მეორედ ნამდვილად ვეღარ ვუყურებ.
სამერს რაც შეეხება, მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თვითონაც არ იცოდა, რა უნდოდა. ძალიან არ მომეწონა ეგ პესონაჟი.
მე იმ მომენტზე ვიხალისე, უფროსი რომ დაიბარებს იმ ბიჭს და მისალოცი ბარათების წერა აღარ გამოგდის და სამგლოვიაროები წერეო.

ძალიან კარგი ფილმი იყო. ყველაფერი რაც ხდებოდა ისეთი ბუნებრივი ჩანდა: მზრუნველი დედა, რომელიც თავისი შვილების დედინაცვალზე ეჭვიანობდა, მამა, რომელიც მზად იყო ბავშვების ხათრით ყველაფერს დათანხმებოდა, "დედინაცვალი",რომელიც სწავლობდა როგორ უნდა გამხდარიყო კარგი დედა და რაც მთავარია, ბავშვები, რომლებიც გიჟდებოდნენ დედაზე.
მე ძალიან მომეწონა.