Magdalaრამე ცუდი რო ხდება სიუჟეტში გასაგებია,
მაგრამ ღებინების შეგრძნების იქით ხომ უნდა წავიდეს არა აზრი?
ხოდა მიდის კიდეც, და თანაც ძაან მაგრად მიდის.
მაშინ მთავარი გმირი სადაც კვდება ყველა ფილმზე ვთქვათ რომ ცუდია,
სიკვიდილი რა ნაკლები დრამა ხო არაა ვიდრე ინცესტი : )
თანაც ეს არაა კლასიკური ინცესტი (თუ სეიძლება ასე ითქვას) და მაგითაა მძიმე შემთხვევა.
ამ ფაქტის ფილმის ნაკლად დასახლება მარტო იმიტომ, რომ ინცესტი ფუაა, რავი...
რა კუთხიდანაც არ უნდა შეხედო დრამაა და ბევრი ტრაგიზმია, სისხლების და ბინძური მოვლენების მიღმაც კი.
ცხოვრების გამოცდა, სისასტიკე, მარტოობა, თვითგადარჩენისკენ სწრაფვა, არაადამიანობა, ჰუმანიზმი, სასოწარკვეთა, დაუცველობა, უსუსურობა,
მეგობრობა, მოულოდნლი სიყვარული, შური, ბოროტება, თავგანწირვა, სიმამაცე, ადამიანობის შენარჩუნება და სხვისი ბედნიერების სანაცვლოდ საკუთარის გაწირვა _
ესენი თუ ვერ დაინახე ამ ფილმში და მარტო ფუ ფუ ინცესტი ინცესტიო იტყვი, რავი აბა...
ესე იგი მაშინ მინიმუმ მეორედ უნდა ნახო
