ამიგო,
სხვა უფრო კომფლიქტურ და არამდგრადი ნერვების მქონე ტიპს არ ვეტყოდი,
მაგრამ შენ შემოგბედავ და არც გეწყინება ალბათ თუ გეტყვი,
რომ ჯობს ისევ რუსული კინოს თემას დაუბრუნდე ან უცნაური თემები ხსნა მამაძაღლ ფილმებზე

ისე კი, შენც გპასუხობ ფაქტიურად ქვემო პოსტით.
daniel_kowalskiთავადვე ამბობ _ მონების გამყიდველებიო,
საყვარელი მოხუცები იყვნენ და დაგენანა?:დ
ფულზე 5 წუთში გაყიდეს ყველა და ყველაფერი.
ტარანტინოს ფილმების რატომაც მიყვარს, ყველაზე მთავარ 5 მიზეზში დავასახელებ იმას,
რომ ეგეთ გმირებს ახოცინებს უცერემონიოდ, ხელისაუკანკალებად,
ისე რომ შეიძლება მაყურებელმა გაიფიქრო _ ეე, მოიცა, ასე ადვილადაც არ მინდოდა ახლა ამის სიკვდილიო :დ
ლეოს დას რაც შეეხება, აი მაგ მომენტზე იმდენი ვიცინეთ და მე და ჩემმა მეგობრებმა, გეფიცები კინაღამ გავიგუდე

ქალბატონს დაემშვიდობეო რო ეუბნება მონა ქლას, მართლა ვერ მივხვდი რატო ჩააჟინდა. და ბრახ!
ეგ ქალი ჯერ კიდევ იქ იყო მოსაკლავი _ ჰილდას რომ მოუშიშვლეს ნამათრახევი ზურგი და რომ დასცინოდნენ კაცები და
ამ ძუკნამ ამ მოვლენაში მხოლოდ ის რომ გააპროტესტა _ ნუ რა არის, სუფრასთან რა წესიაო.
რაღაც უმიზეზოდ აპროტესტებ მკვლელობებს,
ჯობს ისევ ტარანტინოს დაბერების და მელანქოლიის შეპარვის ლირიკას მიაწვეთ,
რა რა და მკვლელობების გაკრიტიკება ტარანტინოსთვის ზედმეტია : )
მეტი რა უნდა ექნა ტუპოი, უგემოვნო, გაუნათლებელ, უხეშ, მოუთმენელ,
მთელი ცხოვრება მონობაში გატარებულ ზანგს?

და ამ ყველაფრის ფონზე იმხელა ადამიანური ჟილკა და თავისუფლების წყურვილი აჩვენა მთელ ფილმში,
რომ ეგ მსახიობი უფრო მეტად ვაღიარე, ვიდრე რეის როლისას.
ჯერ მარტო დაძაბულ მომენტებში რა მზერები ქონდა : ))
კიდევ ერთი შტრიხ _ ნერვიულობისთვის ფართო ნესტოებს რომ კიდევ უფრო აფართოებდა და ღრმად სუნთქავდა _ გრადუსი პიკზე იყო! :დ
სადაც ლეოს და ვალცი არტისტულობას ასე გამოკვეთ, იქ მონა ჯანგოს გმირს რა ნამუსით თხოვ თეატრალურ ფეიერვერკებს, კაი რა : ))
სულ სამი მთავარი პერსონაჟია, ორი მოგწონებია

ნუ ჯანგოზეც ვთანხმდებით მგონი : )
და პლუს, არ მითხრა რომ სამუელ ელჯექსონმა აი ძააალიან მაგრად არ ითამაშა!
და რომ უძლიერესი პერსონაჟი არ იყო....
თორე დოსტოს თემაში შენ პოსტებს აღარ წავიკითხავ!

პადობნი მაგ სტილში არ მახსენდება. იმენა ყველაზე თანამედროვე გმირია,
ტიპური ნაბოზარი გამპრავებელი, მისივე გამჟიმველი სისტემის ყველაზე ერთგული მონა,
ბრმათა წინამძღოლი, გახრწნილი მენეჯერის დამპალი ასისტენტი _
სამუდამოდ ასისტენტად დარჩენისთვის განწირულ და მაინც ბედნიერი.
რამდენს ვიცნობ ეგეთ. კოჭლი რო არ ყოფილა მაგით რაო, ვიღაცამ დაწერა...

