რაც არ უნდა იობარი იყო
რაც არ უნდა ფული გქონდეს
რაც არ უნდა დამატყვევებლად საუბრობდე
და რა პრესტიჟიც არ უნდა გქონდეს
გამოჩნდება ვიღაც შენზე ტიპი და ტყვიას ტრაკში გაგიკეთებს
ამას ვხედავ სულ ტარანტინოს ფილმებში
ყველაფერი მარტივია
ვალტცის შესრულება ერთფეროვნად მეჩვენა, ლეომ დაჯაბნა საკმაოდ
მაგის წამოყვირება რად ღირდა
საერთოდ ფილმი ემოციური ნაკლებად იყო
არ ვგულშემატკივრობდი ჯანგოს, რადგან ერთი რიგითი მონა იყო, რომელიც გათავისუფლებისთანავე ხელაუღებლად დახოცავდა მეპატრონეებს
არ იყო ჯანგო ემოციური, თუმცა მგონია სათვალის ქვეშ ცოტა სიბრალულს მალავდა, უბრალოდ დაისახა მიზანი და შეასრულა
ყველაზე მარტივი გმირი, ზედმეტი პრინციპებისა და სახელის გარეშე

ლეოს საუბარი თავის ქალასთან სრული პახაბნობა
ჯანგოს სიტყვები ფინალისკენ: რასაც ის ამბობდა სისულელე იყოო
მაგით გადაუსვა ყველაფერს ხაზი
დიალოგები მოიკოჭლებდა საერთოდ
თავებზე მონადირე რატომ აფეთქდა ვერ მივხვდი
ეს არ მომეწონა განსაკუთრებით: ძალიან პრინციპული გმირები იყვნენ ეგ და ლეო
ასეთი ძლიერი ტიპი როგორ დააგდო ბეჭებზე ორ სიტყვაში, თან დიუმაზე რომ მოატყუა და იმანაც ჩაყლაპა გამიკვირდა
მაგრამ ესდ ხომ ტარანტინოა, აქ ხომ მსახიობები სუპერგმირების ფორმებს მალავენ ტანსაცმლის შიგნით

ჯამში კარგი ფილმი იყო
ძალა იარაღის მხარესაა

და კიდევ ჩავამატებდი
რომ არაა განსხვავება კანის ფერში
თეთრი მშვენივრად ემონება თეთრს
This post has been edited by Hermyon on 16 Jul 2013, 16:20