როგორც ჟორჟ პოლტიმ დაგვიბარა არსებობს სიუჟეტის განვითარების მხოლოდ 36 ვარიანტი და უკანასკნელი 120 წლის განმავლობაში უკეთესი ან უფრო მრავალფეროვანი ვერავინ შემოგვთავაზა. ასე რომ პროგნოზირება საკმაოდ ადვილია.
ფილმის ბოლო ხუთი წუთი საჭირო არცაა, ტრეილერით ყველაფერია ნათქვამი, მაგრამ მთავარი მაინც ხედვა და საინტერესო ხერხებია.
უნდა ვაღიარო უკეთესს ველოდი, ფილმის შუა ნაწილი გაწელილია და საერთოდ დასაწყისში აღებული ტემპი შემდეგ საკმაოდ დუნე ხასიათს იღებს.
კარგი კადრებია სარკეებით, ჩვენი "სარკიანი" თემისთვის ახალი მასალა გვაქვს

ასევე იყო საინტერესო ჩრდილებიც. კარგი მუსიკაა, მსახიობების კარგი თამაშით მოცემული ეპოქისთვის დამახასიათებელი მიმიკებით, რაც მეტ ხიბლს მატებს ფილმს. თუმცა ვერ ვიტყვი რომ განსაკუთრებული აქტიორული ოსტატობა ვნახე.
ფილმის ძირითადი კოზირი მომგებიანი თემაა, ფილმი კინოს სიყვარულზე კინოს მოყვარულთათვის, კინონოსტალგია, რომელიც გარკვეულ მოვლენებთან ასოცირდება. მაგალითად საინტერესო მიგნება იყო ჭიქის ხმა ხმოვან კინოს გამოგონებასთან კავშირში. რაღაცნაირად ჩაპლინის "ახალი დროება" გამახსენდა რომელიც ჩარლიმ პრინციპულად მუნჯი გადაიღო გახმოვანების საინტერესო დეტალებით.
იმედგაცრუებას პირველ რიგში იწვევს ის, რომ ფილმის ყველაზე საინტერესო და ლამაზი მომენტები ტრეილერშია შეტანილი და ფაქტიურად მსგავსი კადრები სიურპრიზად თითქმის აღარ გვხვდება.
This post has been edited by მონიკა on 22 Jan 2012, 22:39