აი ეგ რა ნაკლია ფილმის გაფიცებთ? : )
გასაგებია, რომ იმ თაობას, ვინც მაკულატურაზე გა(ვ)იზარდეთ, გქონდათ დიდი მოლოდინი უფრო
"Fuck! Fuck! Fuck!" სტილის ჯანგო გაიჩითებოდა. გასაგებია რატომაც, ტარანტინოა.
და რადგან ახალი და განვრცობილი მატერიალი გაიჩითა ეგრევე სიყალბეში ან მელანქოლიაში ჩაუთვალა უმეტესობამ რეჟისორს,
კომენტებით წიპა "უჰ, წაუფილოსოფოსა ახლა ამან ვითომ ამ სიბერეში"....
ნუ ეს არ არის ობიექტური შეფასება,ეს ძალიან მდარე და რაღაც ბავშვური ახირება-იმედგაცრუებასავით პოზიციაა : )
გაანებეთ ამ "დიალოგები, დიალოგები"_ს ზომბირებულებივით გამეორებას თავი

ჯვარი კი არ აქვს ამ კაცს დიალოგებზე დაწერილი კაცო...
მონოლოგები ან უბრალოდ გენიალური ფრაზები არ წავა? : )
თუ მაინც არა, მაშინ უყურეთ მარტო მაკულატურას და იყავით : ))
არ მესმის რატომაა ლეოს გმირი უინტერესო პერსონაჟი.
აი რეჟისორმა ყველა კუთხიდან გააფარჩაკა ეს მედიდური პერსონაჟი, რომელიც მთელი ზალპებით და ზარბაზნებით შემოყავს სიუჟეტში
და ნაბიჯნაბიჯ აბახებს სხვადასხვა პერსონაჟის ხელით, ჯანგოთი და შულცით დაწყებული, შენ წარმოიდგინე ჯექსონის გმირით დამთავრებული.
იმდენად ტუპოი იყო გმირი და იმენად ჩაციკლული ამ მანერულობაზე, გლამურსა და ფეშენზე, რომ ელემენტარულ ტყუილში ვერ დაიჭირა ორკაციანი ბანდა. და ამას მიუხვდა მიხრწნილი ბებერი ზანგი, რომლის თავის ქალაზეც დიდის ამბით იცავს დისერტაციებს.
(იმენა დაცინა ტიპმა თეთრების რამხელა მასშტაბებს). და რა წამს ამ დაღეჭილ ინფოს იღებს, ეგრევე ხდება გაბრაზებული ბიჭი.
ნუ ლეო ისე მაგრად თამაშობს, საერთოდ რომ არ ველოდი. მეც მეგონა თავიდან რომ სიგარიანი ნაბიჭვრის როლს ითამაშებდა
ყალბი გვერდული ღიმილებით და დეზლი მზერებით. და ძალიან მაგრად ითამაშა. ის მომენტი, გაბრაზებისგან ჭიქის ნატეხებზე ხელს წრო გაიჭრის!. ბრხხხხ!
რატომ არაა ეგეთ მიკრო სცენებზე ოსკარი, რამდენჯერ დამნანებია!

მოკლედ, ლეოს გმირში გინდ წმინდა დრამატურგიულად დ აგინდ შეუიარაღებელი თვალით, მოქცეულია ყველა ის საზიზღრობა, რაც ტარანტინოს ქონდა ჩაფიქრებული
და ამ ყველაფერს დიკაპრიო აკეთებს ათიანზე.
ვინღა დამრჩა პერსონაჟებიდან, შულცი...
ნუ ამ გმირზე არაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ ისედაც შევთანხმდებით

აღარაფერს ვამბობ იუმორზე, უუუტონკეს იუმორზე,
წვრილმან სიმბოლოებზე, მინიშნებებზე, ფრაზებზე.
პლუს ამ ყველაფერს, ფილმის ვიზუალური მხარე, ოპერატორი უძლიერესი,
ახლა ვნახე სქაიფოლი, რადგან დიკინსის ოპერატურა იყო მაგის ხათრით; და ეს იხევს მაინც.
რა კადრები, რა ფერები, რა ხედები, რა ბუნება, რა მომენტები დაჭერილი. მეოთხე ოსკარს აიღებს ალბათ რიჩარდსონი.
ნუ საუნდთრექებიდან ყოველი მეორე რომ ჰიტი გახდება (თუნდაც საშუალო დონის მუსიკა იყო მაინც : D ) _ ამას აღარ უნდა ბევრი ალაპარაკი.
ცხენებით ჭენაობისას შუა ფილმში გაგნსტა ჰიპ-ჰოპმა რო მოიტანა...

და ეს ყველაფერი გაკეთებული თანამედროვე ტენდენციების და იდიოტური ჰოლივუდური კლიეშეების დაცვა-გავლით...
ამას მარტო ტარანტინო თუ გააკეთებდა.
ჯანგო ძალიან მაგარი ფილმია....
სიმარტივიდან ამომავალი მოგენიალურობები უფრო მევასება,
ვიდრე გენიალურობებში დაჭრილი სიმარტივე : )
ბევრი რამით ბასტარდები მირჩევნია,
მაგრამ ეს უფრო დიდი კინოა.
აუ კიდე რამდენი დეტალია, რაზეც შემიძლია ვთქვა,
მეორედ რომ ვნახავ უფრო გამახსენდება,
ან აქ დისკუსიებისას აღვიდგენ
This post has been edited by SCO on 5 Feb 2013, 02:28