მოკლედ, ფილმს (the walk) ისე არ ველოდებოდი, როგორც აიმაქსის შემოწმება მინდოდა.
ნუ როგორც უკვე მოდაშია, თრეილერ(ებ)ში თითქმის მთელი ფილმი გვანახეს და მეგონა, მეტს ვერც ვერაფერს შემოგვთავაზებდნენ.
მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ შევცდი
ყველას გირჩევთ, რომ წახვიდეთ და უყუროთ აიმაქსში.
რაც შეეხება ფილმს : კარგი ნარატივი, გამართული ისტორია, შესანიშნავი იუმორი, გორდონ ლევიტის ერთ-ერთი ყველაზე კარგი შესრულება (და როლი) და ტექნიკური თვალასაზრისით ძალიან რეალური შეგრძნებები.
ვერ გეტყვით რომ ფილმში მონაწილეობას მთელი ხნის განმავლობაში გრძნობთ, მაგრამ ძალიან ბევრია ისეთი მომენტი, როცა მთლიანად გითრევთ კინო-სივრცე, განსაკუთრებით მაშინ როცა დიდი სიმაღლიდან ვიყურებით და მაშინ როცა რომელიმე პერსონაჟი უცბად იჭრება კადრში.
და ეს არის იმ ძალიან მაგარი პერსპექტივის ეფექტის შედეგი, რომლის დანაკლისსაც ეს ფილმი ნამდვილად არ განიცდის.
ოღონდ ეს მომენტები უმეტესწილად არის მაშინ, როდესაც ახალი კადრი ჩნდება. როდესაც იმ ახალ კადრს თვალი ეჩვევა, მერე ამ ოპტიკურ ილუზიას უჭირს უკვე თვალის მოტყუება.
მარა მანამდე ამ სივრცეში მთლიანად თუ არა 90%-ით მაინც იჭრები
კინოთეატრში პირველად განვიცადე ფილმი რასაც ქვია (არ ვგულისხმობ მხოლოდ ემოციურ მხარეს, თუმცა ეგეც კარგი დოზით მივიღე).
სიჯიაი არის ძალიან კარგი და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ფილმის დასკვნითი ნაწილი ულამაზესად არის გაკეთებული.
გემრიელი კადრები, შესანიშნავი მუსიკა.
ეფექტებით დახუნძლული ფილმი ნამდვილად არ არის, მარა ორჯერ-სამჯერ კი ინსტიქტურად გამაწევინა თავი
თვითონ ფილმი სტრუქტურულად არის ძალიან კარგად აწყობილი და დრამა და იუმორი ისეა სინთეზირებული, რომ დისკომფორტში არ გაგრძნობინებს თავს.
მთავარი გმირის ნარატივი კი ისტორიის უფრო მეტად გაცნობის და შეგრძნების საშუალებას გვაძლევს.
რათქმაუნდა კომპიუტერის მონიტორზე ისე ვერ მოიტანს ეს ფილმი, იმიტომ რო ტრიდე ძალიან დიდ როლს თამაშობს,
მაგრამ ამის მიუხედავად ფილმი არის ნამდვილად სასიამოვნო, დადებითი, გემრიელი და კარგი სანახავი.
ამ ბოლო დროს კარგი ბოიგრაფიული ფილმების დეფიციტს განვიცდით და ეს ფილმი ნამდვილად მიეკუთვნება იმ კინოების კატეგორიას, რომელიც ეფექტების გარდა, მხატვრული თვალსაზრისითაც ღირებულია. ეს ფილმი ''უბრალოდ გასართობზე'' ცოტა უფრო მეტია.