ფილმი დეტალურად ვითარდება, მთლიანობაში ცოტა გაწელილია. ფაინალ მომენტში რაღაც მეტი ეპიკურობა და სიმძლავრე მინდოდა. აჩვენეს ფილმი - ეს კაცი უცბათ შეიცვალა, გაუქრა გულისტკივილი , წვეულება კარგი ამბები და ჰეფი ენდინგ. მეტ დაძაბვას ველოდი.
თუმცა ეს ფილმი დასაწყისიდანვე აღვიქვი ზღაპრად, პირველივე კადრზე ანიმაცია მეგონა. დიდებული კადრები, ბავშვების თვალებიდან დაწყებული - მთლიანი პარიზის ესთეთიკა, ნისლი, თითქოს სრულიად ჩვეულებრივი დეტალებიც როგორი ლამაზად არის ნაჩვენები.
ამ საოპერატორო ნამუშევარმა გადამაგდო იმ პარიზში, რაღაც მეჯიქალ შეგრძნება მოიტანა. მაგიური, უმშვენიერესი ქალაქი. თავისი ყველა წვრილმანით ულამაზესი.
ფილმის ერთ-ერთი დანიშნულება ესაა მაგიურ სივრცეში შეგიყვანოს, იმ დროის პარიზი ადამიანის თვალით დანახული ასეთი ლამაზი არ იქნებოდა.
ისე ის სიზმარი რომ ყოფილიყო რეალობა, ასეთი განვითარება მეტად დამაინტერესებდა. ეს ბიჭიც მექანიკური რომ აღმოჩენილიყო

პინოქიოს დაემსგავსებოდა, მაგრამ საკუთარ თავში ამის უეცარი აღმოჩენა შემაჟრჟოლებელია.
როგორც მაგიური ანიმაცია მშვენიერი ფილმია, ამ კადრების გამო ღირს ფილმის ნახვა.
This post has been edited by rati nwt on 11 Sep 2014, 02:22