაგარი ფანი იყო და მეტი ქონდა მისი წანაკითხი
და შუა შეხვედრის დროს ეუბნება _ ბატონო გურამ, ბედნიერია ის ვისაც თქვენი წიგნები არ წაუკითხავსო. მასწავლებელები გაშრნენ!....
ბავშვებისთვისაც კი ადვილად შესამჩნევი იყო, რომ დოჩანა ცოტა გადაკრულში იყო, ეგრევე თვალები დააბრიალა და სანამ კითხავდა _
რაო რა თქვი შე ლაწირაკოო, იქმადე დაასწრო და დააბოლოვა ჩემმა ძმაკაცმაც _ იმიტომ რომ მათი წაკითხვის ბედნიერება წინ აქვსო.
მასწავლებლებმა ამოისუნთქეს და დოჩანასაც კეთილად გაეცინა
This post has been edited by SCO on 3 Jan 2017, 11:22