მე ძალიან ვისიამოვნე ფილმით და ვფიქრობ ერთადერთი ფილმია, უფრო სწორედ მთლიანად ტრილოგია, ერთადერთია თანამედროვე ქართულ კინოებში, რომლის ყურებაც ღირს. პლიუს ამას, ქართულ რეალობაში კი არა, უცხოურ ფილმებშიც იშვიათია ისეთი შემთხვევა როცა ფილმის მე-2 და მე-3 ნაწილი იმედებს არ აცრუებს. გადასარევია და შედევრიათქო არ ვამბობ, მაგრამ ძალიან აზრიანი, ნორმალურად გადაღებული, იუმორით კარგად გაჯერებული, გემრიელად საყურებელი ფილმია

და სიმართლე გითხრათ გამიკვირდა ეხლა რომ წავიკითხე რამდენიმე პოსტი იმაზე რომ თურმე გაზვიადებულია ხაზგასმა სიტუაციის შეცვლაზე 90-იანების მერე

არ ვიცი რამდენი წლის ხართ ვინც ასე ფიქრობთ, მაგრამ ეჭვი მაქვს 90იანები არ გახსოვთ კარგად, რადგან 90იანებთან შედარებით ეხლა რაც არის მართლა ევროპაა

და კრიმინალზე, და არადემოკრატიულ ელემენტებზე არაა აქ საუბარი, მეც ვიცი რომ ესენი კიდევ არის თან მძლავრად, მაგრამ ცვლილება, მითუმეტეს გარეგნული, საოცრად დიდია, და ფილმში გაზვიადებულად კი არა პირიქით საკმაოდ "ტონკად" არის გადმოცემული გოგლიკოს მიერ ამ ცვლილებების აღქმა (თუნდაც პოლიციაში რომ შედის, ნომერს უკვეთავს და რა კარგად მოწყობილხართო

) ) ჩემთვისაც კი ძალიან თვალშისაცემია ცვლილება და 16 წელი პატიმრობაში მყოფი ადამიანისთვის როგორი იქნება, ვერც კი წარმომიდგენია
Keep things at arm's length. If you let anything come too near, you want to hold on to it. And there is nothing a man can hold on to.